კანონი ერთია, მეორე ამბავია აღსრულება
კანონი შეიძლება შერბილდა, მაგრამ სისტემა მაინც რეპრესიულია
ბრიტანეთში ჩვეულებრივი კრიმინალია მარიხუანას შენახვა-მოხმარება, მარა პირადი მოხმარება ყველას კიდია, მაგაზე კაცი არ დაუჭერიათ და სკვერში ან სკოლის ეზოში თუ არ მოწევს, მაგრა ახატიათ სამართალდამცავებს, და მაგ შემთხვევაშიც აჯარიმებენ მხოლოდ
შესაბამისად ხალხს არ აქვს კანონის შერბილებიას მოთხოვნა, იმიტომ რომ სისტემა არაა რეპრესიული
აქ შერბილდა და რა?
ნუ მე ამ ბარიგებს არ ვამართლებ, ყველა დასაჭერია, უდავოდ, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ხო უნდა დამთავრდეს ეს ჩამიდეს/არ ჩაგვიდია პონტები?
გაიკეთე კამერა ძმაო და სამართლიანად დაიჭირე თუ ყიდის, თუ არ გიკეთია, ავტომატურად ეჭვის საფუძველი ჩნდება
და თუ 0.12312412 რაღაც გრამი ემდიემეი ან ელესდე აქვს, ჰა მაქსიმუმ 3 კაცს რო გაუსწორებს, შეეშვი რა და სდიე ამ რეანომობილით 3 ტონა ნარკოტიკის შემომტან ხალხს
მაგრამ ამ ქვეყანაშია იმენა აბსოლუტიზმია რა ყველაფერში
რაღაც პოზიციების შუა, გადამკვეთი წერტილები არ არსებობს
ერთი მხარეა, ტანკისტი როა აქ, მსგავსი ხალხი - მოწიე? ან 0.5 მიკროგრამი ელესდე გაქვს? ვსო, ან უნდა დაიჭირო და ჩაალპო ციხეში ან ჩამოართვა ყველაფრის უფლება და ფაქტიურად მეორეხარისხოვანი მოქალაქე უნდა გახდეს და გაირიყოს საზოგადოებიდან (თუნდაც პიროვნულად გადასარევი ტიპი იყოს, ან კარგი სპეციალისტი თავის დარგში, ან ორივე ერთად)
მეორე კატეგორიაა - ყველანაირი ნარკოტიკი უფასოდ ყველას, არანაირი ციხე, არანაირი ჯარიმა, სრული ლიბერალიზაცია
თანაც ყოველთვის ასეთ პოზიციებს ან არ უმყარებს არანაირი არგუმენტი, ან უმყარებს ძაან სუსტი არგუმენტები
ერთ მხარეს გელა ლეჟავას და მისნაირი ტიპების მეოცე საუკუნის 30იან წლებში მიღებული განათლებით და იმაზე უფრო ძველი სტატისტიკებით გამყარებული არგუმენტები

ან "ჩემი სოფლიდან იყო ერთი მასტი, მოწია, ჩარჩა და დღემდე დებილია" არგუმენტები
აქცენტი აქვთ იმაზე, თუ როგორ ვნებს ჯანმრთელობას მარიხუანის სისტემატიური მოხმარება და რომ იცის მიჩვევა
ანუ მთავარი არგუმენტი არის ეს
რაც კი არის გასათვალისწინებელი უდავოდ, მაგრამ ზუსტად მაგ არგუმენტით შეიძლება მეორე მხარემ სიგარეტის და/ან ალკოჰოლის აკრძალვაც მოითხოვოს
ორივე სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, იცის მიჩვევა, სისტემატიური მოხმარებისას სიკვდილიანობის შანსს სერიოზულად იზრდება
მეორე მხარეს, ვინც ლიბერალიზაციას აწვება, GoodWeedOnline.com, ან cannabis4life.com-ის მსგავსი საიტების სტატიები მოყავს არგუმენტად, სადაც მარიხუანას არეკლამებენ როგორც სალხინოს მალამოს

ან "ჩემი ძმაკაცია კაცო 3 წლიდან მოსაწევს ეწევა, ხარივითაა" არგუმენტები
ხოდა ამიტომაცაა ამ ქვეყანაში ჭაობი
არანაირი მსჯელობა, რაციონალური ანალიზი...
მხოლოდ უსუსტესი არგუმენტები და ერთმანეთის ლანძღვა და გინება
და თან სუსტი კი არა იმენა ტრუხა არგუმენტები
ტრუხაა აბა რა არგუმენტი, რომ რადგან სისტემატიური მოხმარება ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, ამიტომ უნდა იყოს დასჯადი მისი მოხმარება
მაშინ რა ვთქვათ ალკოჰოლზე, თამბაქოზე და მსგავს სუბსტანციებზე?
ასევე ტრუხაა ის არგუმენტი, რომ უნდა იყოს დასაშვები მოსაწევი, რომელიც ეფუძნება სირობა სტატიებს, სადაც ცამდეა ნაქები მოსაწევი
ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ თუ ჯანმრთელობას იმავე დოზით აყენებს ზიანს მარიხუანის (ყოველდღიური!!!) მოხმარება, როგორც ვთქვათ თამბაქო, სიგარა, ასევე შედარდეს ალკოჰოლის და მარიხუანის "თრობის' ეფექტები ა.შ მაშინ ან ყველა ავკრძალოთ ეს დედა არღნიანი, ან ყველა დავუშვათ
პ.ს
რა კანონიც არ უნდა გამოიცეს, თუ ზოგადად ნებისმიერი სუბსტანციის მოხმარების მიმართ პოლიტიკა არ შერბილდა და ამასთანავე ეს საველე კამერების არ ქონა/ მალფუნქცია არ გამოსწორდა მომხმარებელი და ბარიგა არ განისაზღვრა ზუსტად, მანამდე იქნება ესეთი პრობლემები, ჩამიდეს, არ ჩამიდეს, ტყუილად მიჭერენ, ჩემთვის მინდოდა გამოსაზმთრებლად და ა.შ
** Peace Sells... but Who's Buying? **
---------------------------------------------------------------
ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცი მთავრობის მხარდამჭერი როგორ უნდა იყო...ძუძუ უნდა გიყვარდეს, ლუდი და ანარქია (c) შაქროII