გვაკლია

ჩაკვეტაძემ როგორ ითამაშა წინა სადებიუტო მატჩი, კი ვნახეთ. უბრალოდ წინაწარვე მასე იყო შეთანხმებული რომ უნდა დაბრუნებულიყო კლუბში.
გვილია ჩვენი ნაკრების ბოლო თამაშების ყველაზე ნათელი წერტილია, ცუდს ვერავინ ვერ იტყვის მის ვერც ერთ მომენტზე.
კაშიაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მცველია, ყველაზე მაღალ დონეზე შეიძლება ითქვას კაშია თამაშობს ნაკრების ფეხბურთელებიდან, ვერც მის ნაკრებში თამაშზე იტყვის ვინმე ცუდს.
ნავალოვსკიც რო საჭირო ჭანჭიკია გუნდში, წინა თამაშშიც გამოჩნდა, ყოველთვის იბრძვის, ბევრს დარბის ფლანგზე, მცველია, მაგრამ ხშირად ერთვება შეტევაში და ამწვავებს.
ანანიძე რომ უნიჭიერესი ფეხბურთელია, ეგეც ფაქტია, უბრალოდ უიღბლოა, ტრავმები აწუხებს სულ. ნაკრებშიც როცა თამაშობს, ეტყობა რო თამაშობს.
მჭედლიძეზე გეთანხმები, მგონი უშლის ხელს

ბევრს იბრძვის, მაღალ ბურთებს იგებს, ბურთს იჭერს/აკონტროლებს, მაგრამ თავდამსხმელია და გოლი ვერ გააქვს

დატანჯა ეგეც ტრავმებმა, ეგეც უიღბლოა

ლორიას არყოფნა არ აისახება, არც მაკარიძეს გაუშვია გოლი

ხო, ოქრიაშვილი გამომრჩა, ეგეც ყოველთვის კარგად თამაშობს ნაკრებში, მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო კარიერა ვერ ააწყო.
აგერ ვნახავთ, მეორე დონის ქვეყნებში თუ უპირობო ლიდერები არ გავხდეთ.
ეს კაჭარავა ვინაა

კარგია რომ შანსი მისცეს, ყველა იმსახურებს შანსს, მაგრამ იმედია სათადარიგოდაც აღარ გამოიძახებენ...
This post has been edited by Frankens†ein on 27 Mar 2018, 20:26