1993 წელი იყო, გვიანი შემოდგომა და ჩავედი იმერეთში, სადაც ყოველ წელს ვატარებდი.
ზესტაფონში ხმა გავარდა ლევან რევიშვილი ჩამოდისო საკონცერტო პროგრამით...
ეს ისაა, მერვეკლასელოს რომ მღეროდა.
ხოდა სასტავს მეტი რა საქმე გვქონდა და წავედით ამ კონცერტზე.
თეატრი გაყინული, ხალხი ვზივართ პალტოებით.

სიმღერები კომენტარის გარეშე, მაგრამ მთავარი ღადაობა ის იყო, რომ ბოლო სიმღერის შემდეგ კონკურსი უნდა ჩავატაროთ და გამარჯვებულს კარგ პრიზს გადავცემთო, გამოაცხადა ამ რევიშვილმა...
აქოთქოთდა საზოგადოება პრიზის მოლოდინში...
ხოდა ამანაც რაღაც შეკითხვა დასვა თავისი შემოქმედების პერიპეტიებზე

ვიღაც გოგონამ პირველმა წამოიძახა პასუხი სხვების გულის გასახეთქად.
დიდმა მომღერალმა და დასავლეთ საქართველოს გოგონათა გულისსევდამ, მოიხმო გამარჯვებული სცენაზე, ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა...
გოგონას სიხარულისგან ცრემლები მოეძალა და ნაზად მიიფარა სახეზე ხელები.
ახლა კი გამარჯვებულს პრიზს გადავცემთო, ამაყად გამოაცხადა ლევანმა და მოუხმო ვიღაც ჭაბუკს კულისებიდან.
პრიზი კი აღმოჩნდა თერჯოლის ღვინის ქარხანაში ჩამოსხმული და "სოვეცკოე შამპანსკოე"-ს ეტიკიტირებული გაურვეველი შემადგენლობის გაზირებული სითხე, რომელსაც შამპანური ეწოდებოდა.
გოგონა უზომოდ მადლიერი დარჩა, პუბლიკა კი გულდაწყვეტილი, და ასე მხიარულად დასრულდა ეს დიდებული კონცერტი.
ბოლოს კი სახლში დაბრუნების დრო დადგა, მაგრამ აღმოჩნდა რომ რკინიგზას დენი გათიშვია და მატარებლები ვეღარ წავიდოდნენ.
ჩვენ კი დავკარგეთ შესაძლებლობა რომ ბენზინის ცისტერნის ვაგონის კიბეებზე რომ პატარა მოაჯირებია (გადასვლისას რომ მყარად ჩასჭიდო ხელი

) ასე ჩავსულიყავით ამ ვაგონებით - დანიშნულების წერტილ - სოფელ ძირულამდე...
ამიტომაც 15 კილომეტრი ფეხით და ღიღინით გავიარეთ და კმაყოფილები დავბრუნდით სახლებში...
------------------
კარგი იყო ეხხხხხხხ......
ესეც ლევან რევიშვილის ერთერთი "ხიტი"
This post has been edited by HiStorian on 7 Feb 2018, 23:37