ამით დაგეწყო... და იქვე დამთავრდებოდა

ნეტა წინა საუკუნეებში რას ყიდულობდნენ ძროხას რომ ყიდიდნენ? ამაზეც გექნებათ საინტერესო მოსაზრება.
კონკრეტულ სოციალურ-პოლიტიკურ ჭრილში მიმდინარე მოვლენას ეთნო-გენეტიკის კუთხით რომ აფასებთ რაფერაა მაი ამბავი და სიყვარულობია?

საქართველოს ისტორიის ნარკვევების მეხუთე ტომი წაიკითხეთ გეთაყვა.
ასეთი ზედაპირული და ტენდენციური მსჯელობა არის ანტიმეცნიერული და ანტიჰუმანური. დისკრიმინაციულიც.
1 სსცია, ფონდი 16, საქმე 8888; შეადარე ფ. 4. ანაწერი 8, საქმე 43. 2 В. К. Яцунский, Аграрное развитие России с 80-х годов XVIII века до 80-х годов XIX столетия (Рукопись
доклада, прочитанного в г. Риме в мае 1966 года на коллоквиуме советско-италянских историков), გვ. 17.
"1845 წელს თბილისის გუბერნიის მოსახლეობას მთელი
დამზადებული პურის 18 % გაუყიდია.
1 რუსეთში კი თვით XIX საუკუნის 50-იან
წლებშიც სასაქონლო პურის ხვედრითი წონა 17%-ს არ აღემატებოდა.2 კიდევ უფრო
ძლიერად იყო შეჭრილი ფულადი სასაქონლო ურთიერთობა მევენახეობა-
მეღვინეობაში, მეაბრეშუმეობაში, მებამბეობასა და მეთამბაქოეობაში. საბაზრო
პროდუქციის ხვედრითი წონა ამ დარგებში უდრიდა (შესაბამისად): 25%-ს (კახეთი,
1830 წ.), 70%-ს 40-იან წლებში, 75%-ს (იმერეთი, 1864 წ.) და 67,5%-ს (თბილისის
გუბერნია, 1859 წ.). ეს მონაცემები მკაფიოდ ადასტურებს საკმაოდ განვითარებული
შინაგანი ბაზრის, სასაქონლო წარმოებისა და ფულადი ურთიერთობის, ე. ი.
კაპიტალიზმის ერთ-ერთი აუცილებელი პირობის3 არსებობას რეფორმის წინარე
ხანის საქართველოში.
თუმცა სასაქონლო წარმოების გარეშე არ არსებობს კაპიტალიზმი, მაგრამ მარტო
ის ვერ წარმოშობს ამ ფორმაციას. ამისათვის საჭიროა და აუცილებელი თავისუფალი
სამუშაო ძალა, თავისუფალი ორმაგი გაგებით - პირადად და საწარმოო
საშუალებებისაგან. წინამდებარე ტომში მოტანილი ფაქტობრივი მასალა ნათლად
გვიჩვენებს, რომ XIX საუკუნის რეფორმამდელ ხანაში, განსაკუთრებით კი 30-60-იან
წლებში, მიმდინარეობდა გლეხობის კლასობრივი დიფერენციაციის პროცესი, რაც,
ერთი მხრივ, საწარმოო საშუალებებით უხვად მომარაგებული ბობოლების, ხოლო,
მეორე მხრივ, ამ საშუალებებს მთლიანად ან ნაწილობრივ მოკლებულ, თავისი
სამუშაო ძალის გაყიდვით მოარსებე გლეხთა ჯგუფის წარმოშობაში გამოიხატა. 1842
წლის კამერალური აღწერის თანახმად, მაგალითად, თელავის მაზრის სახელმწიფო
გლეხთა 13,5%-ს არ ჰქონია არც ერთი მეტრი სახნავ-სათესი და სავენახე მიწა. ისინი
თავს ირჩენდნენ დღიური ქირით (ან მიწის იჯარით აღებით). სამუშაო ძალას
ყიდდნენ საწარმოო საშუალებებით (მიწა, გამწევი ძალა, ინვენტარი) ცუდად
მომარაგებული გლეხებიც. საერთოდ, სოფლის მშრომელი მოსახლეობის იმ ნაწილის
ხვედრითი წონა, რომელიც თავისი სამუშაო ძალით გამოდიოდა ბაზარზე, არც თუ
ისე მცირე იყო განსახილველი ხანის საქართველოში. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ
საკითხის სათანადო სისრულით გამშუქებელი ცნობები, მაგრამ, რაც გვაქვს, ისიც
დამახასიათებელია. ირკვევა, მაგალითად, რომ სოფ. შილდის და ყვარლის
სახელმწიფო გლეხთა 28,6% და 59,4% (შესაბამისად) სამუშაო ძალის გაქირავებით
ირჩენდა თავს. ამათ გვერდით, როგორც აღვნიშნეთ, იყვნენ შეძლებული და ბობოლა
გლეხები, რომლებიც ფლობდნენ მიწისა და პირუტყვის დიდ რაოდენობას,
იყენებდნენ დაქირავებულ შრომას და ფართო მასშტაბით აწარმოებდნენ საბაზრო
პროდუქციას. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება დავასახელოთ იმავე 1842 წლის
თელავისა და სიღნაღის მაზრის კამერალური აღწერის მასალები. ამ მასალებიდან
ირკვევა, რომ დასახელებული მაზრების, ე. ი. კახეთის, სახელმწიფო გლეხთა 47,4%-ს
საერთოდ არ ჰყავდა არც ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ხოლო 17,4%-
ის ხელში მოქცეული იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საერთო რაოდენობის
66,6%. ამ შეძლებულ და კულაკ გლეხებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთა ფერმები
ასობით შინაურ საქონელს ითვლიდნენ. ისინი გამოირჩეოდნენ მიწის მფლობელობის
სიმსხვილითაც. ბევრ მათგანს 50, 100, 200 და მეტი დესეტინა მიწა ჰქონდა. ცხადია,
მწარმოებელი კლასის ეს შედარებით მცირერიცხოვანი ბირთვი მდიდარი გლეხებისა
ვერ ახერხებდა ესოდენ მსხვილ მეურნეობათა საკუთარი ძალებით გამართვას და
სისტემატურად მიმართავდა ნებით დაქირავებულთა შრომას"
https://www.google.ge/search?source=hp&ei=u.....0.lGrmRvDQ0wU This post has been edited by annavita on 1 Mar 2018, 13:27
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო