#52293173 · 5 Mar 2018, 00:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ტატუნაშვილისა და ყველა იმ ქართველის სული ვინც რუსულმა აგრესიამ შეიწირა, სამარადისო დიდება მათ ხსოვნას!... ახლა კი ძალიან მაინტერესებს აი ეს; „მშვიდობა ომზე მეტია“ რას ნიშნავს, რისი თქმა უნდათ აქციის ორგანიზატორებს, ვითომ რუსეთის მიერ მოკლული ტატუნაშვილის ხსოვნას მიაგებენ ამით პატივს?! ამით მავანნი ხომ არ აპირებენ მომავალში შემოგვთავაზონ „მშვიდობა ყველაფრის ფასად?!“ რა საკვირველია ამის პირდაპირ თქმა სახიფათოა თუ ჯერ საზოგადოება არ იქნება შემზადებული და განწყობილი წინასწარ საამისოდ მსგავსი აქციებით. ახლა ესეც მაინტერესებს, ამ უცნობმა „არასამთავრობო“ „არაპოლიტკურმა“ საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა როგორ მოახერხეს საქართველოს თორმეტ ქალაქში ერთი და იმავე დროს ანტისაოკუპაციო აქციების გამართვა, მაშინ როდესაც, გასული საუკუნის ბოლოს, როცა საყოველთაო საპროტესტო განწყობა სუფევდა საქართველოში სსრკ-ს წინააღმდეგ, ვერც ერთმა ორგანიზაციამ ვერ მოახერხა იგივეს ორგანიზება ერთი და იმავე დროს ქვეყნის მასშტაბით??? ვფიქრობ, „არასამთავრობო“ „არაპოლიტკური“ საზოგადოებრივი გაერთიანებების დღევანდელ ამ აქციას ჰყვას, ანტისაოკუპაციო ლოზუნგს ამოფარებული სცენარისტიც, რეჟისორიც და დამფინანსებელიც და, ჩემი აზრით, იგი უნდა იყოს ბიძინა და მისი რაზმი, მისი მთავრობა!... გარწმუნებთ ყველას, ბიძინა ყველა სახის აქციას დააფინანსებს რომელიც გამოადგება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოღალატე მის მთავრობას მზარდი საყოველთაო საპროტესტო ტალღის შემაჩრებელ ბუფერად!!!
This post has been edited by Grigali on 5 Mar 2018, 00:46
|