დიახ,საკითხავი ესაა?!
ამერიკელი მევიოლინე,კომპოზიტორი,პოეტესსა,მომღერალი,
თავის სტილს Victoriandustrial-ს უწოდებს-
ეს,დაკვრის უნიკალური სტილია, კლასიკური თუ ჯაზური მოტივებით,გოთიკ/როკით.
9 წლის ასაკში საკუთარი თავის წინაშე დააყენა ამოცანა,გამხდარიყო მსოფლიო დონის მევიოლინე.
Opheliac-მისი ყველაზე ცნობილი ალბომია.
2009 წელს გამოვიდა მისი წიგნი- «The Asylum for Wayward Victorian Girls»,
სადაც აღწერს ფსიქიატრიული კლინიკების ორასწლოვან ისტორიას,საკუთარ შთაბეჭდილებებს;
თავის წიგნს უწოდებს „მართალს,საშინელს,ლამაზს, სასაცილოს.“
"თუ ბავშვობიდან იზრდები ბარდაკში,რთულია გამოყო ერთი,ბოლო წვეთი,
რომელიც შეავსებს ფიალას!"
„მე რომ ყველაფერი ხუმრობაში არ გავატარო,დამრჩება ერთი-მოვკვდე.“
გასტროლებზე მას ფანატების მუდმივი კონტიგენტი დაყვება თან,
როგორც თვითონ ეძახის -"Plague Rats"-ჭირიანი ვირთხები(შავი ჭირი).
ვიქტორიანობა აინტერესებს,როგორც ინდუსტრიალური რევოლუციის ეპოქა და
თანამედროვე ფსიქიატრიის ჩამოყალიბების დრო.
ვიოლინო,კლავისინი,ნეოკლასიკური თუ გოთური არანჟირებები,
შთამბეჭდავი ვოკალი,საოცრად სევდიანი ტექსტები,
უჩვეულო სცენური იმიჯი-შუა საუკუნეების გაცრეცილ/გახეული საბალო კაბები,
ეგზოტიკური თავის მოსართავები,გამომწვევი მაკიაჟი, მძიმე ფეხსაცმელები-
„ასეთი ატრიბუტები მეხმარება,ძაან სერიოზულადაც არ შევხედო თავს“.
„ახლა,მე ვარ ავადმყოფობის დიასახლისი,ჩემს ანგარიშებს იხდის,
უკეთეს შურისძიებას სხვას ვერაფერს მოვიფიქრებდი!“
Emilie Autumn - Unlaced
https://www.youtube.com/watch?v=KYsHTbs6HncEmilie Autumn - Across The Sky
https://www.youtube.com/watch?v=GFJ2z9ec2vM