რა სისულელეებს წერთ, ხალხო, რას ჯღაბნით?
"დაკარგულები" არა დრაქში წაბლგაკვეხებულები კიდე
მეზარება ახსნა. პირდაპირ დაგიკოპირებთ, კარგად დაწერა ერთ-ერთმა "დაკარგულმა".
-----
ჩემი სახელია ხათუნა. ვარ 49 წლის. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 16 წელია გახლავართ კანადის მოქალაქე. ვცხოვრობ და ვმუშაობ ტორონტოში.
მე ბ-ნ რეზო ბაქრაძეს ვიცნობ 1987 წლიდან, როცა ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე 1987-90 წლებში. ამ გადაცემათა სერიას, როცა ეთერში გავიდა თავის დროზე, ვერ ვუყურე და ეხლახან მომიწია ნახვა. მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა ამის თაობაზე, რამეთუ ძალიან შემაშფოთა იმ არაკომპეტენტურმა დამოკიდებულებამ საქმისადმი, რაც გადაცემის შემქმნელმა ჯგუფმა გამოიჩინა.
1994 წლის 19 ივლისს ახალგაზრდების ჯგუფმა გადავწყვიტეთ ქვეყნის დატოვება. რა არის ამაში მიუღებელი და კრიმინალური, მაშინ როდესაც მთელი საქართველო გაკრეფილია საშოვარზე და ათწლეულების განმავლობაში არ ბრუნდებიან უკან. აბსოლუტურად წინასწარგანსაზღვრული მიზნით დავტოვეთ თბილისი 32 მოზრდილმა 23-25-27 წლის ასაკის ადამიანებმა, იქ იყვნენ ახლადდაქორწინებული წყვილი, დები, და-ძმა , მოკლედ არა «ბავშვებმა», არა «მოსწავლეებმა», არა «სტუდენტებმა, არამედ უმაღლეს დამთავრებულმა მოზრდილმა ადამიანებმა, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება ახალ ქვეყანაში, სადაც არა როგორც გასტერბაიტები მიდიოდნენ საშოვარზე, არამედ მუდმივ საცხოვრებლად და დასამკვიდრებლად. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ემიგრაციაში წასვლა სხვა ქვეყანაში, თან ამაში თუ გონიერი ქრისტიანი ადამიანი გეხმარება და დაგაგზაკვალიანებს.
აქვე ავღნიშნავ იმას, რომ გადაცემის შემდგენელებმა იმთავითვე აირჩიეს ნეგატივის სტრატეგია, რომ ყველა სიუჟეტი ბ-ნ რეზოს საწინააღმდეგოდ უნდა ყოფილიყო მიმართული. და თუ მიაქცევთ ყურადღებას, ამაში თავად დარწმუნდებით, რომ მხოლოდდამხოლოდ ნეგატივი უნდა შესულიყო მაყურებელში...და ზუსტად ამ მიზნით არის ნახსენები გულისამაჩუებელი სიტყვები - «ბავშვები» «მოსწავლეები» და საერთოდ იქნებ ჯობდა «ძუძუმწოვრები» ეთქვათ?
ჩვენ, მთელი ჯგუფი იძულებულები ვიყავით სტამბულში გავჩერებულიყავით და ეს შეყოვნება რამოდენიმე წელიწადს გაგრძელდა, რამეთუ ჩვენი საბუთები ემიგრაციის თაობაზე ანკარაში- კანადის საელჩოში განიხილებოდა და ეს გარკვეულ დროს მოითხოვდა. ამ ხნის განმავლობაში საარსებო საშუალება ხომ გვჭირდებოდა და ამიტომ ვმუშაობდით პატიოსნად, ვეუფლებოდით უცხოურ ენებს, ვის რა უნარები და განათლება ჰქონდა. ვაგროვებდით გასამგზავრებელ თანხას და არ ჩამოვეკიდეთ დედიკო-მამიკოებს სამათხოვროთ კისერძე, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების გამოცდა გვინდოდა. ამასთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდა ახლობლებთან და უნდა ავღნიშნო ის, რომ თავად ბ-ნმა რეზომ მოიწვია დედაჩემი სტამბულში და მან ჩვენთან დაჰყო რამოდენიმე დღე... და არა მარტო დედაჩემი, იქ სხვადასხვა ოჯახებიდან ჩამოდიოდნენ მოსანახულებლად დათავდ ბ-ნ რეზოს ძმა-ზოდიკოც რამოდენიმეჯერ გვეწვია სტამბულში თავისის ოჯახის წევრებთან ერთად, მეუღლე-ირინასთან, რომელსაც ამაზე რატომღაც არაფერი არ დაცდა ჯურნალისტთან ინტერვიუში და ზოდიკოს რძალი და შვილიშვილი- 2 წლის ბავშვიც გვესტუმრნენ.მათ გავუმასპინძლდით ის ხალხი, რომლებსაც როგორც თავად აღნიშნა ინტერვიუში, თურმე სულ არ გვიცნობდა. 2-ჯერ გვესტუმრა სტამბულში და ხუნჯინებით დატვირთულები გავაცილეთ თბილისში მთელი მისი ოჯახობა. არ სრცხვენია? ბოლო მათი ვიზიტი დაგვირგვინდა იმით, რომ საკუთარი ვაჟიშვილი-გიო ჩამოუყვანეს ბიძას და ჩააბარეს. ამაზე რატომ არაფერი არ მოყვეს, თუ როგორ ხელის გულზე ვატარებდით ყმაწვილს და ცივ ნიავს არ ვაკარებდით უმადურმა მშობლებმა? ერთი თბილი სიტყვა არ გამოუთქვია თავისი ძმის მიმართ ბ-ნ ზოდიკოს, ერთი მადლობა არ წამოცდენია...ან იქნება თქვა და ჟურნალისტებმა ამოშალეს? საკუთარი ძმისშვილი ბიძას გაექცაო და სხვა ქალაქში გადავიდაო....მერე რა არის ამაში საამაყო, როცა «თინეიჯერი» საკუთარი ოჯახიდან, ღვიძლ ბიძას, ბიცოლას, ბიძაშვილს და მამიდაშვილს გაურბის...ჰორმონები ათამაშდა მოზარდში და გაიქცა ოჯახიდან, თავისი ოჯახიდან.....ეგ ხომ საკუთარ ოჯახში იყო? თბილისში იგივეს არ გააკეთებდა? მამა-დედას არ გაექცეოდა? აბა ჰკითხეთ, თუ არ ნანობს ეხლა. მაგრამ ჟურნალისტებმა....ისევ ნეგატივით გააჟღერეს- გაიქცა...თავს უშველა თურმე...
იმ მნახველებისგან, დედაჩემის ჩათვლით, არავინ არ გადარეულა და არ დამჯდარა ტელევიზიაში და არ მოუყოლია შეთხზული ათასნაირი ამბები ჩვენს თაობაზე და ამიტომ, მოდით ნუ განვაზოგადებთ ერთი ადამიანის- ნატალია კუციას მშობლის აზრს საყოველთაოდ. ესეთი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო და ეს იყო რუსუდან კუცია, რომელმაც აამტუტა ეს ისტორია და ჟურნალისტებს ნუ იტყვით და «სენსაცია» გააკეთებინა პოპულარობის მისაღებად. «პოპულარობა»- ტყუილად არ გამომიყენებია ეს სიტყვა, რამეთუ ქართველი სახელს იხვეჭს ცილისწამების და ტყუილების, შეუმოწმებელი ინფორმაციების ხარჯზე და რომ ჰკითხოთ-ყველანი მორწმუნეები არიან-მართლმადიდებლები. რომელ მართალს ადიდებთ ხალხნო? მართალი ხომ იესო ქრისტეა და მოეწონებოდა იესოს ეს თქვენი ხელოვნურად შეთითხნილი, ყოველგვარ სიმართლეს მოკლებული და ცილისწამებით გაჟღენთილი გადაცემა მიმართული იმ ადამიანის მიმართ, ვისაც არ იცნობთ, ვისაც არც კი გაესაუბრეთ და უნამუსოდ ტყუილები მოუგონეთ. დაავიწყდათ ერთ-ერთი მთავარი მცნება «არა ცილი სწამო»! ნეტავი რომელ მართალს ადიდებენ ესენი? ქრისტეს? არა მგონია! ქრისტეს ეს მოეწონებოდა, რაც მათ გააკეთეს და რა უმოწყალოდ თავს ლაფი დაასხეს ინტელიგენტ, წესიერ და განათლებულ ადამიანს, რამდენ მშობელს გული მოუკლეს თავიანთი არაპროფესიონალური, გაუნათლებელი, გულგრილი და ბოლოსდაბოლოს არაქრისტიანული მიდგომით ამ საკითხისადმი. ხალხნო, რომელ მართალს ადიდებთ? გეტყობათ მოქმედებებში და ნაყოფებში... ეს არ არის მართალი, ეს ცილისმწამებელი, მატყუარა, ბოროტი და ავისმთესველია... იცანით ვისი ატრიბუტები ჩამოვთვალე ეხლა? დიახ, სატანის...სატანას ემსახურებოდა მთლიანად ეს გადაცემა და მის შემქმნელებს, წამყვანებს და რასაკვირველია მონაწილეებსაც ცოდვაში უდგათ ფეხი. დიახ ეს ადამიანები გამოყენებულნი იყვნენ უნიჭო და არაკომპეტენტური ჟურნალისტების ხელში, რომლებმაც არც კი ისურვეს მეორე მხარის, კანადაში მყოფ, ბ-ნ რეზო ბაქრაძესთან და მის მეგობრებთან გასაუბრება. მათ ეს არ აწყობდათ. მათი მიზანი ხომ არ იყო სიმართლის მოძებნა.
ძალიან შეზღუდული და ბნელი ქვეყანაა საქართველო, ვერ აზროვნებს მასშტაბურად, რაღაც «კუსტარულად» მოამზადეს გადაცემა-»ტრილერი» და თავიანთი «დილიხორი გაისწორეს», არც დაფიქრებულან, რამდენი ადამიანი ანერვიულეს, რამდენ ადამიანს აზრები დაუმახინჯეს, რამდენი ბოროტება დათესეს...იქ მონაწილე მშობლებიდან ორი მშობელი ეკას მამა -რეზო ტატიშვილი და გოჩას მამა -ვახტანგი გარდაცვლილები არიან. არც მამაჩემი აღარაა ამ ქვეყნად, გასულ გაზაფხულზე გარდაიცვალა გულის დაავადებით და კაცმა, რომელიც მთელი ცხოვრება კომუნისტებს ემსახურებოდა და სჯეროდა ტელევიზიის ავტორიტეტულობისა, ძლიერი დარტყმა მიიღო ამ გადაცემების სერიების ტელევიზიით გასვლის მერე და ჩაიკეტა, გარეთ ვერ გადიოდა, ხალხს ემალებოდა, მეზობლების და ნათესავების თვალში ხომ იკითხებოდა, როგორც ყველა ქართველი...საყვედურების და იდიოტური კითხვების ეშინოდა, «ეს ვისთან წავიდა შენი გოგო? ეს რა სექტაშია?» ყველას ხომ არ დაუწყებდა მტკიცებას, რომ «არა...ეს ესე არ არის....ჩემი შვილი პატიოსან და კარგ ადამიანს გაყვა და ბედნიერია»....გულთან ახლოს მიიტანა და განიცდიდა ძალიან, ამდენმა ნერვიულობამ კი გულით დააავადა. აი, ხალხნო, თქვენმა ეგოისტურმა დაუფიქრებელმა ბოროტმა თესლმა რა ნაყოფები გამოიღო? და განა მარტო მამაჩემს მოუკალით გული და გაუმწარეთ სიბერე? რამდენ ადამიანს სტრესი მიაყენეთ, ჩვენს და-ძმებს, მეგობრებს, ახლობლებს.... რამდენი მშობელი სამსახურში შიშით ვეღარ მიდიოდა, რამდენი კამათობდა და გვიცავდა, მაგრამ თქვენ ხომ «მართლმადიდებლები» ხართ, უფრო სწორედ ცრუსმადიდებლები, რომლებსაც არც თანაგრძობა, არც სიყვარული და პატივისცემა არ შეგიძლიათ. დავანებოთ თავი ქრისტიანობას, ესეთი გულქვაობა უბრალო ჰუმანურ საზოგადოებაშიც მიუღებელია.
თქვენი აზროვნება ვერ გაიზარდა იქამდე, რომ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანთა ემიგრაციაში წასვლა და აქ არაფერი კრიმინალური არ არის. ხალხი ან ქულებრივი სისტემით, ან ლტოლვილის სტატუსით, ან სხვა მიზეზებით გადადის ერთი ქვეყნიდან მეორეში. მთელი საქართველო რომ გაკრეფილია სხვადასხვა ქვეყნებში გასტერბაიტერების სახით და იქ გამომუშავებული თანხით არჩენენ საქართველოში მცხოვრებ ახლობლებს, ეს რატომღაც შეიძლება და მისაღებია მართლმადიდებლური საზოგადოებისთვის, ხოლო ემიგრაციაში წასვლა და მოქალაქედ გახდომა და პატიოსნად ცხოვრება, თურმე სექტაა და ათასი უბედურება.....ჩაიხედეთ გულის დაფარულ კუნჭულებში და მოიძიეთ, მიზეზი ხომ შური და ბოღმაა....არა ბიჭო, ეხლა ჩვენი ბედ-იღბალი აღელვებდა მთელს საქართველოს და თურმე ნუ იტყვით, ყველა ჩვენთვის ნერვიულობდა და ჩვენი სულის გადარჩენაზე ფიქრობდა......განსაკუთრებით კი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ჟურნალისტები...
დავიწყოთ ფაქტებით, რომლებიც აბსოლუტურად დამახინჯებულია გადაცემაში, დავიწყოთ სულ თავიდან......
გადაცემის მთავარი გმირი-დალი ლაპარაკობს ბ-ნ რეზოს 5 ქალისგან 5 შვილი შეეძინაო...არავის არა აქვს უფლება სხვისი პირადი ცხოვრების განსჯისა...იმთავითვე უნდა ვთქვა, რომ დალი დაბოღმილი ქალის პოზიციიდან საუბრობს და საერთოდ ტვინარეული ადამიანის შთაბედილებას ტოვებს, წინააღმდეგობებით სავსეა მისი ლოგიკა...მაგრამ საწყენი ისაა, რომ ამ სიტყვებს იმოწმებს, ბ-ნ რეზოს ოჯახიდან ვიციო ეს ინფორმაცია. სირცხვილი ზოდიკოს ოჯახს, რომ ჭორაობის უფლება მისცა ვიღაცა დაბოღმილ ქალს, რომელიც იმაზეა გაბრაზებული, რომ კანადაში ჩვენთან ერთად ვერ გადმოვიდა და რომელთანაც სტამბულში ყოფნისას 1 თვის თავზე გავწყვიტეთ კავშირი.
იცვლება კადრი და ვხედავთ ეკას და მაიას მამას-რეზო ტატიშვილს....საცოდავი და გაუბედურებული რომ სთხოვს შვილს-ეკას დამირეკეო, და არაფერს ამბობს მის დაზე-მაიაზე, რომელიც ეკასთან ერთად წამოვიდა. მამა, რომელმაც ბავშვები პატარაობაში მიატოვა და რამდენადაც მე ვიცი დიდათ მათ აღზრდაში არ მიუღია მონაწილეობა...თუმცა ამჟამად გარდაცვლილი კაცია და ვაპატიოთ ეს გულამაჩუყებელი საუბარი, რომლითაც ისარგებლეს და გამოიყენეს გადაცემის შემდგენელმა ჟურნალისტებმა სათავისოდ, წინასწარშემუშავებულ ხაზს მისდევდნენ რა, რომ მხოლოდ ნეგატივი გაჟღერებულიყო რეზო ბაქრაძის პიროვნების მიმართ.
ნატალია კუციას დედა ატირებული ხატების ფონზე. სირცხვილი ამ ქალბატონს, რომ ოჯახური დრამა საყოველთაოდ აქცია და შეარცხვინა ოჯახი და შვილი საქვეყნოდ გაამასხრა...ქალი რამდენადაც მე ვიცი მართლამადიდებლობს და ე. წ. მოძღვარმა ვერ დაარიგა? ტელევიზიას სთხოვს შველას? უნამუსოდ ცილს წამებს ბ-ნ რეზოს და ამ გზით აპირებს შვილის დაბრუნებას? როდის იყო ბ-ნი რეზო მშობლების კრიტიკას და ლანძღვას გვასწავლიდა? ამ ქალბატონმა თავად გააფუჭა ურთიერთობა საკუთარ შვილთან ისე, რომ მას მართლა არ სურდა უგუნურ მშობლებთან კონტაქტი. მათ გული ატკინეს შვილს, უსიყვარულობა, უპატივცემულობა მისი არჩევნის მიმართ, აი მესმის დედის სიყვარული...ასეთ დედას, რომელიც ჩემს არჩევანს პატივს არ სცემს, რომელმაც საქვეყნოდ გამამასხრა და ხელი შეუწყო ეს მასალა შემოსავლის წყაროდ გამოეყენებინათ და ვიღაცეებს ასარგებლა პირადულ ემოციებზე თამაშით, ასეთ დედას დამიჯერეთ არც მე გავცემდი ხმას...
დიახ, ბაქრაძის ლექციები სარგებლობდა პოპულარობით, იმიტომ რომ უაღრესად განათლებული ადამიანია და მის ლექციებზე სწავლას და შემეცნებას მოწყურებული სტუდენტები მართლა ეუფლებოდნენ ცოდნას. რასაც ვერ ვიტყვი გადაცემის გმირზე- დალი ყარაულაშვილზე, რომელიც ინტელექტუალური და მორალური თვალსაზრისით უვარგისი სტუდენტი იყო და ლექციებზე «საღადაოდ» და სხვების ნერვების მოსაშლელად დადიოდა. როგორც სტუდენტი ეგ არ სტუდენტობდა და მიკვირს ინტერვიუში რატომ უწოდებს თავის თავს სტუდენტს? რა ისწავლა რეზო ბაქრაძისგან?
კიდევ, ვერაფერს ფანატიკურს ვერ ვხედავ იმაში, რომ სტუდენტები დამატებითი კონსულტაციების სახით სახლში რეზო ბაქრაძის ბიბლიოთეკაში, საკმაოდ დიდ ოთახში იკრიბებოდნენ და არა სარდაფში, როგორც ისევ და ისევ ჟურნალისტების ხრიკის თანახმად უნდა გაემძაფრებინათ თხრობა...რომ ისევ ნეგატივი შეეტანათ მსმენელებში, აბა დაუკვირდით რა ჟღერს უფრო ლამაზად-ბიბლიოთეკა, თუ სარდაფი?
შემდეგ, ქუჩის სახელიც კი ვერ წარმოთქვეს სწორედ?!
ამას მოსდევს გოდერძი შარაშიას რეპორტაჟი......კიდევ კარგი, რომ აქ სარდაფი არ უხსენებია, არამედ ბიბლიოთეკაო.....მაგიდაზე დალაგებული წიგნებისთვის კი 16 წელია არავის თურმე ხელი არ მოუკიდებია...რა იცით, რომ ზუსტად ეგ წიგნები დატოვა ბ-ნმა რეზომ და ზუსტად ამას კითხულობდა წამოსვლის წინ? მე პირადად ესეთი დასახელების წიგნებისთვის მის ბიბლიოთაკაში არასოდეს არ მომიკრავს თვალი...ჟურნალისტის ფანტაზიები...გაამძაფრონ სიუჟეტი, პირდაპირ «ტრილერად» აქციეს გადაცემა...
მერე, საიდან მოიტანეს ქალაქი ჩორუმი, სადაც არასოდეს ფეხი არ ჩაგვიდგამს. ვცხოვრობდით სტამბულში და ძალიან ბევრი ვიზიტორებიც მივიღეთ თბილისიდან. წერილებიც რეგულარულად მიდიოდა და ტელეფონის ზარებიც არ აკლდათ ჩვენს ოჯახებს.
მერე, რამდენი აბდა-უბდა, რომ ვითომ ოჯახის წევრებმაო არ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებსო იმ მიზეზით თითქოს და «ბავშვებს» ეს ბაქრაძემ აუკრძალაო....ხალხნო, რისთვის და რატომ? სრულწლოვანი, განათლებული, ჯანმრთელი ადამიანები, რა გამოძიება, რა სახის დანაშაულს ჰქონდა ადგილი? რა სისულელე და არაპროფესიონალიზმია.. რომელ საუკუნეში ცხოვრობთ?
მეცინება სიტვა «გამოქცეულებზე», ვიღაცეები იქიდან გაიქცნენო. საიდან გამოიქცნენ ხალხნო, ციხიდან? გადავედით კანადაში და წავიდა ხალხი თავ-თავის გზაზე, დაოჯახდნენ, ზოგი სხვა ქალაქებში გადავიდა საცხოვრებლად, ზოგიც სხვა პროვინციებში, კანადა დიდია ადამიანებო, არ შეიძლება დაქორწინდე ან გათხოვდე და შენი ბუდე გაიჩინო.....
მერე, კანადაში შეიძლება რომ რეზო ბაქრაძე საკუთარი კანონებით აცხოვრებდეს კანადის მოქალაქეებს? რომელი საუკუნიდან მსჯელობთ?
მერე, რა ყულაბა? საერთო ყულაბა აქვთო.... ყველას წარმატებული სამსახურები, თავისი ანგარიშები აქვთ ბანკებში, და ჩვეულებრივ ნორმალურ ცხოვრებას ეწევიან, როგორც ცივილიზებული ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც იხდიან ტაქსაციას და ემორჩილებიან არა რეზო ბაქრაძის, არამედ ამ ქვეყნის კანონებს და არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სამართალდამცავ ორგანოებთან.
გოჩა ჩაჩანიძემ საკუთარი მშობლები ავსტრალიაში 2-ჯერ ჩაიყვნა.....ძმაც იქ არ ცხოვრობს და დაოჯახდა? მათ რა აქვთ სასაყვედურო? არ შეიძლება, რომ მოზრდილი დაცოლშვილებული კაცი სხვა ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად? უკეთეს, სოციალურად გამართულ ქვეყანაში....
ისევ და ისევ ისარგებლეს ქ-ნ ზაირას სისუსტით და სათავისოდ გამოიყენეს მისი ნათქვამი...ისევ ნეგატივი...»რეზომ გადაიბირა».....»რეზოსთან რაც ჩავიდნენ ავსტრალიიდან კანადაშიო არ გვეკონტაქტება შვილი»
მერე, სულიკო გაგნიძეს რა ესაყვედურება, ცოლი არ უნდა იყოს ქმრის გვერდზე? ნეტა ამ კაცს საერთო რა ჰქონდა ბ-ნ რეზოსთან, რომ "ჩააკვეხეს" გადაცემაში?
* * *
რამდენი წლის მერე ეს გადაცემა მეორედ ვნახე და გავოცდი ჟურნალისტის უნიჭობით. თუ გადაცემას აკეთებ, რაღაცით თანამიმდევრული ხომ უნდა იყოს. თუ იმის თქმა გინდა, რომ რეზო ბაქრაძე ბოროტმოქმედია და გაიტაცა ვიღაცეები, ვერ არის კარგი მაგალითები. გადაცემა იმთავითვე სიცრუეზეა აგებული მხოლოდ იმიტომ, რომ სენსაციური სახე მისცემოდა, თან მის სურათს რომ ამოძრავებენ, რაღაც მისტიური მნიშვნელობის მისაცემად. აი თუნდაც ეს მაგალითებია იმის დასტური, რომ სიცრუით დაიწყო გადაცემა., არც მისამართი იყო სწორი ბატონი რეზოსი და იგი შენგელიას ქუჩაზე არ ცხოვრობდა, არც ის წიგნები, რომლებსაც მის მაგიდაზე აჩვენებს გადამღები, მე არ მინახავს ბატონი რეზოს მაგიდაზე, მე კი დამიჯერეთ მისი ხშირი სტუმარი ვიყავი, ანდა თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩორუმში არასოდეს გვიცხოვრია, არამედ სტამბულში ვცხოვრობდით, ჩორუმში სულ სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ. ბატონი რეზო ჩორუმში არც არასოდეს ყოფილა. მე თავად გახლავართ ბატონი რეზოს ერთ-ერთი სტუდენტი და სახლიდან სულაც არ გავპარულვარ, არამედ საკუთარმა დედამ გამაცილა ავტობუსამდე და ისიც იცოდა რომ სამუდამოდ მივდიოდი. ასევე უმეტესობა ჩემი მეგობრებისა დააფინანსეს და გამოაცილეს ოჯახის წევრებმა, ამის მხილველი თავად გახლავართ. ის ორი მშობელი, რომელიც ამ ჟურნალისტმა ალაპარაკა - მათი შვილები ბატონ რეზოზე რამოდენიმე წლით ადრე წავიდნენ საქართველოდან და თან სულ სხვა ქვეყანაში. თანაც მშობელი თავად ამბობს, ჩემს შვილს უნდოდა რეზოს ავსტრალიაში ჩაყვანა და არ გამოუვიდაო, მერე თვითონ მიატოვა ავსტრალია და კანადაში ჩავიდა ბატონ რეზოსთან საცხოვრებლადო. ლოგიკა სად არის? ეს გავს ისტორიას, სადაც ბატონი რეზო იტაცებს მის შვილს? თანაც ერთ-ერთ სურათში, რეჟისორი რომ აჩვენებს, თავად ეს ორი მშობელია თავის შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად გადაღებული ავსტრალიაში რომ ჩააკითხეს და ცხოვრობდნენ ტკბილად რამოდენიმე თვე? სად არის აქ გატაცების ისტორია? მერე მეორე მშობელი იძახის ჩემს შვილს ისე უყვარდა თავისი ქმარი, რომ ჩემი ხელით ჩავუყვანე ქმარს თურქეთშიო. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ბატონი რეზო საქართველოში ცხოვრობდა. სად არის ლოგიკა? ადამიანებო განა გადაცემას უნდა დაეთანხმო მხოლოდ იმიტომ რომ ტელევიზიაში გავიდა? ცოტა გონების ჩართვაც ხომ არის საჭირო?
კიდევ ვიტყვი მთავარს, განა შეიძლება ვინმეს საუბარს ანაგარიში გაუწიო და სერიოზულად მიიღო, ვიდრე მას არ გაიცნობთ ვინა არის? იცნობთ ვინმე დალი ყარაულაშვილს? მე ვიცნობ. განა ყველას აზრი შეიძლება სერიოზულად იქნას განხილული? მე ვიცნობ მაგ ქალბატონს ბატონი რეზოს ლექციებიდან მოყოლებული და თურქეთშიც კარგად გამაცნო თავი. სირცხვილია ეგ რომ ვინმეზე რამეს ილაპარაკებს. თავისი ცხოვრება მოყვეს ჯერ მან და მერე ბატონი რეზოს ცხოვერბის წინაშე ქედი მოიხაროს. მისი წარსული ჩვენ, ყველა სტუდენტმა კარგად ვიცით, მათ ვინც საქართველო დავტოვეთ, და მათაც ვინც საქართველოში ცხოვრობენ დღესაც, მაგრამ მისნაირი ჭორიკნები არა ვართ, ეს მის მაგივრად მოვყვეთ. თვითონ რცხვენოდეს, რამდენი დარიგება ბატონ რეზოს მისთვის მიუცია ყველას თანდასწრებით, რომ არ იყო მისი ცხოვრების წესი სწორი. რატომ ამას არ ამბობს, და დამახინჯებულ ისტორიებს ყვება. ეს ფანჯრიდან გადახტომის გადაკეთებული ამბავიც კარგად მახსოვს. სირცხვილი მაგას, ეხლა რომ დაბოღმილი ქალის პოზიციიდან ყველაფერს ამახინჯებს და ცდილობს ჩირქი მოსცხოს ერთ დროს ვითომდა უსაყვარლეს ლექტორს. სწორედ მაშინაც იმ ლექციაზე უმტკიცებდა ბატონ რეზოს, რომ ჩემი უსაყვარლესი ლექტორი ხართ და მჯერა თქვენი სიტყვისო. ბატონმა რეზომ კი ერთგვარი ირონიით უთხრა: "დალი შენ მე რაც დაგარიგე, არაფერსი არ გაითვალისწინე და ისევ ისეთ არასწორ ცხოვრებას აგრძელებ, ანერვიულებ დედას, აბა ეგ არის დაჯერება და სიყვარულიო? ვინც უყვართ მან ფანჯრიდან გადახტომა რომ უთხრას იმას დაუჯერებს და შენ კიდევ ელემენტარულს არ მიჯერებო." ეს უნამუსო კიდევ ყვება ფანჯრიდან გადახტომა მთხოვაო. ამდენი ადამიანი ბატონ რეზოსთან ვაგრძელებთ მეგობრულ ურთიერთობას და როგორც ხედავთ ფანჯრიდან არავინ გადამხტარა, არამედ პირიქით, მისი დარიგებით, ზოგი ბანკებში ვმუშაობთ და ზოგი მთავრობის სამსახურში, მუშაც კი არ არის არავინ ჩვენგან. ყველა წარმატებულები ვართ და ყველა პატივცემულები. ოჯახებთანაც გვაქვს ურთიეთობა და არც სექტანტებად ვართ აქ მიღებული. მითხარით სხვა ერთი მაგალითი, კანადაში რომ ცხოვრობდნენ და ასე წარმატებულები იყვნენ, როგორც ჩვენ. განა უწესო, ტვინარეული, დაზომბირებული ადამიანი რამეს მიაღწევს? მერე კიდევ საოცარი ეს არის, რომ ვისაც რა აქვს გონებაში ისე ხედავს ისე და ესმის ყველაფერი. ამდენი წელი ბატონი რეზოს ლექციას ვუსმენდი, სახლშიც დავდიოდი მასთან და მე ასეთი რამე რასაც დალი ყარაულაშვილი ყვება არც მინახავს და არც მსმენია. ნუ როგორც მოგეხსენებათ, რუბენსის ნახატები ზოგისთვის ტიტველი ქალებია, ხოლო ფროიდის განხილვა სექსზე საუბარი. ბატონი რეზო კი ასწავლიდა ხელოვნების, ფილოსოფიისა და რელიგიის ისტორიას. მოგეხსენებათ ხელოვნების ლექციაზე იყო საუბარი ნახატებზე, სადაც შიშველი ქალები და შიშველი კაცებიც აქვს შემოქმედს დახატული, რელიგიის ისტორიას რომ ასწავლი რელიგიაზე უნდა ისაუბრო, ხოლო სხვადასხვა ფილოსოფოსი სხვადასხვანაირად აღიქვამს სამყაროს და ადამიანს, და ამ სხვადასხვაობაზე საუბრობდა მასწავლებელი. როგორც ჩანს ქალბატონი დალი ყარააულაშვილის ინტელექტი არ აღმოჩნდა მზად ასეთი დატვირთული ინფორმაციისთვის. მერე უნამუსოდ რომ იძახის, სასტუმროს ფული მე გადავუხადე თურქეთშიო და რეკლამასაც იკეთებს, რომ თურმე ბიზნესმენიც ყოფილა. იქ არ ვიყავი და მე არ ვნახე მაგისი ბიზნესი რა იყო? ცოტა სასაცილოა ჩვენი ყურებისათვის, ვინც მას და მის ისტორიას ვიცნობთ. ან რა სასტუმროს ფული გადაგვიხადა, გულში ჩაიხედოს, ვის ვისი ვალი აქვს? როგორც ვთქვი, ჩვენ არ ვართ იმათთაგანი, ვისაც სხვისი ცხოვრების განხილვა და ჭორაობა უყვარს, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი გაამართლოს. დაე ისევ ჩვენ ვიყოთ შეგინებულები და ჩვენ ვიყოთ გამტყუნებულები. მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რაც სიცრუე იყო როგორც ინფორმაცია, თანაც მხოლოდ მცირედ ნაწილს, რაც ამ წუთში გამახსენდა. დანარჩენი, სხვისი ბინძური თეთრეულის გამოფენა არ მჩვევია და არც მოსაწონი იქნება ჩემი მხრიდან. ეს დალი ყარაულაშვილის და მისნაირების სინდისზე იყოს.
This post has been edited by Tsiteli Tskapunebi on 8 Mar 2018, 08:06
მესმის რომ ქოცის ტვინი (უფრო სწორად ის 41 ხვეული რაც აქვთ) საკმარისი არაა ნათქვამის კონტექსტის ანალიზისთვის @AUTOCRAT