პრობლემა მარტო ის კი არ არის რომ "მოსამართლე" გვრიტიშვილი სხვის მორალზე გვესაუბრება და უტიფარი ტყუილის ტირაჟირებას სამარცხვინოდ, საჯაროდ ახდენს
ამაზე გაცილებით დიდი პრობლემაა რომ ეს ვაჟბატონი დღემდე თანამდებობაზეა და ნაცების მოსაქმებულის მოწმენდის შემდეგ, ახლა ქოცების მოსაქმებულს წმენდს და მათი მხურვალე მხარდაჭერით სარგებლობს, მათ შორის, ანა დოლიძის წინააღმდეგ ამ სამარცხვინო კამპანიის დროს ..
გვრიტიშვილის მოკლე სივი, რომელიც 2008-2012 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო
1. მოსამართლე გვრიტიშვილმა 2011 წლის 31 იანვარს არ დააკმაყოფილა „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) სარჩელი, რომლითავ მოსარჩელე თბილისის საკრებულოს მიერ დიღმის ტყე–პარკის სტატუსის შეცვლას ასაჩივრებდა..ამან დიღმის ტყის გაჩანაგება დააჩქარა
2. გვირიტიშვილმა 2011 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ ოპოზიციის აქციაზე ერთ–ერთი დაკავებულის საქმეზე ხელისუფლების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად 60–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა ავთანდილ თედლიაშვილს.
3. გვრიტიშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება 2011 წლის 18 ნოემბერს. მაშინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ითხოვდა, რომ სასამართლოს სამინისტროსთვის დაევალებინა საჯარო ინფორმაციის გაცემა (თანამდებობის პირების ხელფასების, ჩატარებული კულტურული და სარეკლამო ღონისძიებების, ტენდერების, სატელეფონო ხარჯების, სამინისტროს თანამშრომლების ვიზიტების დაფინანსებაზე) და ამ ინფორმაციის გაუცემლობის გამო სამინისტროსთვის ზიანის ანაზრაურების დაკისრება.
4. კონტოლის პალატამ 2012 წლის 14 მაისს 4 მლნ 760 ათასი ლარით დააჯარიმა კომპანია “მენეჯმენტ სერვისი”, რომელმაც ოპოზიციური “ქართული ოცნებისთვის” საქართველოს რეგიონებში 60-მდე ოფისი დაიქირავა და გაარემონტა. გვრიტიშვილმა ამ საქმის არსებით განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანას მხოლოდ 4 საათი მოანდომა. მან დაადგინა, რომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 5 მილიონამდე ლარით კანონიერად დააჯარიმა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია შპს ”მენეჯმენტ სერვისი”. "ქართული ოცნების" ინტერესებს მაშინ სასამართლოში ეკა ბესელია და ალექსანდრე ბარამიძე იცავდნენ

და უშედეგოთ ითხოვდნენ გვრიტიშვილის აცილებას..გვრიტიშვილი ადვოკატებს დაჯარიმებით ან დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა

5. გვრიტიშვილმა 2012 წლის 23 სექტემბერს 10–დღიანი პატიმრობა მიუსაჯა თბილისში ახალგაზრდული პროტესტის ერთ–ერთ ორგანიზატორს, დაჩი ცაგურიასა და მის მეგობარს, ბექა ალადოშვილს. ცაგურია და ალადოშვილი დაახლოებით 25-მა პოლიციელმა ძალის გამოყენებით გადმოათრიეს ავტომანქანიდან ელბაქიძის გამზირზე, სცემეს და შემდეგ ცოცხებთან ერთად გადაუღეს სურათები”, – განაცხადა პროცესზე ბრალდებულების ადვოკატმა კახა კოჟორიძემ. კოჟორიძე ამბობს, რომ წინასწარ იყო ცნობილი, მოსამართლე გვრიტიშვილი რა გადაწყვეტილებებს გამოიტანდა, რადგან მან ადვოკატის ცხრიდან მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკამყოფილა, რაც გულისხმობდა ერთ–ერთი პოლიციელის დაკითხვას, თუმცა მოსამართლემ კოჟორიძეს პოლიციელისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მისცა. კოჟორიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ქოცები გილოცავთ, სანიმუშო მოკავშირე გყავთ
ღმერთმა გიმრავლოთ გვრიტიშვილები
გვრიტიშვილის აღმასვლა ქოცების დიადი მმართველობის დროს
2012-2016 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამასთანავე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
2015-2016 წლებში დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/157 გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 1 აგვისტოს 1/226 გადაწყვეტილებით დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება და 1/227 გადაწყვეტილებით დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 5 ივნისის 1/176 გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით.
2017 წლის 20 ოქტომბრიდან დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ,

კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
სასამართლო თავისუფალია აბა რააა