მთავარი, რის გამოც ბანკს ირჩევ პირობებია მაინც
10 წელზე მეტია თიბისის კლიენტი ვარ და რასაც ქვია მათრევენ სესხზე, თითოეულ სესზე ფაქტიურად კბილებით მაქვს ნაბრძოლი, სტანდარტულთან შედარებით შეღავათიანი პირობები რომ მიმეღო, ბანკში მომუშავე ნაცნობების მეშვეობით.
ეხლა ისევ დამჭირდა სესხი და დავურეკე ახლობელს და 10 ათას ლარამდე აღარ გვაქვს ჩვენ შეღავათების დელეგირების უფლება და ვინმე კრედიტ ოფიცერს მივცემ შენს ნომერს და ვეტყვი მასქიმალურად კარგი პირობები შემოგთავაზოსო.
ხო და მირეკავს ცოტა ხანში ეს კრედიტ ოფიცერი და სტანდარტული 17.5%-ია, მაგრამ თქვენ შეღავათს გაგიკეთებთ როგორც დიდი ხნის კლიენტს და 15.5%-ში მოგცემთო, მეტის დაკლება არანაირად არ შეგვიძლიაო
მეთქი რა 15.5%, რამდენიმე დღის წინ გადავფარე სესხი, რომელიც 11.5%-ში მქონდა, მანამდე აღებული სესხი 14.5%-ში მქონდა ნულოვანი საკომისიოებით და რატო მიუარესებთ პირობებს მეთქი.
და რა ვქნათ, ეხლა ეგრეა, სხვაგანაც ვერ შემოგთავაზებენ უფრო დაბალ პროცენტშიო.
მეთქი რას ვერ შემომთავაზებენ, ვითიბიში ვიყავი და 12.9%-ში მაძლევენ მეთქი.
არაო, არ აქვს ვითიბიში მაგ %-შიო.
მეთქი რა არ აქვთ, წეღან ველაპარაკე და აქვთ მეთქი.
და კაი, 15%-ში მოგცემთ მაშინო, მეტს ვერ დაგიკლებთო.
მეთქი ეგ 15% უნდა შეათანხმოთ თუ უკვე დამიკელით მეთქი და უკვე დაგიკელიო

არადა რამდენიმე წამის წინ 15.5-ზე ნაკლები არ შემიძლია მეო

თან ეს მითხრა და თან მესიჯიც მომივიდა, სესხის დამტკიცებაზე

კაი, თუ რამეა დაგირეკავთ მეთქი და გავუთიშე

ეს რაც დავწერე, ამაზე თუ ფიქრობს ვინმე რო რამეს ვიგონებ, ჩემი ტელეფონი ავტომატურად იწერს ყველა ზარს და ჩაწერილია ეს საუბარი.
მეორედაც ვუსმინე მერე

ვინმეს პრეტენზია თუ ექნება რო ვიტყუები ერთ სიტყვას მაინც, არ მაქვს პრობლემა, შევხვდები და მოვასმენინებ თუ უნდა

ოღონდ თუ მართალი აღმოვჩნდი...

ხო, მერე ჩემმა თანამშრომელმა მითხრა საქ. ბანკში მიდიო, იქნებ უკეთესი % მოგცენო და მივაჭერი და მივეცი პირადობა და ვეუბნები, 12 წელია თიბისის კლიენტი ვარ და თუ გინდათ თქვენთან გადმოვიდე, უკეთესი პირობები შემომთავაზეთ მეთქი.
შეიყვანა ჩემი მონაცემები ამ გოგომ და მაგრად გაუკვირდა, 12 წელია მუშაობთ, ხელფასს იღებთ და საქართველოს ბანკში საერთოდ არაფერი გაქვთო.
და რაღაცეები დათვალა და 15%-ზე ნაკლებში ვერაო.
მეთქი მაგიტომ არ მაქვს არაფერი და არც მექნება, ამდენი წლის სხვა ბანკის კლიენტი გადმოვდივარ და უკეთესს ვერაფერს მთავაზობთ მეთქი.
მაგრამ თიბისის მაინც ჯობს საქ.ბანკი, იმათ 17.5-იო და 15-ში მოგცემთ რახან 12 წლიანი კლიენტი გყავთო და ამათ ეგრევე 15 შემომთავაზეს, რო მეჩალიჩა შეიძლება დაეკლოთ კიდე.
მერე ტერა ბანკის ხელმძღვანელიც მყავს ახლობელი და იმათ 14.5%-იო, ნაკლებში ვერაო.
და მივაჭერი ისევ ვითიბიში და ავიღე ეს სესხი 12.9%-ად.
არადა ხო ამოწმებენ კრედიტინფოში რეიტინგებს და A რეიტინგი მაქვს - ბლომად სესხები აღებული და არც ერთხე ერთდღიანი გადაცილებაც კი, ყველა სესხი წინსწრებით მაქვს დაფარული და არც ერთ სხვა ბანკშიც არ მქონია რამე სესხი ან განვადება და არც რომელიმე მიკროსაფინანსოდან ამიღია რამე სწრაფი სესხი.
და მაბოლებდნენ ტიპები

ეხლა არ გამოვიდეს ვინმე და არ მითხრას რუსულ ვითიბიში რატო აიღე სესხი და მაგის მაგივრად ქართველ ხაზარაძეს რატო არ აჭამე 1000 ლარით მეტიო
This post has been edited by Frankens†ein on 13 Apr 2018, 00:15
Mens sana in corpore sano...