გაივლის დრო და თაობა, რომელიც ახლა პამპერსებით დარბის, გადაიბარებს ქვეყანას
მათ შორის ფორუმსაც.
მათთვის მიშაც და ბიძინაც ისტორია იქნება.
დღევანდელ თემებს რომ გადახედავენ, შერცხვებათ ჩვენნაირი წინაპრების.
შერცხვებათ იმიტომ, რომ ერთი უწყინარი სექსის გამო, ქალი გავაკარით სამარცხვინო ბოძზე
და სიცილ-კისკისით ვესვრით ტალახიან გუნდებს.
განსაკუთრებით ამაზრზენია, როდესაც ასე ქალები იქცევიან.
ნუ მოვიჭრით თავს შვილიშვილებთან - ხელნაწერები არ იწვიან!