დაგვაახლოვა რათქმაუნდა.
გადავხედოთ მიმდინარე საქართველოს, როგორც სუვერენული რესპუბლიკის ისტორიას:
რუსები იპყრობენ აფხაზეთს
რუსები იპყრობენ სამაჩაბლოს
რუსების ბაზები საქართველოს დე იურე საზღვრებში
ომები და რუსების ბაზები ამჯერად უკვე დე ფაქტო საზღვრებში
რეალურად ნატოსკენ სწრაფვა საქართველომ დაიწყო თვითგადარჩენისთვის, რომ ის მაინც არ დაეკარგა რაც ქონდა, შესაბამისად ნატო აფინანსებს წვრთნებს, აღჭურვას, ხსნის აქ საწვრთნელ ბაზას და ა.შ.
ახლა ვიღაც იტყვის, რომ აბაო საქართველო რო ჯარისკაცებს აგზავნის - კაიაო?
თუ სიმართლე გაინტერესებთ კაია - კი, ჯერ ერთი ამ ჯარისკაცებს როგორც საქართველო ისე ნატო უხდის იმდენ ფულს, რამდენსაც ეს მაჩანჩალა ქვეყანა ვერასდროს გადაუხდიდა - ეს ერთი.
მეორე - იღებენ რეალურ საომარ გამოცდილებას, თუ ვინმეს ამნეზია დაგეწყოთ შეგახსენებთ რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ძალიან დიდი იმედი ქონდა ავღანეთიდან გადმოსროლილი ომგამოვლილი ჯარისკაცების დახმარებისა, უკვე აქ მყოფ ჯარისთვის. იმიტომ რომ გამოცდილება დიდია.
მეტსაც გეტყვით, ქართველი ჯარისკაცები მირბიან ეგეთ მისიებში. მანდ მადლობა ვის აქვს სათქმელი კიდე საკამათოა.
ამიტო ცოტა ტვინს თუ გავანძრევთ და მთლად "ისევ ის რუსეთი გერჩივნოს" ბიდლოს დონეზე არ დავალთ კარგი იქნება. ფორუმია ბოლობოლო
ახლა რაც შეეხება მიღება - არ მიღებას, რათქმაუნდა იმედგაცრუების სენტიმენტი არის, მეორეს მხრივ - თქვენ რომ ევროპის რომელიმე ქვეყანა იყოთ - საქართველოს დონის ქვეყანა გენდომებოდათ წევრად?
რატომაც არა - თუკი იქამდე განვითარდებოდნენ რომ საფრთხეს მინიმუმ იქამდე შეაკავებდნენ სანამ წამოეხმარებოდი.
გვაქვს დღეს მაგის საჯდომი? არა.
ასე რომ კარი ღიაა, მარა იქამდე ვერც მივფოფხდით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ იმას ვარკვევთ, დედამიწა ბრტყელი ხომ არაა? და დისტრიბუცია უნდა იდგეს თუ არა ტროტუარზე
ხო ხვდებით, ტრივიალური პრობლემების მხრივ, ქვის ხანაა აქ... სრული გამყინვარება.