საქართველოში კრედიტები ძალიან ძვირია და იგი ბევრად უფრო დიდი წნეხია ბიზნესისთვის, ვიდრე გადასახადები.
ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელია იაფი კრედიტები და სტარტ-აფების დაფინანსება.
ამასთანავე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარდა აუცილებელია შიდა ინვესტიციებს განხორციელებაც.
თუ შეიქმნება სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ჩადებს ფულს,
იაფი გრძელვადიანი კრედიტებით დააფინანსებს საწარმოების გადაიარაღებას და პერსპექტიულ სტარტ-აფებს,
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად მოიმატებს.
დაახლოებით ამ მიზნით იქმნება საპენსიო ფონდი, რომელიც დიდი ფინანსური რესურსის აკუმილირებას მოახდენს.
რისკი - ჩინოვნიკებმა შეიძლება თავიანთი ბიზნესები დააფინანსონ და ფული შეჭამონ.
გამოსავალი - ამ კორუფციული რისკების თავიდან აცილება შესაძლებელია შემდეგნაირად:
სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია სამართავად უნდა გადაეცეს უცხოურ კერძო კომპანიას.
გამოვაცხადოთ ტენდერი და საქართველოში შემოვიყვანოთ დიდი გამოცდილების მქონე საინვესტიციო კომპანია (მაგ. შვეიცარიული).
იგი უნად იყოს აუცილებლად უცხოური, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საქართველოში არ ყავდეთ ნათესავები, ახლობლები და "კეთილები".
გაფორმდება კონტრაქტი და კომპანია მომსახურებისათვის მიიღებს ანაზღაურებას.
სხვა შემთხვევაში შევეგუოთ ბანკების დიქტატურას და 12%-იან კაბალურ სესხებს, რომელიც ატყავებს ადგილობრივ წარმოებას
This post has been edited by androabuladze on 25 Feb 2018, 18:08