ცხელდება სიტუაცია
http://www.rustavi2.ge/ka/news/115163კომპანია "სვეტის" დირექტორი, გივი ჯიბლაძე დაკავებულია. "კურიერის" ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში ფინანსური პოლიცია იმყოფებოდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაჰყავთ, სადაც დაკითხავენ. საუბარია "სვეტის" კუთვნილი თანხების მიზანშეწონილობაზე.
ადვოკატმა "კურიერთან" სატელეფონო კომენტარი გააკეთა. ვალერი გელბახიანის თქმით, ჯიბლაძე ადვოკატთან ერთად უნდა დაკითხონ.
ჯიბლაძის სისხლის სამართლებრივი დევნა რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ჯიბლაძის დაკავებას წინ უძღვოდა სკანდალური სტატიის გამოქვეყნება გაზეთ „ქრონიკა პლუსში“.
ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გივი ჯიბლაძის ხელნაწერი გამოაქვეყნა, სადაც ის თავად წერდა, ვის და რა ოდენობის ქრთამს აძლევდა ხელისუფლებიდან ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ. ხელნაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ადრესატი და თანხის მიმღები სუს-ის მოქმედი მაღალჩინოსანი, გრიგოლ ლილუაშვილი იყო.
"გრიგოლ ლილუაშვილი, როდესაც იყო თბილისის ვიცემერი, მას ევალებოდა ნებართვების მოპოვება და „სვეტისთვის“ გარკვეული სასათბურე პირობების შექმნა და ამ სიტუაციაში ის იღებდა იმ წილს „სვეტიდან“, რაც იყო გაფორმებული სხვადასხვა პირზე. ჯიბლაძის განმარტებითვე, კალაძის მისვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. იყო თუ არა ეს კალაძისა და ლილუაშვილის დაპირისპირება, დიახ, იყო, კალაძესა და ლილუაშვილს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც თბილისის მერიაში ვიცემერი იყო ლილუაშვილი,“- განაცხადა კილაძემ.
მე ამათი...
http://kvira.ge/423142საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისს, გამოძიება დაიწყო აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა გ.ჯ.-მ და თ.ჯ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. სწორედ ამ მიზნით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოხდა ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა. გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით. გამოძიების პროცესში 5 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი. ამოღებულია დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ კავშირში მყოფი ორგანიზაციების: შპს „სვეტი დეველოპმენტის“, შპს „სვეტის“, შპს „სვეტი ჯგუფის“, შპს „სვეტი ნუცუბიძის“ და შპს „ვანკონსტრაქშენის“ საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია. პარალელურად, კომპანიების მიერ ქალაქ თბილისში (მირცხულავას ქუჩა N9/11, ჭყონდიდელის ქუჩა N22, ნუცუბიძის ქუჩა N125, წერეთლის გამზ. N27) და ქალაქ ბათუმში (თამარ მეფის ქუჩა N1) მშენებარე ობიექტებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, დაინიშნა და ამჟამადაც მიმდინარეობს საინჟინრო – ტექნიკური ექსპერტიზები. ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ზემოხსენებული კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით. შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ყველა მენაშენე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიადგათ მატერიალური ზიანი, ცნობილ იქნებიან დაზარალებულებად.
ელისო კილაძე:
სუსის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი,მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ჭიჭინაძე,პენიტენციალური სისტემის მაღალჩინოსანი გიორგი(გოგა) სანოძე-ეს ის პირები არიან,რომლებსაც "სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე "ქრონიკა+"-ში გამოქვეყნებულ სკანდალურ წერილში ასახელებს !
ჩემი ინფორმაციით,მას ასევე შეხვედრა ჰქონდა სუსის უფროსის მოადგილესთან ალეკო ტაბატაძესთან და მფარველობის სანაცვლოდ,ქუთაისში ერთ-ერთი ბიზნესის წილის გადაფორმება შესთავაზა.
ალეკო ტაბატაძესთან ჯიბლაძის შუამავალი იყო კახა აბზიანიძე,მეტსახელად"ჟოროვიჩი".
დიახ,სწორად გახსოვთ-ქოცი აბზიანიძე ჩემი კარიკატურებით დარბოდა კედელ-კედელ გოგაშვილის და ტაბატაძის დავალებით !
ლინკზე ჯიბლაძის ბოდვაა წერილობითი.. (ხელნაწერი)
http://qronikaplus.ge/?p=16718 This post has been edited by Mateo Falcone on 4 Oct 2018, 00:45