#52385318 · 20 Mar 2018, 10:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზურაბ ვადაჭკორიას ვარსკვლავი გაიხსნა
ცნობილი ქართველი ილუზიონისტის, ღირსების ორდენის მფლობელის, „მაგების საერთაშორისო საძმოს“ წევრის, ზურაბ ვადაჭკორიას ვარსკვლავი, თბილისში, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე, „ივენთ ჰოლში“ ზურაბ ვადაჭკორიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ესტრადის მსახიობებმა და ცნობილი ქართველი ილუზიონისტის მეგობრებმა, მისი შემოქმედებითი ცხოვრება გაიხსენეს. ღონისძიება, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის მხარდაჭერით და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ხელშეწყობით მოეწყო.
|