ბიჭური-ს სამუდამო ბანი ადევს და მთხოვა რომ დამეპოსტა.
მოგესალმებით.
ვკითხულობ ფორუმს და როგორც ყოველთვის ვხედავ ქართულ იმპულსურობას და უკიდურესობაში გადავარდნას.
გიფიქრიათ საერთოდ, ომს რატომ ახსენებთ? რა შუაშია ომი?რუსები შეიძლება პროვოკატორები არიან, მაგრამ დებილები ნამდვილად არ არიან. ომის დაწყება რომ სურდეთ - დაიწყებდნენ ისე რომ რეაგირებასაც ვერ მოასწრებდნენ თქვენნაირები. ყოველგვარი ადამიანების გატაცების გარეშე. აშკარაა რომ რუსეთს ამ ეტაპზე ომის დაწყება უბრალოდ არ სჭირდება.
ერთადერთი მიზეზი თუ რატომ აკეთებენ ამას, არის ის, რომ ხედავენ საქართველოს უსუსურობას. სულ ეს არის.
100% იციან რომ
არანაირი პასუხი არ მოეთხოვებათ მსგავს ქმედებაზე. არის ეს ასე თუ არა?
გარანტიას გაძლევთ.
რუსმა და ოსმა რომ იცოდეს, საზღვარზე Barret M82 ტყვია შეიძლება მოხვდეს შუბლში, ძალიან ფრთხილად იმოქმედებდა.
ან ნაღმის რომ ეშინოდეს.
არავინ არ დაიწყებს ომს თუ ჩვენ თავს დავიცავთ! ასეთი მცირე ინციდენტების გამო (ე.ი თავი რომ დავიცვათ და 2-3 გაბლატავებული ოსი გავაგოროთ), რუსები არ დაგვიწყებენ ომს.
და ომის დაწყება რომ უნდოდეთ, ისედაც დაიწყებენ.
რატომ გვიყვარს ქართველებს ასეთი რეაქციონიზმი და უკიდურესობები?
რატომ?
გამოსავალი მარტივია
დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან უნდა შეიქმნას ფრონტის ხაზი.
სხვა გზა არ არსებობს.
უნდა შეიქმნას ასეულის/ათეულის დონის საყრდენი პუნქტები და სექტორები, უნდა იყოს გამაგრებული პოზიციები 120მმ ნაღმტყორცნებით, სნაიპერებით და საგუშაგოებით.
მორჩა.
გაკეთდება ეს თუ არა, რუსები ეგრევე შეეშვებიან პროვოკაციებს (თუ ზემოდან არ მიიღებენ დირექტივებს).
ეს არის 2+2.
ამაზე უბრალოდ არ შემედავოთ.
რა სისულელეებს მიედ-მოედებით? რა ომი და რაკეტები აგიტყდათ?
27 გვერდია ერთი საღი აზრი არ წამიკითხავს რეალურად როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა.
პ.ს
რაც შეეხება პარტიზანულ ომს ბევრად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან

ასე შორს რატომ მიდიხართ? სსსრკ ვს ფინეთიო....
თანამედროვე მაგალითი გაქვთ აგერ

საუდის არაბეთი vs იემენელი ჰუსიტები
ვისაც უნდა, ნახოს შედეგები

როგორ ანადგურებენ ჩუსტებიანი და კალაშნიკოვიანი ბიჭები ულტრა-თანამედროვე შეიარაღების და ავიაციის მქონე საუდის არაბეთის არმიას.
იემენელმა გენიოსებმა გუშინ იცით რა გააკეთეს?!!!!!!!!!
"ჰაერი-ჰაერი" კლასის Р-27Т ტიპის რაკეტა ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე უბრალოდ გენერატორზე შეაერთეს, "გრუზავიკზე" შემოდგეს და F-15 ჩამოუგდეს საუდებს! (ან დააზიანეს როგორც მინიმუმ)
მონდომება და კრეატივია მთავარი, რო რამე.