კი, სულ მაგ ჭკუაზე არიან

რამდენიმე დღის წინ ერთი ქალი გავიცანი, საკუთარი ბიზნესი აქვს თან არაერთი, ნუ ფულს აკეთებს ოხრად როგორც ვხვდები. უამრავი ფართი, უზარმაზარი კერძო სახლი, საბანკეტო დარბაზი და ა.შ.
ახლა ამას რატომ ვწერ, მის ერთ-ერთ ახალ ბიზნესში (საოჯახო საცხობი) შევიარეთ, ახლობლები მუშაობენ და პასკა უნდა წამოგვეღო. ამ დროს მოვიდა ეს ქალიც.
ნუ ჯერ ერთი დადის საოცარი ჩაცმული, თავწაკრული, ლამის დაკონკილი, კარგი ბატონო, ეგ მისი ნებაა და თავმდაბლობის თუ რა ვიცი რისი გამოხატულებაა. მოკლედ ვილაპარაკეთ ცოტა, როგორ მიდის საქმეები, ბიზნესი, იქითური, აქეთური, და ვეკითხები, ისე ბარათითაც ხო შეიძლება გადახდა-მეთქი.
აი მანდ აენთო თვალები და დაიწყო.
მრავლისმეტყველი ღიმილით მომახსენა, ეგო ცოტა ისეთი საკითხიაო, ჩვენ არ გვაქვს ტერმინალიო, იმიტომ რომ ბარათი შეიცავს ეშმაკის თუ მხეცის ნიშანსო, ეს გადაეცემა კოსმოსშიო, საბოლოოდ სამი კაცის ხელში ხვდება და ისინი გმართავენ პულტებითო და მალე ანტიქრისტე მოვაო, ყველანი გამოქვაბულებში ვიცხოვრებთ და ვინც დაჩიპულია, იმას ძალიან გაუჭირდებაო. ახლა ყველაფერი რომ დავწერო, რაც ილაპარაკა, ნერვები ნაღდად არ მაქვს. გაოგნებულმა ვკითხე, ეს ყველაფერი სად გაიგეთ-მეთქი და ეკლესიაშიო, მამა აკაკის მრევლია მეტეხის ტაძარში. დავაზუსტე, ეკლესიაში გიყვებიან ამ ამბებს-მეთქი და კიო, დამიდასტურა.
იქვე მისი შვილი იყო, ახალგაზრდა გოგო. მეგონა, ის მაინც იქნებოდა ცოტა განვითარებული, მაგრამ ანალოგიური ზომბის გამომეტყველებით მამცნო, რომ არასოდეს აიღებს ბარათს, აიდის და ბიომეტრიულ პასპორტს, ზემოთხსენებული მიზეზების გამო. ვკითხე, მოგზაურობა მაინც არ გინდათ-მეთქი? ძალიანაც კარგად ვიმოგზაურე მოსკოვშიო, მიპასუხა. მერე მოყვა, იუსტიციის თანამშრომელმა სიმთვრალეში მაჩვენა აიდი ბარათი რა ინფორმაციასაც შეიცავსო. მხეცის ნიშანს, ანუ. კონკრეტულად რას-მეთქი და ვერ მითხრა, მე რა ვიცი, ბევრი რაღაც იყო იქ, ტელეფონში გამიხსნაო

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფული მივაწოდე და უკაცრავად, ამაზეც რო შტრიხ-კოდებია, თუ ხედავთ და ამას როგორ იღებთ-მეთქი
თქვენ კიდევ მაღალტექნოლოგიური ცივილიზაციაო

ყველაზე მეტად გაუგებარი ჩემთვის ისაა, ამ ქალმა რანაირად იშოვა ამდენი ფული და როგორ მართავს ამდენ ბიზნესს.
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა