დარჩელის გადაწვა
თვითმხილველის მონაყოლი:
“ამ სოფელში ძარცვა-გლეჯა მიმდინარეობდა. ორი მანქანა დადიოდა და სახლებიდან ყველაფერი გაჰქონდათ, რასაც მოისურვებდნენ. ჩვენ ხელებს ვწევდით – სხვა რა გზა გვქონდა!
ჩემი სახლიდანაც წაიღეს, თუკი რამ გამაჩნდა. ბოლოს, როდესაც ჩემი ეზოდან მანქანაც გაიყვანეს, სოფელში ხალხი შეიკრიბა. მხოლოდ ერთი კითხვა გვქონდა, – რისთვის გვძარცვავდნენ?
ხომ გახსოვთ, ისედაც როგორი მდგომარეობა იყო, როგორ გვიჭირდა, დევნილებით იყო სავსე სოფელი, თითო მცხოვრებს რამდენიმე ლტოლვილი ოჯახი ჰყავდა შეფარებული.
ის ორი მანქანა ცოტა ხანში ისევ მობრუნდა. მათ ხალხი დახვდა. ჩაქოლეს და გაანადგურეს. ორი კაცი დაწვეს, ზოგი გაიქცა, თუმცა ერთი დაჭრილი ისევ ჩვენ გვყავდა.
ამის შემდეგ მოვიდა კიდევ ერთი მანქანა. შიგ ქალი იჯდა. გვითხრა, – ზუგდიდის კომენდანტის მოადგილე ვარო. აქ სასწაულ ამბავს დაატრიალებენ, ამიტომ მომეცით ეს დაჭრილი და სადაც სჭიროა – მათთან, შტაბში, მივიყვანო. ხალხმა დაუჯერა; თუმცა, ვფიქრობ, რომ არც ის დაჭრილი და არც კომენდანტის მოადგილე გასაშვებები არ იყვნენ, ისინიც აქვე უნდა ჩაგვექოლა.
ხალხი შეცდა – დაჭრილი გაატანეს.
15 წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ სოფელში შეიარაღებულები შემოვიდნენ, კაცმა არ იცის, ვინ იყვნენ. ხალხმა რომ დაინახა, გაიქცა და მანდარინის ბაღებს შეაფარა თავი, ზოგი ტყეში გაიქცა.
მოსულებმა სროლა ატეხეს. ისროდნენ დამიზნებით. სახლებში რაც იყო დარჩენილი, ყველაფერი გაზიდეს, პირუტყვს იქვე კლავდნენ, უკანასკნელი ტომარა ფქვილი და შაქარი გამოჰქონდათ სახლებიდან და მერე წვავდნენ, იმ დღეს ჩვენს სოფელში 27 სახლი გადაწვეს…”
ბევრის აზრით, დარჩელის გადაწვა უკანასკნელი მხედრიონული გაკვეთილი იყო სამოქალაქო ომის ისტორიაში, რომელსაც დოდო გუგეშაშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა, აი, ის რას ამბობდა წლების წინ ის “კვირის პალიტრასთან:
“როდესაც ამბავი მოიტანეს, დარჩელში ორ მხედრიონელს ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვესო, გადავწყვიტე, კორესპონდენტებთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ იმ წუთში ვიდეოკამერა ვერ მოვიძიეთ, ამიტომ აღარ წავედი. თუმცა ჩემი წაუსვლელობის მიზეზი მარტო ეს არ იყო. იქ რომ მივსულიყავი და მენახა, როგორ იწვოდნენ ჩვენი ბიჭები, ალბათ ძალიან ცუდ საქციელს ჩავიდენდი…
დამწვარი ბიჭები მხოლოდ ღვთისმშობლის მედალიონით განასხვავეს მშობლებმა, მაგრამ საქმე დამწვარ ბიჭებზე კი არა, დამწვარ სახლებზე აღიძრა. უამრავი ადამიანი დაკითხეს, მაგრამ 57-დან ორის გარდა ჩემ წინააღმდეგ ჩვენება არავინ მისცა. ერთი იყო მარუსია ჭურღულია, ასაკიანი ქალი, რომელიც ჰყვებოდა, რომ შორიდან “დამინახა” მეტრა-ნახევრის სიმაღლის, ძალიან მსუქანი, მამაკაცური აღნაგობის წითელი თმით. მეორე კი ამბობდა, გაიგონა, ხუთასი მეტრიდან ამუშავებულ “ბეემპეზე” მჯდარი ქალი როგორ მოუწოდებდა, სახლები დაწვითო. თან არც ერთს არ ვყავდი ნანახი და ორივემ სხვადასხვანაირი ქალი აღწერა.
ათი წელი მომისაჯეს, მაგრამ პატიმრობაში ხუთი წელი გავატარე. თავიდან ყველა გაზეთში ჩემზე საშინელებები იწერებოდა. მე თვითონ მეშინოდა საკუთარი თავის. მერე კი, როცა ჟურნალისტები პროცესზე შემოუშვეს, მათ ობიექტური ინფორმაცია გაიტანეს. შეწყალებაზე მე და ჯაბა იოსელიანმა უარი ვთქვით. შემდეგ 2000 წელს პარლამენტში შეიქმნა ეროვნული შერიგების კომიტეტი და ამის საფუძველზე გაგვათავისუფლეს”.
თურმე ხუთასი მეტრიდან დაუნახიათ დოდო გუგეშაშვილი
ამდენი კაციდან მხოლოდ 2 დაადო ხელი დოდოს ?
ის 2 ბიჭი რომ ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს ის რა სისასტიკე და სადიზმი არ იყო ? პოლიციისთვის მაინც გადაეცათ ეს ბიჭები რას წვავდნენ ? მაგ ბიჭების დაწვის გამო თანამებრძოლები რომ პასუხს მოთხოვდნენ სოფელს არ იცოდა სოფელმა ?
This post has been edited by PNG on 8 Feb 2018, 02:14