#52149186 · 9 Feb 2018, 17:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მუხლი 143. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება (27.02.2009 N 1014 ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან) პოლიციის თანამშრომელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს, დააკავოს და დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. ამ მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, თუ არსებობს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლები
|