#52236882 · 23 Feb 2018, 08:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოქუაშვილი ანუ ომეგა ჯგუფი იყო ფილიპ მორისის დისტრიბუტორი საქართველოში.შემოჰქონდა ნედლეული,ანუ ხარისხიანი ფილიპ მორისის თამბაქო. მერე აკეთებდა შემდეგს-ვინაიდან თავად "ომეგას" აქვს საკუთარი სიგარეტის ქარხანაც და იქვე სტამბაც-გურია-აჭარიდან შემოქონდათ უხარისხო თამბაქოს ფოთოლი,ურევდნენ ხარისხიან ფილიპ მორისში და შესაბამისად წარმოებული სიგარეტის მასალის რაოდენება მკვეთრად იზრდებოდა,ოღონდაც ბუნებრივია ხარისხის ხარჯზე. ამის შემდეგ კანონით გათვალისწინებულ რაოდენობას ლეგალურად ყიდდნენ,ნამატი თამბაქოს პროდუქციისთვის კი ყალბ აქციზებს ამზადებდნენ (სტამბაც იქვე აქვთ),აკრავდნენ კოლოფებზე და უკვე არალეგალურად ასაღებდნენ,ანუ ჩადიოდნენ დანაშაულს-ერთის მხრივ სახელმწიფოს წინაშე,რადგან არალეგალურ ნამატზე არანაირ გადასახადს არ იხდიდნენ,პლუს ყალბ აქციზს ამზადებდნენ,მეორეს მხრივ კი ფილიპ მორისს ატყუებდნენ და მისი ბრენდის სახელით ადგილობრივ უხარისხო თამბაქოშეზავებულ თრეშს ყიდდნენ,რამაც ოქუაშვილს მოუტანა უკანონო მილიონები და მილიონები.სხვათა შორის სააკაშვილის დროსაც ყალბი აქციზების დაბეჭდვის გამო იყო დაჭერილი,მაგრამ მაინც ისევ იმ საქმეს მიყო ხელი-ეტყობა იფიქრა ბიძო დამიცავს,რადგან მისი მხარდამჭერი ვარო,მაგრამ სიხარბისგან ვერ გათვალა-განაწყენებული ფილიპ მორისი,რომელმაც საქართველოში ბიზნესი სულ გინებ-გინებით დახურა,დაეკონტაქტა ამერიკელ პოლიტიკოსებს და საქმის კურსში ჩააყენა იმის თაობაზე,რომ საქართველოში პირველი ინსტანციის სასამართლომ ოქუაშვილი გაამართლა და ფილიპ მორისს მილიონები დააკისრა "ომეგასა" და ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ. დრო გავიდა და ეს და არა მხოლოდ ეს ამბავი გამოიხატა იმაში,რომ ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სენატორმა სტივ რასელმა ამერიკის კონგრესში შეიტანა პირველი კანონპროექტი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ,სადაც თეთრზე შავით წერია რომ ქოცხელისუფლება ავიწროებს ბიზნესს,რომ ბიზნესი პოლიტიზებულია და უცხოელ ინვესტორებზე გაუმართლებელი ზეწოლა ხორციელდება. კანონპროექტი ჯერ არ განუხილავთ,მაგრამ ივანიშვილმა მომენტალურად აღიქვა ეს სიგნალი,სათანადოდ შეაფასა საფრთხე ამჯერად მისი საკუთარი ფინანსებისთვის და ოქუაშვილის დაკრიშვაზე ხელი აიღო.ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით (როდესაც ბიძინას მადლი ჰფარავდა),მეორე სასამართლო დასრულდა ოქუაშვილის საწინააღმდეგოდ და მას აქეთ დაეკისრა ფილიპ მორისისთვის მილიონების გადახდა. ახლა ოქუაშვილი თავისი ტელეარხი "იბერიის" ჟურნალისტების პირით ცდილობს იმ ტალღას მიეტმასნოს,რომელშიც მართლაც ხელისუფლებისგან შევიწროვებული "რუსთავი 2" და "ტვ პირველია". ის ცდილობს ისე გამოიყვანოს,თითქოსდა ისიც პოლიტიკური ნიშნით იჩაგრება,რაც არის სიცრუე და კიდევ ერთხელ აჩვენებს,რა გაქნილი კრიმინალია ოქუაშვილი. პ.ს. ამ პოსტში მოყვანილი ინფორმაციის ნაწილი ინსაიდერულია,ანუ არის იმათგან,ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა "ომეგაში" და სიტუაციას შიგნიდან იცნობდა. პ.პ.ს. არავისი ფორუმული ისტერიკა ჩემზე არ მოქმედებს,მსურველებს წინასწარ ვაფრთხილებ. ჰოდა აი ესაა სიმართლე "ომეგაზე" და მის მეპატრონეზე.
This post has been edited by Georgiana on 23 Feb 2018, 08:51
--------------------
http://www.youtube.com/watch?v=oJRx3anlJY8
|