chombeბატონო ჩომბე, ეგ რა თქვით კაცო,პაწა კონსულტაცია მაინც გაგევლოთ ფორუმზე თქვენს დიდ მოგვარესთან დაკავშირებით
ხომ შეიძლება შტეკერებში და პოეზიაში ერთნაირი წარმატებით ვერ ერკვეოდეს კაცი. ეს ნორმალურია..
ეგ რა დააბრალეთ რა დასწამეთ უბადლო და უბრალო, სუფთა პოეტს
ახლა მოისმინეთ:
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლიო (და მართლა ულამაზესი მეუღლე ყავდა. ლამაზი კი არა ულამაზესი)
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა რომ იყოსო!!! და იქვე დაწერა როგორ სილამაზეზეც ამბობდა. არა ადამიანურ სილამაზეს გულისხმობდა ის, არამედ სიცოცხლის ყველა სილამაზეს ერთად შეკრებილს რომელიც ცხოვრობს - აფეთქებულ ატმის ყვავილში, გავაზის მიერ შეკრულ კამარაში!...
ეს რა დასწამეთ კაცო
ცოდვისკენ უბიძგებსო...
ცოდვისკენ კი არ უბიძგებს, - პირიქით -ცოდვიდან გამოჰყავს
აბა ის ხალხური ეპიგრაფიც კარგად წაიკითხეთ მაგ ლექსს რომ აქვს წამძღვარებული და ამბობს-
"შავი ზღვის მორევივითააო კაცის გული. რაც უნდა ლამაზი ცოლი ჰყავდეს მაინც სხვისაზე უჭირავს თვალიო, სხვისა ენატრებაო"- ეს შენიშნა ხალხურმა ლექსმა..
და ამას უპასუხა ლადომ -
ეგ კი არ უნდა გენატრებოდესო,
უნდა ნატრულობდე და გსურდეს შენი ცოლი აი ამ და ამ სიცოცხლის სილამაზეს გაუტოლდესო და მოჰყავს შედარება. უბადლო შედარება ადამიანის, ქალური მშვენიერების სრულყოფისა..
იმედი მაქვს ახლა სხვა თვალით და გულისყურით წაიკითხავთ და შენდობას თხოვთ მის სულს. მის სულს რა, - მშვენიერების სულს

აფეთქებული ატამის ყვავილი და "მოქნეული გავაზი" ცალკე თემაა კიდევ...
This post has been edited by annavita on 2 Apr 2018, 05:34
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო