კი, რაღაცები მართლა სასიკეთოდ არის შეცვლილი, მაგრამ მაინც ფარატინა ქაღალდად და თვალებში ნაცრის შეყრად რჩება, განსაკუთრებით სამუშაო დროსთან მიმართებით. ამბობს, რომ 40 საათია ნორმალური გრაფიკი, მაქსიმალური ზეგანაკვეთური - 48 საათი. მაგრამ იმდენი ვაკანსიაა 48 საათზე მეტი, როგორც უნდათ ისე ამუშავებენ და რეალურად არსებობს სხვა ჩანაწერები რომლებიც 48 საათზე მეტის შესაძლებლობასაც უშვებენ ირიბად.
შრომის კოდექსი ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს, რომ ადამიანების შრომის ექსპლუატაცია შეწყდეს. მინიმალური ხელფასი თუნდაც სიმბოლური თუ არ დაწესდა, მაშინ შესაბამისად ვერ აღირიცხება ზეგანაკვეთური სამუშაო, ვერ გამოანგარიშდება 40 საათს გადაცილებული საათები და ა.შ.
კი გამოხტებიან ხოლმე, ინფლაციას გამოიწვევს, საქართველო განუვითარებელი ღარიბი ქვეყანაა და ყველას დიდი ხელფასები ვერ ექნებაო და ეგ გასაგებია, მაგრამ მართლა $20-ს ხომ არ ითხოვს ვინმე საათში?

უბრალოდ 40 საათში რომ შედარებით ადამიანური ნორმალური ხელფასი გამოუვიდეს ვიღაცას და არა 400-500 ლარი და კიდევ თუ მეტს ამუშავებენ ისიც რომ ანაზღაურდეს, თორემ კვირაში 6 დღე რომ ამუშავებენ და ადამიანს პირადი ცხოვრების დროს არ აძლევენ, ეგ არის უკიდურესი უსინდისობა და სხვანაირად ბოლო ვერ მოეღება მაგ ფაქტს...
This post has been edited by Arcbell on 10 Jul 2022, 11:01