კარგი თემაა ცუდი სათაურით

რუსეთის წინააღმდეგ -

პრობლემების გადასაჭრელად -

როცა პოლიტიკოსები არასწორად ან ვერ აგვარებენ პრობლემას, ხალხმა უნდა იმოქმედოს მგონი

ერთადერთი გზა ყვირილი არაა პრობლემის მოსაგვარებლად და ენის გამოყოფა
აუცილებელი არაა, ტელევიზიამ და პოლიტიკოსებმა უთხრან რუსებს, ქართველებს, ოსებს და აფხაზებს,
მიდით, საერთო ენა გამონახეთო და მოგვარდით თქვენშიო
ინტერნეტი ძალიან ბევრის საშუალებას იძლევა
სოციალური კამპანიები, მისვლა-მოსვლა
ურთიერთობების დათბობა
მგონი ცუდი მაგალითი არ იქნება:
საბავშვო პროდუქციის გაყიდვისას მარკეტინგული კამპანიები ხშირად ორიენტირებულია ბავშვზე და არა მშობელზე, რომელიც რეალური მყიდველია პროდუქციის
ეს ნიშნავს, რომ მაგალითად შეფუთვის დიზაინზე გამოსახულია ისეთი რამ, რაც ბავშვის ყურადღებას იპყრობს
რეკლამა, რომლსაც ბავშვიც უყურებს, ბავშვისთვისაა მეტად საინტერესო და მიმზიდველი, ვიდრე მშობლისთვის
გათვლა გასაგებია - ბავშვმა უნდა უბიძგოს შემდეგ მშობელს, რომ "ბარნი უყიდოს, პატარების მეგობარი".
თუ არ უყიდის, ბავშვი იტირებს, ან არ დაუჯერებს, ან ნდობას დაკარგავს
ან მშობელმა უნდა აუკრძალოს, ტრაკზე მოსცხოს და გამოათრიოს, რაც არავის არ მოეწონება და უფრო გაზრდის დაპირისპირებას მშობელსა და შვილს შორის
თუმცა იდეა გასაგებია - გადაწყვეტილების მიმღებებზე ზეგავლენა გადაწყვეტილებების არმიმღებებზე ზეგავლენით
ახლა განწყობებს ძირითადად აყალიბებს მედია და ცალკეული ძალაუფლების მქონე პირები
რასაც ჩასძახებენ ხალხს, იმას ამოსძახებს
მარა, მეგობრებო, აღარაა ინფორმაციული ვაკუუმის ხანა
გაიხსნა საზღვრები

ეს ზრდის შანსს, რომ უშუალოდ ხალხი "მოგვარდეს ერთმანეთში"
ძალიან ვამარტივებ პროცესს იდეის საილუსტრაციოდ
არის თუ არა შესაძლებელი, რომ მოვიპოვოთ რუსი ხალხის მხარდაჭერა იმ დონეზე,
რომ იმათ თავის მხრივ პოლიტიკაზე მოახდინონ გავლენა?
არაფერს ახალს არ ვწერ და გამოგონებას, უბრალოდ მგონია,
რომ მაგალითად ქუჩების სახელების გადარქმევით პირიქით ხელს ვუწყობთ, რომ პრობლემა არასოდეს მოგვარდება

რამდენი მიწერია
This post has been edited by tranka on 23 Mar 2018, 12:22