დემაგოგობ
გარკვევით წერია ყველაფერი გასაგებ ენაზე ცალსახად არის ხასგასმული რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე
დიახ, ვაკოპირებ, რადგანაც კარგად წაიკითხო
თეთრზე იძახი შავიაო , არ გეზარება მაინც ?
AUTOCRAT„რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადააქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება, რასაც ადასტურებს 22 თებერვალს იძულებით გადაადგილებული პირის/საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილი. საოკუპაციო რეჟიმმა გარდაცვლილის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადმოსცა, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა მისი წამების აშკარა კვალი“ - განაცხადა კახა იმნაძემ.
2018 წლის 27-28 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით.
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის, უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა. მათარაჰუმანურ ქმედებად შეაფასეს ოჯახისათვის ცხედრის გადაცემის თითქმის ერთი თვით დაყოვნება. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უმოქმედობის და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგი. ქართველმა მონაწილეებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
ვერ გაუსვეს ხაზი ?
This post has been edited by რეკეტი on 29 Mar 2018, 22:31