#52453868 · 1 Apr 2018, 15:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gige
| QUOTE | თავისთავად სკოლის ფორმა უნდა იყოს ლამაზი და ესთეტური.
|
ეს თავითავად.
მაგრამ სულ მაწუხებს შემდეგი საკითხი: გადა იმისა რომ დედას ტვინი არ ებურღება ყოველდღე (ჩაცმის საკითხი) კიდევ რითია გამართლებული ფორმა? " ფორმას"- როგორც სპეცტანსაცმელს კარგი თვალით არ ვუყურებ, თუ მარათლა ისეთი სპეცდანიშნულების არაა როგორიც სპორტსმენის ფორმა, პოლიციის, სამხედროს, მიმტანის, და ა.შ...
ბავშვები რატომ უნდა მიეჩვიონ ფორმის ტარებას?... ცოტა არიყოს ყაზარმული დამოკიდებულება მგონია ეს..
ბავშვი ჩვეულებრივ ტანსაცმელში ვერ ისწავლის? მის აკადემიურ დონეზე იმოქმედებს?
ჩემი არით ბავშვს უნდა ეცვას სადად, მოკრძალებულად და მოხერხებულად. ასაკის შესაბამისად.მაგრამ მას უნდა ჰქონდეს უფლება ქვედა კაბა აირჩოს ამა თუ იმ დღეს თუ მთლიანი კაბა, ან სულაც შარვალი. ეს მისი პირადი უფლებაა.. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ (ჯერ მშობელმა, შემდეგ სხვა აღმზრდელებმაც) რომ ჩაცმით სხვებისგან არ გამოირჩეოდეს უცნაური და მიუღებელი, პრეტენზიული ცაცმულობით. ის ყურადღებას უნდა იქცევდეს სიბეჯითით, ყურადღებიანობით, სხვების დახმარებით. და ეს აუცილებლად აისახება მისი სწავლის ხარისხზე. მე ასე მგონია
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში. (c) დათიკო
|