პარიზში ტაქსისტმა მკითხა საიდან ხარო, ჯორჯია მეთქი რომ ვუთხარი, ვიცი გამიგია ბევრი რამო.
გეშლება, შტატი არა ქვეყანა ჯორჯიიდან ვარ მეთქი. ვიციო რუსეთის მეზობლად ხართო და პირველი პრეზიდენტი გყავდათ შევარდნაძეო

მიყვა და მიყვა მთელი გზა მაგაზე მელაპარაკა, რა მაგარი პოლიტიკოსი იყო და ჩამომითვალა რა დამსახურებები ქონდა. ვუსმენდი გაკვირვებული, განვიხილეთ საფრანგეთის და საქართველოს ისტორია.
მერე მეკითხება ეხა ვინ გყავთო, ავუხსენი ეხლანდელი სიტუაცია და ცოტა ხანი გაჩუმდა. რო გადავდიოდი მომიტრიალდა და ისე შევარდნაძის მერე რო გყავდათ მაგასაც არაუშავდა ოღონდ ცოტა უბერავდაო