მომსახურების სექტორიც ნამდვილ პროდუქციას ჰქმნის, ხშირად არამატერიალურს, მაგრამ მაინც სავსებით ნამდვილს, რაც ისევე აუცილებელია სასიცოცხლოდ, როგორც ავტომობილები თუ მანქანა-დანადგარები.
შესაძლოა, ინდუსტრიული შრომა ჩვეულებრივ მომსახურებაზე მართლაც ბევრად დიდია და ფასეული. ამ საკითხზე შეიძლება დავა, მაგრამ იმაზე კი ადვილად შევთანხმდებით, რომ თუ მომსახურების სექტორი გაცილებით ნაკლებს ჰქმნის, გაცილებით ნაკლებ ბუნებრივ რესურსსაც მოიხმარს (რაც, სხვათა შორის, რიგით დამლაგებელსაც ისევე ეკუთვნის, როგორც რომელიმე გენიალურ ინჟინერს) და გარემოსაც ნაკლებ აზიანებს.
ვინაიდან ინდუსტრია სხვაზე მეტ სიმდიდრეს გამოიმუშავებს (ვგულისხმობ წმინდა სარგებელს), ამიტომ თანაბარი გადასახადის პირობებშიც კი სხვაზე მეტად იხეირებდა, რადგან შესაბამისად მეტიც დარჩებოდა, მაგრამ, როგორც სჩანს, ეს არაა საკმარისი - საჭიროა ტოტალური კონტროლი:
ინდუსტრიას სურს, ბუნებრივი სიმდიდრეები კიდევ უფრო იაფად შეიძინოს, შექმნილი დოვლათიდან კი ნაკლები გასცეს.
ამრიგად მრეწველები თანდათანობით იყენებენ მეტ რესურსს, ჰქმნიან მეტ დოვლათს და იხდიან ნაკლებს, ხოლო მოსამსახურეები კი - პირიქით.
ამ უკანასკნელის ერთადერთი ხეირი ის არის, რომ შესაძლებლობა ეძლევა, თავისი მათხოვრული ხელფასით შეიძინოს მრეწველების ნაირ-ნაირი სათამაშოები, რათა კიდევ უფრო გაამდიდროს ისინი და ამრიგად საფუძველი ჩაუყაროს კიდევ ერთ ტექნიკურ პროგრესს, ახალ, მშვენიერ, ტექნოკრატიულ სამყაროს.
ღმერთმანი, რა გულუხვობაა! - უღრმესი მადლობა!

ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი ის გახლავთ, რომ ტექნოლოგიური კორპორაციები თითქმის მთელს დედამიწას აკონტროლებენ, დანარჩენები კი უუფლებო არარაობები ვართ.
ჩვენ, მოსამსახურეები წარმოვადგენთ მეორეხარისხოვან ადამიანებს, რომლებიც თავისი მონური შრომით მსხვერპლად უნდა შეეწირონ მრეწველების ჯანსაღსა და ბედნიერ ცხოვრებას.
ეგრე არ გამოვა, ამხანაგებო!
This post has been edited by Alfred_Albion on 24 Feb 2018, 15:12
აღარც ღმერთი... ვეღარაა... - თორნიკე ოქრიაშვილი