#52477556 · 5 Apr 2018, 17:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ahasver
| QUOTE | | არც ერთი ქვეყნის მშპ არ იზომება ეროვნულ ვალუტაში |
სამარცხვინო ტყუილი
| QUOTE | | კიდევ რო განიცადოს დევალვაცია ლარმა მაგ ლოგიკით ყველაზე დიდი ეკონომიკა გვექნება |
დევალვაციისა და ინფლაციის გარჩევა უნდა შეგეძლოს. დოლართან დევალვაცია თითქმის ყველა ვალუტამ განიცადა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიო გაღატაკდა, პირიქით, როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა.
პ.ს. შეგინე, რომ მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი ინფლაციას ითვალისწინებს.
| QUOTE | | ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცი ქვეყნების მონაცემებს დოლარში აქვეყნებს ადარებს |
დოლარში გადაყავთ, რადგანაც როცა სხვადასხვა ქვეყნის მშპ-ს ადარებ, ერთ ვალუტაში უნდა შეადარო. მაგრამ დოლარში დაკლება ეკონომიკის შემცირებას არ ნიშნავს, რადგანაც ამერიკული დოლარი მხოლოდ ერთი ქვეყნის ვალუტაა, სახელმწიფოში კი პროდუქცია სხვადასხვა ვალუტის მქონე ქვეყნებიდან შემოდის/გადის და ფასწარმოქმნა ყველგან ადგილობრივი ვალუტით ხდება.
ამიტომ არის შემუშავებული საერთაშორისო დოლარის პარამეტრი (რომელიც დილეტანტებს ხშირად ეშლებათ ამერიკულ დოლარში) და ქვეყნის ეკონომიკებს მსყიდველობითი უნარის პარიტეტით ადარებენ. ეს მსყიდველობითი უნარია მთავარი და არა ერთი რიგითი ვალუტის ნომინალური რიცხვი, რომელიც ხან იზრდება და ხან მცირდება.
Moen26
| QUOTE | | მანდ გამოჩხლართულ 38 მილიარდ ლარს, ზუსტად ის ძალა აქვს რაც 1.65 კურსის დროს 24-25მილიარდ ლარს ჰქონდა.. |
ტყუილი. მსყიდველობითი უნარით საქართველოს ეკონომიკა ყოველ წელს იზრდება. 2017 წელს 39 მილიარდ საერთაშორისო დოლარს მიაღწია საქართველოს მშპ-მ, მაშინ როცა 2012 წელს 31 მილიარდიც არ იყო. https://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_GDP_(PPP)მოეშვით ამ დოლარის კურსს და ნომინალურ ციფრებს. ეტყობა აქ ვინც პოსტავს მათმა 95%-მა საერთოდ არ იცის მსყიდველობითი უნარის პარიტეტი რას ნიშნავს. This post has been edited by androabuladze on 5 Apr 2018, 17:14
|