მორიგი ბოლი რომლის გავრცელებაც რუსეთუმეებს უყვართ.
სინამდვილეში კი ქვეყნის აზროვნების და განვითარების დონის ზრდა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც უზრუნველყოფილია ამ ქვეყნის უსაფრთხოება .
სკანდინავია რადგან ჩამოაგდეთ, ფინეთი - ერთი შეხედვით წყნარი, მშვიდი, მშვიდობისმოყვარე და მაღალგანვითარებული პატარა ქვეყანა, რომელსაც რუსული ოკუპაცია, ანექსია და ომი სხვებისგან ნამდვილად არ ესწავლება, ერთ-ერთი ყველაზე მილიტარისტული ქვეყანაა. ფინეთი შვეიცარიასთან ერთად ერთადერთია ევროპაში სადაც ჯარში სავალდებულო სამსახური მოქმედებს და მოსახლეობის 40%-ზე მეტი შეიარაღებულია, ქვეყნის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ „ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საფრთხე საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად არსად გამქრალა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის თავისუფლების დასაცავად ჩვენი ყველაზე დიდი მეზობლისგან“.
პატარა მდიდარი წყნარი ულამაზესი შვეიცარია კი კბილებამდე შეიარაღებულია უთანამედროვესი სახმელეთო და საჰაერო ტექნიკით, ხოლო საჯარისო იარაღს, მათ შორის ტყვიამფრქვევებს და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნებს სავალდებულო სამსახურის შემდეგ მოსამსახურეებს შინ შესანახად გაეცემათ რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხერხდეს ტერიტორიული თავდაცვის გაშლა და დრო აღარ დაკარგონ იარაღის დარიგებაზე.
ასე რომ, თუ შენი ქვეყანა ვერ იცავს თავს და არ არის მომზადებული ხისტი წინააღმდეგობისთვის, იგი ყოველთვის იქნება მის მახლობლად მყოფი დიდი ქვეყნის აგრესიის მსხვერპლი და მშვიდი განვითარების შანსიც კი არ მიეცემა, სანამ ისეთ ალიანსში არ მოხვდება, რომელსაც ჩვენი აგრესორი მოერიდება.
ეს კი დესერტად, მშვიდი წყნარი სკანდინავური შვედეთი რუსეთის სამხერო აგრესიის მოსაგერიებლად ემზადება
https://www.defensenews.com/global/europe/2...against-russia/si vis pacem, para bellum
This post has been edited by AUTOCRAT on 15 Mar 2018, 05:06