bridgestoneეგ გასაგებია
მევთქვი არჩევნებზე პირველად გამოხატა ხალხმა თავის ნებათქო. ის ერთადერთი მომენტი იყო როცა ხალხს ძალაუფლება ჰქონდა - არჩევის.
მოკლედ, ეკლესიის რღვევა გრძელდება.
მე ვფიქრობ აშშ-ს ყელში ამოუვიდა ამათი შენახვა და გადაწყვიტეს ერთი ხელის მოსმით დაშალონ კრაზანების ბუდე.
ჯერ იყო მღვდელმთავრებს წარამარა ვიზიტები აუტყდათ უოშინგტონში, ჩამოვიდნენ და რუსეთის ლანძღვა დაიწყეს, ახლა კი აგერ ღიად იწყებენ ლაპარაკს ეკლესიის შიგნით არსებულ ჭაობზე.
ჩემი აზრით აშშ-მ კატალიზატორის როლი შეასრულა ეკლესიაში გაჩენილი ბზარის გასამსხვილებლად.
როცა დაინახეს ადგილი სადაც ფეხი ჩაეტეოდათ, ამოქოქეს მათრახის და ნამცხვრის პოლიტიკა და გადაიბირეს მღვდელმთავართა ნაწილი. სავარაუდოდ სწორედ ეს ფრთა იქნება ეკლესიის ამჟამინდელი კონსტრუქციის მესაფლავე.
და ალბათ სწორედ ისინი იქნებიან ახალი სტრუქტურის ეკლესიის თაოსნები.
ამ ყველაფერში ცუდი ისაა რომ ეკლესიაც კი მართულია ამ ბედკრულ წილხვედრში. აქამდე კიდევ იმედი მქონდა რომ თუ ამ კონსტრუქციის ეკლესია ჩამოიშლებოდა, ეს სიტუაციას გააჯანსაღებდა და ხვალ უკეთესი შემადგენლობის გახდებოდა ეკლესია.
მაგრამ ჩემთვის უკვე აშკარაა რომ ჯანსაღი ხალხის კრიტიკული მასა არ არსებობს ეკლესიის საშუალო თუ მაღალ იერარქიაში.
ამიტომაც ბიძია სემმა ცუდსა და უარესს შორის გააკეთა არჩევანი. და თანაც ეს არჩევანი დიდი ალბათობით მოსყიდვის ხარჯზე შედგა.
შესაბამისად, არ გიხაროდენ. ციანიდის საქმის და მის უკან მდგარ შავოსნებს ალბათ ჩამოიცილებენ. მაგრამ ვისაც დატოვებენ, არც ისინი იქნებიან უკეთესნი. როგორც ხდება ხოლმე - ცვლილებების შემდეგ ამ ახალ ფრთას დიდ ინდულგენციებს და გარანტიებს მისცემენ. ჰოდა ახლა ისინი გადაიმასქნიან თავზე.
რაც მთავარია, ნუ დადგებით ნურავის მხარეზე. იყავით საკუთარი თავის და ღმერთის მხარეს.
ესეც დღევანდელი განცხადება
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ioba-qmnis.htmlე.წ. „ციანიდის საქმე“ არის მხოლოდ ნაწილი იმ აისბერგისა, რასაც ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების ერთობლიობა ქმნის, - ამის შესახებ ნათქვამია ეპარქიის მრევლისადმი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მიმართვაში.
მეუფე გრიგოლი აღნიშნავს, რომ ოთხშაბათს პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და ამ შეხვედრამ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა“.
„იქ მოსმენილმა ღრმად ჩაგვაფიქრა არაერთ საკითხზე, არაერთ ადამიანზე, ეკლესიის მდგომარეობაზე. დეტალებში არ შევალთ და ვერ შევალთ, მაგრამ ის კი უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, თუ რაოდენ ღრმა განსაცდელშია ჩვენი ადგილობრივი ეკლესია. განსაკუთრებით დამაფიქრებელია, რომ ეს ხდება იმ ავტორიტეტისა თუ მაღალი რეიტინგის ფონზე, რაც ეკლესიის მიმართ არსებობს და რაც თავისთავად კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, რამდენადაც მის მიმართ არსებობს დიდი მოლოდინი. ამას გეუბნებით თქვენ, ჩემს სულიერ შვილებს, რადგან თქვენგან წამოსული არაერთი კითხვა, წუხილი, შეშფოთება მაფიქრებინებს, რომ დაბნეულნი ხართ და ჩვენგან ელით პასუხებს, ნუგეშს, იმედსა და ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, თქვენს მიერ გამოცხადებული მაღალი ნდობის გამართლებას. წინ გველოდება დიდი გამოცდა, რომელიც თითოეული ჩვენგანის რწმენისთვის იქნება ერთგვარი ტესტი. სამწუხაროდ, ე.წ. ციანიდის საქმე არის მხოლოდ ნაწილი იმ აისბერგისა, რასაც ქმნის ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების ერთობლიობა. ძალიან მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ამის ართქმაც არ შეიძლება. და ვამბობთ კი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კრიზისის დაძლევის შედარებით „უმტკივნეულო“ და „ეფექტური“ გზები“, - აცხადებს მეუფე გრიგოლი და დასძენს, რომ „მათ დაძლევაზე დამოკიდებულია ეკლესიის და თვით ჩვენი ქვეყნის და მისი სახელმწიფოებრიობის მომავალი“.
მისი თქმით, საქართველოს ეკლესიამ სულიერი აღმასვლის კიბეზე საკმაოდ რთული გზა გამოიარა და დღემდე თუ მოვიდა, ამაში გადახდილია ძალიან დიდი ფასი, ასევე, დიდია ქართველ სასულიერო პირთა ღვაწლი, რომლებმაც მოწამებრივი ცხოვრებით გადაარჩინეს ეკლესია, მათ შორისაა ღირსი გაბრიელი (ქიქოძე), მღვდელმოწამე კირიონი (საძაგლიშვილი), ღირსი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია), მღვდელმოწამე ნაზარი (ლეჟავა), მღვდელმოწამე სიმონი (მჭედლიძე), მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე) - არქიმანდრიტი და სხვა.
„დღეს, ჩვენი ერისა და ეკლესიის ძნელბედობის ჟამს, სწორედ მათი დიადი სულიერი ცხოვრება უნდა დავისახოთ სანიმუშო მაგალითად და ამით შევებრძოლოთ კარსმომდგარ უბედურებას, უიმედობა რომ ჰქვია. მათი ცხოვრება და ღვაწლი გვიჩვენებს, თუ რაოდენი ძალაა ჩვენში დაფარული, ერთი მხრივ და მეორე მხრივ კი - როგორი გაფრთხილება სჭირდება მსხვერპლის ფასად მოპოვებულს თუ ღვთისგან ნაწყალობევს. მსურს დაგარწმუნოთ, რომ ეკლესიაში ნამდვილად არის საკმარისი ინტელექტუალური რესურსი და სულიერი პოტენციალი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს არსებულ საფრთხეებს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე რომ არ აღმოჩნდეს, მთიდან მართლაც დაგორდება ის „ლოდი“, რომლის შესახებაც მისმა უწმიდესობამ საქართველოს საპატრიარქოში 9 მარტს ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და მისი შეჩერება მართლაც შეუძლებელი გახდება“, - ნათქვამია მეუფე გრიგოლის მიმართვაში.
This post has been edited by KasperRiters on 11 Mar 2018, 20:02