რაც დრო გადის მით უფრო მწყდება გული და იმედიც მეწურება (კიდევ რაღაც არის დარჩენილი), საერთოდ სად ვართ, რა გვინდა არაფერი ვიცით. ხალხის უმრავლესობა ბრბოა, საკმარისი ინტელექტი და ლოგიკაც არ აქვთ, რომ რეალური ფაქტები ერთმანეთზე დაალაგონ და დასკვნა გამოიტანონ, რომელიც ერთი-ერთში ჭეშმარიტია, "რუსეთი ოკუპანტია"
ნებისმიერი რო გააჩერო ახლა ქუჩაში და კითხო აი პატრიოტი თუ ხარ სად ხედავ შენს ქვეყანას მომავალშიო ვერაფერს გეტყვის, ან თუ გეტყვის მაგას ჯობდა არ ეთქვა. არ ვიცით სად გვინდა განვითარება, როგორც ძლიერი ქვეყნების უმრავლესობას აქვს თავისი იდეოლოგია - რუსეთს იმპერიალისტური ოცნებები აქვს, სომხეთს - თავისი გატანა, ისრაელს - ქვეყნის და ხალხის გაძლიერება. აი ჩვენ რა გვაქვს იდეოლოგიად?
ბოლო ხანებია ამაზე ვფიქრობ და დასკვნაც ვერ გამოვიტანე. ვინმე თუ შემომთავაზებს არგუმენტირებულ ვერსიას ძალიან კარგი !
პროპაგანდა ისე მოქმედებს, ვერც იჯერებენ დასავლეთისკენ სწრაფვაში, ისეთ რაღაცებს ებღაუჭებიან რაც არასდროს არ შეეხებათ. "გვინდა ახლა პიდარასტები" ამ ლოგიკით დადიან და ტელევიზიებსაც მაგარ მასალას აწვდიან 24/7-ზე ამ თემის სატრიალებლად.
ტატუნაშვილსაც მივივიწყებთ, ის ორი გატაცებულიც მივივწყეთ, კანაფზეც დავიჭერთ და ახალგაზრდობასაც მოვსპობთ, გარედანაც შიშში უნდათ რომ ვიყოთ და შიგნითაც გვატერორებენ.
ეს ყველაფერი იმიტომ ვახსენე. მართლა მეფიქრება, ომი რომ დაიწყოს დავდგებით ერთად თუ ერთმანეთს დავჭამთ, 2008-ში ჩეხური დანები რო გადავმალეთ ტყეში და უკან რო მივედით წამოსაყვანად საწვავისგან ცარიელი რო დაგხვდა, აი ამეებს როდის გადავეჩვევით?
ებრაელებმა წლობით სდიეს მსოფლიოში შურის საძიებლად აი ეგეთი შემართება მინდა, მარა ჩემი ფეხები. სულ რო წინ მო#ვას რუსმა მაინც ვერ დავინახავთ.
მაგრად მწყინს. უფრო ის მწყინს შემოვდივარ ფორუმზე ვხედავ განსხვავებულ აზრს, ლოგიკურ მსჯელობასაც, პატრიოტიზმსაც და პარალელურად მთავრობაში ხალხი ფულს აკეთებს და მარტივად გვწირავს ყველაფრისთვის.
This post has been edited by Georg1an on 28 Mar 2018, 13:11