M A N E R A
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7835
წევრი No.: 87331
რეგისტრ.: 24-March 09
|
#52175451 · 13 Feb 2018, 15:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„მწვანე კაცუნები" იწყებენ და აგებენ - პუტინის და რუსეთის უძლეველობის მითს ამერიკელებმა სერიოზული დარტყმა მიაყენეს
17:22 2018-02-12
ამერიკელებთან დაპირისპირების შედეგად, სირიაში რუსების დაქირავებულთა ქვედანაყოფ "ვაგნერის" ორი ბატალიონი განადგურდა. რუსეთის თავდაცვა "კოჭლი" განცხადებით შემოიფარგლა.
„სირიაში არაკეთილსინდისიერებამ რუსები ფატალურ შედეგამდე მიიყვანა“ - ამ სათაურით აქვეყნებს "The Washington Post"-ი ჟურნალისტ David Ignatius-ის სტატიას, რომელიც გასულ კვირას, აშშ-სა და რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების შეტაკებას აღწერს.
ბრძოლის შედეგად, რომელიც 7 თებერვალს გაიმართა, განადგურდა რუსების დაჯგუფების ცოცხალი ძალის 80%. შემდეგ, სახმელეთო შეტევის სამხედრო თვითმფრინავის АС130-ისა და შემტევი ვერტმფრენის ორი წყვილის გამოყენებით, რომელთაც ზურგს F22 უმაგრებდათ, ამერიკელებმა სრულიად გაწმინდეს ტერიტორია. რუსული დაჯგუფების დანაკარგი ტექნიკის 90 და ცოცხალი ძალის 70-80%-ია. ამაერიკელებს კი ერთი ჯარისკაციც კი არ დაჭრიათ. მომხდარმა, ექსპერტების შეფასებით, შოკში ჩააგდო კრემლი. რუსული საინფორ,მაციო საშუალებები ამის შესახებ დუმან. ზოგიერთი აცხადებს, რომ რუსების დანაკარგი 600-მდე აღწევს. დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ბრძოლაში რუსების ორი სახმელეთო-ტაქტიკური ბატალიონი. პირველ ხაზზე განადგურდა "ვაგნერის" დაქირავებულთა დაჯგუფების 217 მებრძოლი. მეორე ჯგუფი განადგურდა მარშის დროს, ეს კიდევ 3 როტა. შესაბამისად, 600 კაციანი დანაკარგი საკმაოდ რეალურია. ამას შეიძლება დაემატოს საარტილერიო მხარდაჭერის შენაერთისა და ოპერაციის ხელმძღვანელი შტაბის სრული განადგურება.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ამერიკელებმა საერთო ჯამში სირიის მთელს ტერიტორიაზე არსებული რუსული მოიერიშე ძალთა 20% გაანადგურეს. სავარაუდოდ სამომავლოდ რუსები თავს შეიკავებენ მსგავსი ავანტიურისა და ამერიკელებზე თავდასხმისაგან, რადგან შეიძლება სირიაში განთავსებული ყველა ბაზა დაკარგონ, სულ რაღაც რამდენიმე დღეში.
ამ კრახთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური პირები და მედია დუმს. როგორც ჩანს ეს სახელმწიფო საიდუმლოა. კრემლი ყოველთვის აცახდებდა, რომ სირიაში ცოცხალი ძალა არ ჰყავს, შესაბამისად იძულებულია "დუმილის უფლება" გამოიყენოს. გენერალი ჯეიმს მატისი - სირიაში რუსეთის სამხედრო ნაწილების განადგურებასთან დაკავშირებით აცხადებს:
"ეს იყო თავდაცვა, რუსები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ მათი შეიარაღებული ძალები იქ არ არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ თავს დაგვესხნენ. როგორ მოგვეთხოვა რუსებისთვის კონფლიქტის შეწყვეტა, თუ ისინი იქ არ იმყოფებოდნენ და სიტუაციას ვერ აკონტროლებდნენ?"
"The Washington Post"-ის სტატიის ავტორი, რომელიც შეტაკებიდან მეორე დღეს ადგილზე ჩავიდა, ქურთთა შეიარაღებული ძალების გენერალსაც გაესაუბრა.
"აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის ქვედანაყოფების შეტაკებამ სირიაში ბევრ წინასწარმეტყველებას დაუდო საფუძველი, თუმცა, თუ მოუსმენთ სირიელი ქურთების შეიარაღებული ძალების გენერალს, რომელიც ამ ბრძოლას თვალყურს ადევნებდა, ეს ისტორია არის რუსეთის არაკეთილსინდისეირების ნათელი დადასტურება, რაც ამერიკელ ჩინოვნიკებს სირიის ომის მოგვარების ქრონიკულ პრობლემად მიაჩნიათ," - წერს ავტორი.
გენერალი ჰასანი (მისი გვარი უცნობია, რადგან ქურთთა ყველა მეთაური მალავს სრულ ვინაობას), რომელიც რეგიონში ქურთთა შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ დეირ-ალ-ზორის აღმოსავლეთით, ტანკებისა და არტილერიის შენაერთმა, რომელიც მხარს უჭერს ბაშარ ალ ასადის რეჟიმს, ოთხშაბათს, 7 თებერვალს ღამით, დაიწყო შეტევა იმ სამეთაურო პუნქტზე, სადაც ქურთთა ქვედანაყოფის მეთაურების გარდა, ამერიკელი სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მრჩევლებიც იმყოფებოდნენ.
ჰასანი აცხადებს, რომ მას შეტევამდე რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა დაზვერვის მონაცემები, ამ შეტევასთან დაკავშირებით. იგი შტურმამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე დაუკავშირდა დეირ-ალ-ზორში განლაგებული რუსული ქვედანაყოფის საკონტაქტო პირს და განუცხადა, რომ შეინიშნება გარკვეული მოძრაობა და მას არ სურდა, რომ მათზე შეტევა განეხორციელებინა.
„რუსებმა ყველაფერი უარყვეს და თქვეს, რომ არაფერი არ ხდება,“ - აცხადებს ჰასანი სტატიის ავტორთან ინტერვიუში, რომელიც სხვა ჟურნალისტებთან ერთად 8 თებერვალს ჩავიდა შემთხვევის ადგილას, აშშ-ის გენერალ-მაიორ ჯეიმს ჯერარდთან ერთად, რომელიც აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმებს ხელმძღვანელობს ერაყსა და სირიაში.
ამერიკული შენაერთის მეთაურიც, ჰასანის ანალოგიურად, ცდილობდა სიტუაცია განემუხტა და შეტაკება თავიდან აეცილებინა. პენტაგონის ოფიციალური განცხადების თანახმად, კოალიციის ოფიციალური პირები რეგულარულად უკავშირდებოდნენ რუს კოლეგებს შეტევამდე, შეტევის დროს და შეტევის დასრულების შემდეგაც, მაგრამ რუსი ჩინოვნიკები არწმუნებდნენ კოალიციის ოფიციალურ პირებს, მათ არ ჰყავდათ ძალები ახლომახლო.
შეტევა დაახლოებით 10 საათზე დაიწყო და ასადის რეჟიმის მხარდამჭერი ძალებმა შეტევა დაიწყეს სატანკო ძალებისა და არტილერიის ცეცხლის საფარქვეშ. ყუმბარები ქურთი და ამერიკელი მებრძოლების პოზიციებიდან 500 მეტრში აფეთქდნენ. ჰასანის განცხადებით, ასადის შეიარაღებულ ძალებში იყვნენ რუსი ჯერისკაცებიც, რომლებიც ე.წ. მოხალისე დაქირევბულთა რაზმ "ვაგნერს" მიეკუთვნებიან. ოფიციალურად, რუსეთს სირიაში სახმელეთო ძალები არ ჰყავს და მათი განცხადებით, რუსები, რომლებიც ასადის მხარეს იბრძვიან, მოხალისეები და დაქირავებულები არიან - პუტინის ნაცადი ხერხი, რომელიც მან უკრაინაში გამოიყენა.
ამერიკულმა ავიაციამ ამ თავდასხმაზე ადექვატური და სასტიკი პასუხი გასცა. მოწინააღმდეგის გამანადგურებელ ავიაშეტევაში გამოყენებულ იქნა როგოც სახმელეთო შეტევის თვითმფრინავი AC-130, ასვე უპილოტო საფრენი აპარატები და ვერტმფრენები. მომაკვდინებელმა ცეცხლმა, სხვადასხვა მონაცემების თანახმად, გაანადგურა 200-დან 600-მდე მებრძოლი, მძიმე ტექნიკიდან და საარტილერიო დანადგარებიდან, როგორც ეს რუსი მეომრების საუბრის ჩანაწერებიდან ჩანს, "გადარჩა ერთი ტანკი და ერთი ბტრ... დანარჩენისგან ფარში გააკეთეს". ამერიკელ ჯარისკაცებს ზიანი არ მოსვლიათ, ხოლო სირიელ ქურთებს ერთი მებრძოლი დაეჭრათ.
გენერალი ჰასანი აცხადებს, რომ როდესაც ამერიკულმა ავიაციამ საქმე დაასრულა, რუსი მოკავშირე ოფიცერი თავად დაუკავშირდა მას და სთხოვა, რომ კოალიციის ძალებს გარკვეული ვადა მიეცათ მათთვის, რათა დაჭრილებისა და დაღუპულებისთვის მიეხედათ. არადა ცოტა ხნით ადრე იგივე ოფიცერი უარყოფდა რაიმე სახის შეტევაში მონაწილეობას.
"ჩვენ რუსებს აღარასდროს ვენდობით, სასაცილოა, როდესაც ზესახელმწიფომ არ იცის რას აკეთებენ მისი შეიარაღებული ძალები დედამიწაზე," - აცხადებს ირონიულად ჰასანი. მან განაცხადა, რომ ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერებს ეგონათ, რომ ისინი დასუსტებული იყვნენ, რადგან გარკვეული ძალები მათ აფრინში გადაისროლეს, ამიტომაც გადაწყვიტეს შეტევის განხორციელება.
"რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ამ ინციდენტისგან?
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცეს თავისი ჰეგემონია იმ რაიონებში, რომელსაც იისინი აკონტროლებენ აღმოსავლეთ სირიაში. რუსეთის მიერ მხარადჭერილმა ძალებმა ძვირი გადაიხადეს თავის შეტევაში. მაგრამ, ამავე დროს, ეს ინციდენტი აშშ-ის პოლიტიკურ და დიპლომატიურ სისუსტესაც წარმოაჩენს სირიაში" - წერს ავტორი.
აღსანიშნავია, რომ ბაზა, რომელზეც ასადისა და რუსების ფორმირებამ შეტევა განახორციელა, მდებარეობს ნავთობითა და გაზით მდიდარ რეგიონში. ეს საბადოები სირიელმა ქურთებმა "ისლამურ სახელმწიფოს" წაართვეს სექტემბერში და დღემდე აკონტროლებენ მას.
8 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა "კოჭლი" განცხადება, სადაც ისინი ირწმუნებიან, რომ ასადის რეჟიმის ფორმირებები "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების გასანადგურებლად მიემართებოდნნენ. ეს სისულელეა, რაც პირველ რიგში რუსებმა იციან. რომელ ISIS-ის მებრძოლებზეა საუბარი, როდესაც ამ რეგიონს სრულად ამერიკელები აკონტროლებენ? ასევე რუსების განცხადებაშ ნათქვამია, რომ ამერიკელები არა მარტო ტერორიზმს ებრძვიან, რეგიონზე ეკონომიკური კონტროლის დამყარებასაც ცდილობენ.
"ერთი ქულა - ამერიკულ სამხედრო სიძლიერის სასარგებლოდ, არაღიარებული "მწვანე კაცუნების" რუსული ტაქტიკის წინააღმდეგ. თუმცა, ეს არ არის პლიუსი რეგიონში ამერიკული გრძელვადიანი მისიისთვის," - ასკვნის ავტორი.
--------------------
არ ჩავიციკლოთ !
|