მაინც ვერ ვხვდები, რალიგიური გრძნობების შეურაცხყოფად
რატომ აღიქვეს გაბუნიას ნათქვამი?
ქრისტე ჯვარს აცვეს, თუ არა, თქვენ როგორ იცით?
როდის მოხდა ეს? რამდენადაც ჩემთვის (დარწმუნებული ვარ,
თქვენთვისაც) ცნობილია, რომ ეს 2000 წლის უკან მოხდა იერუსალიმში.
გაბუნიამ თქვა: აჭარაში, 2-3 წლის შემდეგ რომ მოენდომებიათ ქრისტეს
ჯვარცმა, ვერ მოახერხებდნენო, მთელ აჭარაში ხის მასალას ვერ
მოიძიებდნენო, რადგან, ბატონ ბიძინას ექნებოდა ყველა ხე გაზიდული.
ყოველგვარი კონვულსიების გარეშე დაუფიქრდით, თუ სად ჩანს
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა?
ბიძინას რომ ეჩივლა გაბუნიასთვის, კიდევ შეიძლებოდა გაგვეგო მისთვის,
მაგრამ ამ მარშელების პროტესტს ელემენტარულ აბსურდამდე მივყავართ.
vita brevis...