PNG
გაუქმებულია

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5092
წევრი No.: 178303
რეგისტრ.: 17-December 13
|
#52139617 · 8 Feb 2018, 02:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (gramatikikina @ 8 Feb 2018, 02:21 ) | PNG
| QUOTE | | ის 2 ბიჭი რომ ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს ის რა სისასტიკე და სადიზმი არ იყო ? პოლიციისთვის მაინც გადაეცათ ეს ბიჭები რას წვავდნენ ? მაგ ბიჭების დაწვის გამო თანამებრძოლები რომ პასუხს მოთხოვდნენ სოფელს არ იცოდა სოფელმა ? |
რა პოლიციისთვის უნდა გადაეცათ? პასუხს რომ მოსთხოვდნენ ალბათ ეცოდინებოდათ, მაგრამ ეტყობა ვეღარ აიტანეს იმ მანქანების მეორედაც მობრუნება
|
ზოგადად წესია ასეთი როცა დამნაშავეს შეიპყრობ პოლიციას უნდა გადასცე და ვალდებული იყვნენ ასე მოქცეულიყვნენ.
“შიშისგან თავისუფალი მხოლოდ გიჟია…” Ambebi.Geდოდო გუგეშაშვილის ლეგენდა აფხაზეთის ომის დროს შეიქმნა. მხედრიონელ ქალბატონზე მაშინაც და ახლაც ბევრ ჭორ-მართალს გაიგონებთ, თუმცა ომამდე პროფესიონალი მუსიკოსი და სახალხო ანსამბლის სოლისტი გახლდათ. ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. ბავშვი, რომელსაც ცალ ხელში თოჯინა ეჭირა და მეორეში იარაღი, წლების შემდეგ ნამდვილი იარაღით ჩაება ომში. გაგრაში რიგით მეომრად წავიდა, მაგრამ მისი საომარი კარიერა კოდორის ხეობაში პარტიზანული რაზმის მეთაურად დასრულდა. – წარმოშობით რაჭველი ვარ, მაგრამ დედა გურული მყავდა და გურიაში გავიზარდე, ლანჩხუთში. მეზობლად ჩემი ასაკის არც ერთი გოგონა არ ცხოვრობდა და ამიტომ ბიჭების წრეში ვტრიალებდი. ბავშვობიდან ფეხბურთსა და ომობანას ვთამაშობდი. ვინაიდან კარგი ფეხბურთელი არ ვიყავი, ძირითადად კარში მაყენებდნენ (იცინის). ასევე ძალიან მიყვარდა ომობანა. ცალ ხელში თოფი მეჭირა, მეორეში თოჯინა.
– როდის იგრძენით, რომ გაიზარდეთ და ბიჭებთან ერთად ვეღარ ითამაშებდით? – საკმაოდ დიდი ვიყავი, უკვე უფროსკლასელი. მაშინ მივხვდი, რომ ცოტა უხერხული იყო, მათთან ფეხბურთი ან ვირობანა მეთამაშა. ასეთი უცნაური თამაშებიც არსებობდა, თუმცა თვალი მაინც გამირბოდა.
– რა პროფესიაზე ოცნებობდით, როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი? – ყოველთვის მინდოდა, მუსიკოსი და პედაგოგი გამოვსულიყავი. ასევე ძალიან მინდოდა იურისტობა. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ სამივე პროფესია ავირჩიე.
– ბავშვობიდან პატრიოტი იყავით? – მართალია, ჩემი მშობლები პარტიული მუშაკები იყვნენ, მაგრამ უწესიერესი ოჯახი გვქონდა. პროფესიით ორივე ისტორიკოსი იყო. სახლში, რომელშიც მე ვიზრდებოდი, მუდმივად იყო საუბარი ერის ტკივილზე და ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე. ამიტომ მეც ამ სულისკვეთებით გავიზარდე.
– როდის მიხვდით, რომ სამშობლოს თქვენი დაცვა სჭირდებოდა? – როცა ავტომატი ავიღე ხელში. საბრძოლველად პირველად მე და ჩემი ძმა გაგრაში წავედით. ოღონდ სხვადასხვა სამხედრო შენაერთში და პოზიციაზე ვიყავით. მანამდე აფხაზეთში ნამყოფიც არ გახლდით. სამწუხაროდ, ასე მოხდა ჩემი და ჩვენი სისხლხორცეული აფხაზეთის ერთმანეთთან შეხვედრა – ავტომატით, ტყვიით, სანგრით და მსხვერპლით.
– მაშინ უკვე “მხედრიონში” იყავით? – დიახ, მანამ “ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” წევრი ვიყავი. იმ დროისათვის ქალებს პარტიაში იშვიათად იღებდნენ. პირველი გახლდათ მარიკა ბაღდავაძე, დღესაც ქედს ვიხრი ამ ქალბატონის წინაშე. მეორე ირინა სარიშვილი, მესამე – მე. სამჯერ დამაპატიმრეს. პირველად დასავლეთში, 9 აპრილის აქციის ორგანიზატორობისთვის, მეორედ ზვიად გამსახურდიას რეჟიმმა. მესამედ, როგორც ერთ-ერთი მხედრიონელი, ედუარდ შევარდნაძემ. იმ პერიოდში, როცა ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა, ბევრი მხედრიონელი იყო “ედპ”-ს წევრი და პირიქით. ჯაბა იოსელიანის პიროვნება ყოველთვის მაინტერესებდა. მისი წიგნები წაკითხული მქონდა. სამწუხაროა, რომ დღეს ამ კუთხით ნაკლებად იცნობენ, მაგრამ ქართველი მეომრები, და არა მხოლოდ ისინი, დღეს ბატონ ჯაბას იცნობენ, როგორც საოცარ რაინდს, მართალ ადამიანს, რომელიც მუდმივად ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, თავისი ერთადერთი შვილით.
– მალე შეიქმნა დოდო გუგეშაშვილის ლეგენდა? – ვერ გეტყვით, მაგაზე არასოდეს მიფიქრია. ცნობილი სახე ჯერ ჩემს რაიონში ვიყავი, როგორც კარგი ოჯახის შვილი, კარგი მოსწავლე. გამოვდიოდი ფესტივალებსა და კონკურსებზე. შემდეგ აქტიურად ჩავები ეროვნულ მოძრაობაში, რასაც დაპატიმრებების სერია მოჰყვა, თუმცა ხალხმა ალბათ უფრო ომის დროს გამიცნო.
– ქალბატონი ომში… შიშის გრძნობა არასოდეს გქონიათ? – როგორ არა. შიშისგან თავისუფალი მხოლოდ გიჟია, მაგრამ როცა ამ ზღვარს გადალახავ, მთავარია გაუძლო, მერე უკვე სხვანაირი ხდები. შეშინებული კი თავმოყვარეობას კარგავ. შიში მედუზასავით არის, თუ მას გადააბიჯებ, ვეღარ მოგეწებება.
– ქალბატონო დოდო, “მხედრიონის” სისასტიკეზეც ბევრს ჰყვებიან… – “მხედრიონი” იყო პირველი სახალხო ლაშქარი, ვაჟკაცების კრებული, რომელიც პირველი დაუპირისპირდა სისხლიანი რუსეთის სისხლიან ვანიას და ამ ბრძოლებში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. კომუნისტებს, გამსახურდიას და ასევე შევარდნაძეს ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა ჰქონდათ ამუშავებული. თუ რამე ცუდი ხდებოდა, ყველაფერს ჩვენ გვაბრალებდნენ. არადა, ბევრი ცუდი ხდებოდა, იმიტომ რომ დრო იყო არეული. საბჭოთა კავშირი დაიშალა, სამოქალაქო ომი გაჩაღდა და ეს ომი ზვიად გამსახურდიას გამო დაიწყო. ის იყო მაშინ პრეზიდენტი. მასა და “მრგვალი მაგიდის” უკვე დაპირისპირებულ ნაწილს შორის გაჩაღდა ბრძოლა. ამ დროს ჯაბა იოსელიანი და მხედრიონელები უშიშროების იზოლატორში იყვნენ და რვა დღის მერე გამოვიდნენ.
სამწუხაროდ, დღესაც ბევრს ჰგონია, რომ ეს ომი ჯაბა იოსელიანმა დაიწყო და ვინც არ იცის, ბრიყვია. მეორე კატეგორია კი არიან ადამიანები, რომლებმაც იციან და შეგნებულად არ უნდათ აღიარება. მაშინ ბევრი ადამიანი დადიოდა ავტომატით და ამბობდა, მხედრიონელი ვარო. თქვენ გაგიგიათ, კრიმინალმა დანაშაული ჩაიდინოს და თან მონაცემები დატოვოს.
– ძალიან მწარედ ახსოვთ სამეგრელოში “მხედრიონის” შესვლა. – მე გეუბნებით, სამოქალაქო ომის დროს სამეგრელოში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე შემდგომ პერიოდში. გადახედეთ სტატისტიკას. სოხუმის დაცემის შემდეგ, იმის მაგიერ, რომ ქვეყანას ჭრილობები მოეშუშებინა, ზვიად გამსახურდიამ ისევ სამოქალაქო ომი გაგვიჩაღა. რუსეთის გეგმა იყო, ქუთაისის იქით უნდა ყოფილიყო გამსახურდია და აქეთ შევარდნაძე. ის, რომ ზვიადი იყო იმ კუთხიდან, იმას არ ნიშნავდა, რომ ყველა მეგრელი ზვიადისტი იყო. ამიტომ შოთა კვირაიას დამქაშები სწორედ მათ ესხმოდნენ თავს, რომ აგრესია “მხედრიონზე” გადმოსულიყო.
რა თქმა უნდა, მხედრიონელებშიც იქნებოდნენ უკეთურები, ოჯახის ყველა წევრიც ხომ არ არის ერთნაირი, მაგრამ ყველა თავისი სახელით აგებს პასუხს. თუმცა სამეგრელოს არ აკლებდნენ უსიამოვნებებს არც ზვიადისტების ბანდები, არც ჩასულები, რომელებიც არც ერთ შენაერთს არ ეკუთვნოდნენ. სამოქალაქო ომში არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე მხედრიონელებს განზრახ არ მოუკლავთ. არის ერთი სამწუხარო ფაქტი შესანიშნავი ყმაწვილის მკვლელობისა, რომელიც გვარდიელის ტყვიით მოკვდა. კახა კუკავა და მისნაირები დღემდე ამტკიცებენ, რომ იმ ყმაწვილის მკვლელი არის “მხედრიონელი”. მან იცის, რომ იტყუება, მაგრამ ერთი ცრუპენტელა პოლიტიკანია.
– აუცილებელი იყო სამეგრელოში შესვლა? – იქ საქართველოს იურისდიქცია, ფაქტობრივად, არ ვრცელდებოდა. უამრავი ბანდა დათარეშობდა და აქეთ პროდუქტებსაც არ ატარებდნენ. გამგებლებს კლავდნენ. გადაკეტილი ჰქონდათ ზუგდიდი და ჯარებს არ უშვებდნენ აფხაზეთში. აფხაზეთიდან კი დაჭრილ მეომრებს ზუგდიდში აჩერებდნენ ის მოგაგანე ზვიადისტები და ციხეში ყრიდნენ, ხოლო ომში დაღუპულებს დღეები აჩერებდნენ. როდესაც სოხუმი დაეცა, ზუგდიდში მიტინგი გაიმართა, სადაც ველური როკვითა და სიმღერით ზეიმობდა უსახური და საშინელი ბრბო. ხობში, რესტორან “მედეა”-ში დიდი სუფრა გაიშალა. გარეთ დაკლული ხარი ჩამოკიდეს, რომ გამვლელ-გამოვლელებს სასურველი ნაჭერი მოეჭრათ და წაეღოთ, თან სოხუმის დაცემა ეზეიმათ.
– როდის დაგაპატიმრეს მესამედ? – 1994 წლის მაისის ბოლოს ომში მიღებული ჭრილობებით და ტრავმებით კოდორის ხეობა დავტოვე, სადაც ექვსი თვე პარტიზანულ ომებს ვაწარმოებდი. რამდენიმე თვე ვიწექი და სამსახურში რომ გავედი, მალე, 1995 წელს დამიჭირეს.
– რა ბრალდება წაგიყენეს? – ბანდიტიზმი და დარჩელში სახლების გადაწვა. დარჩელი ზუგდიდის რაიონია, სადაც ორი მხედრიონელი დაჭრეს, ორი კი ცოცხლად დაწვეს. ხოლო იმ ორ დაჭრილს ცეცხლი არ წაუკიდეს, რადგან მკვდრები ეგონათ, არ იყვირებენ და ვერ ვისიამოვნებთო. დამწვარი ბიჭები მხოლოდ ღვთისმშობლის მედალიონით განასხვავეს მშობლებმა, მაგრამ საქმე დამწვარ ბიჭებზე კი არა, დამწვარ სახლებზე აღიძრა. უამრავი ადამიანი დაკითხეს, მაგრამ 57-დან ორის გარდა ჩემ წინააღმდეგ ჩვენება არავინ მისცა. ერთი იყო მარუსია ჭურღულია, ასაკიანი ქალი, რომელიც ჰყვებოდა, რომ შორიდან “დამინახა” მეტრა-ნახევრის სიმაღლის, ძალიან მსუქანი, მამაკაცური აღნაგობის წითელი თმით. მეორე კი ამბობდა, გაიგონა, ხუთასი მეტრიდან ამუშავებულ “ბეემპეზე” მჯდარი ქალი როგორ მოუწოდებდა, სახლები დაწვითო. თან არც ერთს არ ვყავდი ნანახი და ორივემ სხვადასხვანაირი ქალი აღწერა.
Ambebi.Ge– ამ სახლების გადაწვის დროს თქვენ სად იმყოფებოდით? – დასავლეთ საქართველოში, მაგრამ არა დარჩელში. ათი წელი მომისაჯეს, მაგრამ პატიმრობაში ხუთი წელი გავატარე. თავიდან ყველა გაზეთში ჩემზე საშინელებები იწერებოდა. მე თვითონ მეშინოდა საკუთარი თავის. მერე კი, როცა ჟურნალისტები პროცესზე შემოუშვეს, მათ ობიექტური ინფორმაცია გაიტანეს. შეწყალებაზე მე და ჯაბა იოსელიანმა უარი ვთქვით. შემდეგ 2000 წელს პარლამენტში შეიქმნა ეროვნული შერიგების კომიტეტი და ამის საფუძველზე გაგვათავისუფლეს.
– ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება? – ახლა ვეტერანთა ორგანიზაცია გვაქვს და ჩვენი მიზანია, ვეტერანებს დავეხმაროთ. დღეს არანაირი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში ჩაბმის. გამსახურდიას ხელისუფლების დროს მრგვალი მაგიდა ორ ნაწილად გაიყო. ერთი ზვიადთან დარჩა, მეორე დაუპირისპირდა. შევარდნაძეზეც იგივე განმეორდა და ახლა სააკაშვილთანაც იგივე ხდება. გადახედეთ ოპოზიციას, თითქმის ყველა მიშას შექმნილია. პარლამენტშიც მან შეიყვანა და ხელისუფლებაშიც. ვიდრე ოპოზიციაში გადაბარგდებოდნენ, ხმის ჩახლეჩამდე ამტკიცებდნენ, სააკაშვილი ქვეყნის მხსნელი და გადამრჩენიაო.
– გატყობთ, ოპოზიცია არ გიყვართ… – მე არც ხელისუფლება მიყვარს. რატომ უნდა მიყვარდეს, მათ უნდა ვუყვარდეთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები. აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ საქართველოში უნდა იყოს კარგად მოვლილი ჯარი და ამისთვის ბიუჯეტიდან დიდი თანხები გამოიყოს. ასევე ძალიან მომწონს, რომ კულტურის სფეროში ბევრი რამ კეთდება.
– მთავრობის მიერ განხორციელებული რომელი რეფორმა არ მოგწონთ? – ვერ ვეთანხმები იმაში, რომ პედაგოგის რანგში, გაურკვეველი ადამიანები ჩამოიყვანეს უცხოეთიდან. მათი არც ბიოგრაფია ვიცით, არც სექსუალური ორიენტაცია… მე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს მაინტერესებს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, რა მენტალობა აქვთ. ისინი თავიანთ ენაზე ლაპარაკობენ, არანაკლებ ასწავლიან ჩვენი ქართველი პედაგოგები ინგლისურს. თუ აუცილებელი იყო, ჩვენები უნდა გადაემზადებინათ. ლტოლვილების მიმართ დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია ჩემთვის. ასევე ჯანდაცვის სფეროშიც კოლაფსია და ყველაზე მთავარი, სასამართლო სისტემა არა არის დამოუკიდებელი.
– ქალბატონო დოდო, Facebook-ზე თქვენი პროფილი აღმოვაჩინე, გიყვართ სოციალური ქსელი? – (იცინის) უნდა გა#####დე და ვთქვა, აქტიური მომხმარებელი არ ვარ, მაგრამ ბევრ ინფორმაციას ვიღებ და ეს მომწონს.
– თქვენი სურათებიც დავათვალიერე და ერთ-ერთ ფოტოზე ირაკლი წერეთელთან ერთად ხართ… – მე და ირაკლი მეგობრები ვართ და ის ერთ-ერთი იმ პოლიტიკური ფიგურათაგანია, რომელსაც თავის მხრებზე აქვს საბჭოთა ციხე გადატანილი. პატარა ბიჭი იყო, მაგრამ არც არავინ დაუსმენია და არც მოუნანიებია. ირაკლი წერეთელს მუხლზე არ უხოხია თავისუფლების სანაცვლოდ. ის ჩვენი ეროვნული მოძრაობის ცოცხალი ლეგენდაა.
– მეგობრებზეც გკითხავთ, ლევან ღვინჯილია, კობა ხაბაზი… – ლევან ღვინჯილია ჩემთვის უსაყვარლესი და პატივსაცემი ადამიანია, რომელიც ნამდვილი ქართულით მეტყველებს და აზროვნებს. კობა ხაბაზი ეროვნული მოძრაობის დროს გავიცანი, როდესაც ასლან აბაშიძის ხელისუფლებამ ქობულეთში დამაკავა, კობა ჩემს მხარდასაჭერად მოვარდა და გააპროტესტა (იცინის). ჩემს მეგობრებში ასევე ნახავთ ქალბატონ მაკა რაზმაძეს. მან თავისი სიტყვა თქვა ქართულ ჟურნალისტიკაში. მაკას თეატრალური აქვს დამთავრებული და მას დიდ სამსახიობო მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. რუსეთ-საქართველოს ომის დროს აფხაზეთში კამერით ხელში იმყოფებოდა. მეგობრებში მყავს გოგა ჭყონიაც, რომელიც ასევე ჟურნალისტი და რეჟისორია. აფხაზეთში კამერით ხელში ისიც წინა ხაზზე იმყოფებოდა.
– თქვენს შვილზე მოგვიყევით… – ნოდარიკო 25 წლის ქართველი ვაჟკაცია, ქართული მენტალიტეტით. ძალიან უყვარს სამშობლო. ის არის ადამიანი, რომელიც ქვეყანას გაჭირვების დროს მხარში დაუდგება, იარაღით იქნება ეს თუ ინტელექტით. მყავს არაჩვეულებრივი სარძლო, თვალხატულა, განათლებული, შესანიშნავად ფლობს უცხო ენებს. ლექციებს კითხულობს.
– ინტერვიუს დასაწყისში მუსიკა ახსენეთ, ეს ოცნება აუსრულებელი დაგრჩათ? – არა, დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი და შემდეგ მუსიკალური სასწავლებელი საფორტეპიანო და ხალხური სიმღერის განხრით. სახალხო ანსამბლ “აცაურა”-ს სოლისტი გახლდით და რამდენიმე სიმღერაც აღვადგინეთ. გასტროლებზეც დავდიოდით სხვადასხვა ქვეყანაში. არც მთლად ცუდი მუსიკოსი და ფილოლოგი ვარ…
– დასასრულ, თქვენს მეტსახელზე – “რკინის მაგნოლიაზე” მოგვიყევით… – ეს ომში ბიჭებმა დამარქვეს, ოღონდ თეთრი მაგნოლია, რკინისას მერე მეძახდნენ. ძალიან მიყვარს ეს ყვავილი და ხომ იცით, როგორ არის, როცა ბევრჯერ დაყნოსავ, მერე თავს გატკიებს. საოცრად ჰგავს ქალს. ყვავილს თითქოსდა ძლიერი ფოთლები ისეთივე სუსტია, როგორც ქალი და საერთოდ, ქალის სიძლიერე მის სისუსტეშია და სისუსტე ქალის ძლიერებაში.
|