#52302523 · 6 Mar 2018, 18:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სადღაც ათი თუ თხუთმეტი წლის წინ პირადად მე ვიყავი იმისი ინიციატორი, რომ პუტინის წინააღმდეგ კენჭი ეყარა ნამდვილ დემოკრატს. კერძოდ ერთხელ ვლადიმერ ბუკოვსკიმ მკითხა შენი აზრით რით შეიძლება ეშველოს ჩვენს გაფუჭებელ საქმესო. მე მაშინ მას ვუპასუხე რა ეშველება და შენ უნდა იყარო მეთქი კენჭი პუტინის წინააღმდეგ. ვლადიმერ ბუკოვსკიმ მაშინ ხელი ჩაიქნია და თქვა ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. ოღონდ რამდენიმე ხნის შემდეგ მას ეს ჩემი აზრი ჭკვაში დაუჯდა და მართლა დააყენა თავისი კანდიდატურა. სამწუხაროდ ამ დროს მე უკვე ისევ ჩამკეტეს სრულ იზოლაციაში ვიმყოფებოდი და ვერაფრით ვეღარ მივეხმარე. თანაც ამერიკელებმა მაშინ მხარი ბუკოვსკის კი არა პუტინს დაუჭირეს მხარი. საბოლოოდ ბუკოვსკის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშვალება აღარ მისცეს და რუსეთიდანაც გააძევეს. თუმცა მან მაშინ პუტინი კარგა გვარიანად შეშინა.
ბუკოვსკის მე აბსოლუტურად ვენდობი. ქსენია სობჩაკს კი არ ვიცნობ. ასე რომ ბუკოვსკი და სობჩაკი ერთი და იგივე არ არიან. ამიტომ დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვი თუ გამარჯვების შემთხვევაში როგორ მოიქცევა სობჩაკი. სობჩაკს არც თვითონ სჯერა რომ ამ არჩევნებს მოიგებს და მისი რეიტინგიც სადღაც მხოლოდ ერთი პროცენტია. ოღონდ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება რომელიც დღეს ვერავის ვერ წარმოუდგენია. თუ ხალხის წინაშე ნამდვილი დემოკრატი კანდიდატი წარსდგება, მაშინ შეიძლება მოხდეს ხალხის უეცარი გამოღვიძება, რასაც აფეთქებული ნაღმის ეფექტი ექნება. ასეთ შემთხვევაში პუტინმა შეიძლება არჩევნები ყველასთვის მოულოდნელად წააგოს. არსებულ სიტუაციაში თვით რუსეთისთვის ნამდვილი დემოკრატი კანდიდატი იმდენად კარგი გამოსავალია, რომ რუსი ხალხი ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. ასე რომ სულაც არ არის გამორიცხული რომ პუტინც ყველასთვის მოულოდნელად უცბათ გააგარბაჩოვონ და მოისროლონ. ისტორიაში ასეთი მოულოდნელი სასწაულები ნამდვილად ხდება ხოლმე.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|