გადაცემაში კი დააგვირგვინეს.
"იმედი" უკვე ყოველი კვირადღის საუკეთესო დროს მარიხუანის პროპაგანდას უძღვნის
https://www.imedi.ge/ge/video/20774/kanapi-...s-ganmavlobashi"იმედმა" გააგრძელა წინა კვირის გადაცემაში მარიხუანის პროპაგანდა.
რუსეთის მეფის დროინდელი გაზეთის განცხადებას "დამრჩა თუნუქის ტრუბა შეხვეული პლანებით" დიქტორმა კომენტარი გაუკეთა, თითქოს კანაფი(მოსაწევი) დარჩენოდა ვინმეს, ჯაფარიძემ კი დაუმატა თითქოს მოსაწევი მოწყობილობა - "ტრუბა", "პაიპი" დარჩა ადამიანს, ამდენად ეს მოსაწევი მარტივი, ბუნებრივი და ჩვეულებივი ამბავი იყო. ამ დროს "პლანები"(რუსული "план") სავარაუდოდ გეგმები ან ნახაზებია, რომელთა შესანახად გადასატანად ჩვეულებრივ თუნუქის ან მეტალის მილებიც გამოიყენებოდა, და არა მოსაწევი მოწყობილობა "ტრუბა" შეხვეული "პლანებით".
ვთქვათ , ტელეკომპანიაში ახალგაზრდა ჟურნალისტები მუშაობენ და არ გაუგიათ რუსული "план".
საეჭვოა, ჯაფარიძე მაგდენს ვერ ხვდებოდეს რომ "პლანები" მარიხუანა არაა. აშკარად ტყუის.
შემდეგი ტყუილი, რომელსაც ტელეკომპანიის ჟურნალისტები კადრულობენ, არის კანაფის თრიაქთან გაიგივება. თრიაქს ამ დროს ოპიუმს უწოდებენ.
ჯაფარიძე აქ კიდევ ერთ ტყუილს კადრულობს, ხოლო "იმედი" კი ამ ტყუილის ტირაჟირებას ახდენს, თითქოს თრიაქი კანაფია და სიმონ მეფე ერთერთი ყველაზე მეომარი მეფე იყო, ტელეკომპანია არ ახსენებს, რომ მემატიანე ამბობს, რომ თრიაქმა იმდენად შეცვალა ქართლის მეფის ხასიათი, რომ ყიზილბაშებიც კი „გიჟ სიმონს“ ეძახდნენ. არც ჯაფარიძე და არც ტელეკომპანია არ ამბობს, რომ თრიაქის მოხმარებამ დაღუპა სიმონი და მრავალი ქართველი, რადგან
"ისროლეს მრავალი და ამოსწყჳტეს ქართველნი მრავალნი, დიდნი და მცირენი, და მაშინ მოკლეს ბატონიშვილი გოჩა, რომელი იყო პაპის ძმისწულის შვილი მეფისა სჳეონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი ამოსწყჳტეს. და მაშინ დაგმეს მეფე სჳმონ უჭკუობაზედ, რომ მწუანილისათჳს ამდენი კარგი კაცი ამოსწყჳტეს, და ამას ურუმნიცა და ყიზილბაშნიცა დელუ-სჳმონს ეძახდენ, რომელი ითარგმანების ხელი სჳმონ ჴელმწიფე.“
შემდეგი ტყუილია, რომ კანაფისადმი უარყოფითი დამოკიდებულება და აკრძალვა მხოლოდ საბჭოთა გადმონაშთია.
This post has been edited by bochormeli on 12 Feb 2018, 11:01