წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც გრინფისი და მწვანეები ხეების ჩეხვას მხარს უჭერდნენ და ამართლებდნენ.
რთულად წარმოსადგენია ხო? საქართველოში ეს შესაძლებელია.
გია გაჩეჩილაძე: “სოფელ კვირიკეში
იაფასიანი ხეები მოიჭრა, ისინი
აბორიგენ ჯიშებს არ ეკუთვნიან”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და “მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ დენდროლოგიური პარკის პროექტი არის უნიკალური და კომპანია, რომელიც ხეებს ჩეხავს ვალდებულია იმ ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები ჩაატაროს.
გაჩეჩილაძის განცხადებით, სოფელ კვირიკეში მოჭრილი ხეები მალემზარდია და საქართველოს ბიომრავალფეროვნების შემადგენელი ნაწილი არაა.
რაც შეეხება ქობულეთის რაიონ სოფელ კვირიკეში ხეების გადატანას. იქ მოჭრილი ხეები არ არის აბორიგენი ჯიშები და არ არის საქართველოს ბიომრავალფეროვნების შემადგენელი ნაწილი. ეს არის ძალიან მზარდი ჯიშის ხეები და შეუძლია, რამდენიმე წელლიწადში დიდ სიმაღლეს მიაღწიოს. ეს არის იაპონური ჯიშები, იაფასიანი ხეებია.
ეს ხეები კერძო საკუთრებაშია და საქართველოს კანონმდებლობით, არავის აქვს უფლება ვინმემ მათი მოჭრა დაგიშალოთ. ერთადერთი უნდა მიმართოთ გამგეობას და ის მოვა და დააკვირდება იჭრება თუ არა მითითებული ხეები. ფირმამ, რომელმაც კვირიკეში ხეები მოჭრა სწორად არ იქცევა. მიზანი კარგია, მაგრამ შემსრულებლები სწორად ვერ იქცევიან”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
https://metronome.ge/%E1%83%92%E1%83%98%E1%...83%95%E1%83%98/ This post has been edited by AUTOCRAT on 13 Mar 2018, 19:44