გერმანიის დეპუტატების დელეგაციის წევრებმა, რომლებიც ყირიმში ოფიციალურად ჩავიდნენ, განაცხადეს, რომ ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილია.
“დარწმუნებული ვარ, რომ (ყირიმი) ეკუთვნის რუსეთს. ყირიმში მცხოვრებთა უმრავლესობა რუსეთში თავს კარგად გრძნობს. ჩვენ არცერთი სამხედრო არ შეგვიმჩნევია ქუჩებში. არავითარი ნიშანი არ იყო ოკუპაციის. სამაგიეროდ ვნახეთ ბევრი ბედნიერი ადამიანი, რომლებიც სიამოვნებით გველაპარაკებოდნენ და გვიზიარებდნენ თავიანთ აზრს”, _ განაცხადა პარტიიდან “ალტერნატივა გერმანიისთვის” პარლამენტში არჩეულმა დეპუტატმა ჰარალდ ლაატჩმა.
დეპუტატმა ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიიდან როგერ ბეკამპმა ხაზი გაუსვა, რომ მათ ისეთი ყირიმელებიც შეხვდნენ, რომლებიც რუსეთს მხარს არ უჭერენ, მაგრამ ასეთები ცოტანი იყვნენ.
“რეფერენდუმი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. თუ უმრავლესობა მომხრეა რუსეთთან შეერთების, ეს ჭეშმარიტად სახალხო გადაწყვეტილებაა”, _ ხაზი გაუსვა ბეკამპმა.
http://geworld.ge/ge/%E1%83%A9%E1%83%90%E1...83%98%E1%83%90/
This post has been edited by Lаki on 16 Feb 2018, 09:17
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3