#52469148 · 4 Apr 2018, 09:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
badrijan
| QUOTE | | მე ვფიქრობ რადგან სახელმწიფო არ ზრუნავს ამაზე ჩვენ ტითოეულმა მოქალაქემ უნდა დავიცვათ თავი. |
სახელმწიფო არა მხოლოდ ზრუნავს ჩვენზე, არამედ შენს ჩამოთვლილ პრობლემებს თავის მხრივ ამატებს:
მხრჩოლავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელის გამონაბოლქვს ყოველწამიერად ვსუნთქავთ და უფრო მეტად გვკლავს, ვიდრე კვირაში ერთხელ ნაჭამი ძეხვი.
ქაოსურ განაშენიანებას, რომელიც კეტავს ქალაქის ვინტელიაციას, ზღუდავს სასიცოცხლო სივრცეს... რაც არანაკლებად გვკლავს, ვიდრე ყოველდღიურ რაციონში შეტანილი ტრანსცხიმები.
გარე ვაჭრობას, ანტისანიტარიის ბუდეს. მრავალგზის წახალისებულს წვრილი ბიუროკრატიისგან. გულმოწყალების სახელით ნებადართულ მორიგ საწამლავს. ის გვწამლავს მაშინაც, როცა მათგან არაფერს ყიდულობ და მხოლოდ გვერდით ჩაუვლი.
კაზინოებს სასწავლო დაწესებულებების უშუალო სიახლოვეს.
დამახინჯებულ ქალაქს, სადაც ცენტრალურ მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალეს და უმახინჯესი და უბინძურესი სტაიანკა მოაწყვეს.
ზოგადად, სიმახინჯის ყურება კი თრგუნავს ადამიანის ფსიქიკას და სიცოცხლის ხანგრძლივობას ამოკლებს.
ცენტრალურ არხებზე, განსაკუთრებით ტელეკომპანია GDS-ზე გასული სისხლით და მკვლელობებით გაჯერებული ფილმები, რომლებიც ზრდიან აგრესიას ახალგაზრდებში. ჩემი მოკრძალებული აზრით, ტელეკომპანია GDS-ს მანიაკი მართავს. გახსოვთ ალბათ ტელეკომპანიის სისხლიანი რეკლამები. და ა.შ. და ა.შ.
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 4 Apr 2018, 09:50
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|