ყველა ლანძღავს და მიზეზს ვერავინ ამბობს
კომპარტიაში შესვლა ან პარტიიდან არგამოსვლა ცალსახად არაფერს ნიშნავს.
ახლა არც არაფერი გაუკეთებია რეალურად ამ ბუნჩულა მასტს, მაგრამ არც არაფერი გაუფუჭებია. დაბუნჩულობს თავისთვის.
ერთხელ მაგასაც გაუვარდა, როცა ბიძინა ყველას ყიდულობდა, ეგეც მიეყიდა სხვებთან ერთად ერთ კამპოტში.
მაგრამ აი იმ სხვებისგან ეს განსხვავებით შედარებით უფრო პრინციპული და გაწონასწორებული იყო იმ პარლამენტშიც.
ცხადია ის რომ არ არის ძლიერი, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ფიგურა, ბევრი სისუსტე აქვს, მათ შორის აზროვნებაშიც, მაგრამ მთელი ამ მოცემულობით პიროვნული თვისებებით მთელი თავით მაინც მაღლა დგას დანარჩენებზე.
ოღონდ ისე არ გაიგოთ ზოგიერთებმა რომ უსიფაშვილისნაირ პოლიტიკოსებზე უნდა გვქონდეს სწორება. არამც და არამც, უკეთესი უნდა ვეძებოთ.
ზემოთ დაიწერა რომ სხვა არაფერი აქვთ სათქმელი და ამიტომ პიროვნულ თვისებებზე ლაპარაკობენ და აბა კარგად დაუკვირდით - სინამდვილეში რა ქმნის ადამიანს? მისი პიროვნული თვისებები და ხასიათი. ისაა ადამიანის ბირთვი და მისი ყველა აზრის და ქმედების წარმმართველი. შესაბამისად პირველ რიგში ადამიანის შეფასებისას მნიშვნელოვანია სწორედ მისი პიროვნება იმიტომ რომ რა პიროვნებაც არის, ისეთივე იქნება ბოტანიკოსიც, ფინანსისტიც, ფიზიკოსიც, იურისტიც და პოლიტიკოსიც.
ზოგიერთებს რომ გგონიათ ნაგავი ადამიანი შეიძლება კარგი პოლიტიკოსი იყოს, ამიტომ აირჩიეთ ბარეორი ნაგავი და დაუსვით თავზე

უცნაური თვისება აქვს ხალხს საქართველოში - ვინც კი პოლიტიკოსების დაბრალება, ყველას უპირობოთ მივიღებთ ხოლმე. არ ვინტერესდები თუ ვინ არის, საიდან მოვიდა და რა ამოძრავებს.
გამოჩნდა შალიკო და ხმამაღალი რეჩები დაარტყა? მორჩა, პოლიტიკოსია და მაშასადამე ხელშეუხებელიც... იგივე ითქმის ნებისმიერ სხვაზე, გაუგებარი მიზეზების გამო აღზევებული ჰაბიტუსებზე გინდ წინა, გინდ ამჟამინდელ და, როგორი პირიც უჩანს, გინდ მომდევნო ხელისუფლებაში.
This post has been edited by KasperRiters on 20 Feb 2018, 12:36