#52408087 · 24 Mar 2018, 01:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
HiStorian
QUOTE | სადაა მოსადი...
ისრაელს რომ ეხებოდეს, ადვილი მისახვედრია ამ ორ სუბიექტს რა დღეც ელოდებოდათ,
მაგრამ, ვაი რომ მაგრამ.
აქ საკუთარი საჯდომის გაფართოვებაზე ზრუნავენ სახელმწიფოს ბიუჯეტზე შემჯდარი ხალხის რჩეულნი |
თქვენ ხომ არ გავიწყდებათ, რომ ებრაელებს მთელ მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში ჰყავთ დიასპორა? და თითქმის ყველა ებრაელი, ყოველთვის მზადაა დაეხმაროს ისრაელის სპეცსამსახურებს? ჩვენ ქართველები, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან გამოგვდევნეს, ჰოდა ვისი ხელით გინდათ შურისძიება? გალის ქართველები თავის გადარჩენაზე არიან, სამაჩაბლოში ქართველი აღარ დარჩა. ეგრეთ წოდებული "პარტიზანები" დაშალეს, გაანადგურეს და მოსპეს ჯერ კიდევ წინა მთავრობის პერიოდში და ვინ უნდა იძიოს შური? თქვენ ეტყობა ამერიკული ფილმები გაქვთ ნანახი, ვერტმფრენები, წყალქვეშა ნავები, კომპიუტერები და რამე. ჩვენი სინამდვილე სხვაა! თავად ცხონებული ტატუნაშვილი და მისნაირები უნდა ყოფილიყვნენ ის ხალხი, ვინც მსგავს ოპერაციებს განახორიელებდა მაგ ტერიტორიაზე, შეიძლება არიან კიდევაც და რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ მაგ თემაზე, უკეთესი იქნება!!!
This post has been edited by jmm75 on 24 Mar 2018, 01:12
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|