#52498261 · 9 Apr 2018, 22:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bossi
აბსოლუტურად სწორი დიაგნოზი დაგისვი. უვიცი ხარ. ინტერნეტში რუსების ნაჯღაბნიდანაც კი ვერ გამოგაქვს სწორი დასკვნა, ეს იმიტო რო სკოლაში ბიოლოგიის წიგნი არც გადაგიშლია...
ეხლა ყურმოკრულზე ისეთებს ბოდავ, სამი ბოთლი მარტინის შემდეგაც რო არ მომივა თავში...
Car მოდიფიცირებული T უჯრედები ჯერჯერობით სერიულ წარმოებაშიც არ არის, წელს უნდა დაეწყო მაგის წარმოება ნოვარტისს, პირველი ცოცხალი წამალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ ვერ დაიწყო...
100%-იანი არის მხოლოდ B ლიმფომის და ლიმფოლეიკოზების დროს. ამ ტიპის ჰემობლასტოზების დროს ჩვეულებრივი ქიმიაც ძალიან ეფექტურია, თუმცა ეს ქიმიას ბევრად სჯობია, ქიმიის გვერდითი მოვლენები არ აქვს...
სხვა ჰემობლასტოზების დროს მეთოდი ბევრად ნაკლებად ეფექტურია, რბილად რო ვთქვათ...
რაც შეეხება დანარჩენ სიმსივნეებს - იქ ეფექტი ჯერჯერობით არ არის ან დაუდასტურებელია, ხოლო თავის ტვინის სიმსივნეების დროს საერთოდ გამორიცხულია მისი გამოყენება...
რაც მთავარია - მკურნალობის ღირებულება იმდენად მაღალია, რომ ჯერჯერობით შტატების მოსახლეობის 68%-ზე მეტისათვის ხელმიუწვდომელიაო შენ თვითონ დაწერე. ეჭვი მაქვს რო მეტისათვის. ისე ძვირია არ მგონია შტატების 32% ეგრე მდიდარი იყოს ...
რაც შეეხება რუსეთს - ჯერ ვერ აკეთებენ. როცა გააკეთებენ იქაც დიდი უმრავლესობისათვის ხელმიუწვდომელი იქნება, მაგრამ იქ სხვა ფაქტორები მოქმედებს. მაგალითად დნმ-დიაგნოსტიკის ტესტ სისტემები რუსული უცხოურზე არანაკლებად მუშაობს და ის რაც ევროპაში 350 ევრო ღირს, რუსეთში ზუსტად იგივეს 30 ევროდაც იყიდი და იგივე სიზუსტისა იქნება, რადგან ჰოფმან ლა როშის პატენტები ფეხზე ჰკიდიათ...
პრინციპში მეთოდიკის დეტალები გამოქვეყნებულია სამეცნიერო პრესაში - შენ წარმოიდგინე დეტალები ვიცი კიდეც, თუმცა მე ვერ გავიმეორებ ჩემი ხელით. ბიოლოგი არ ვარ. შენგან განსხვავებით ინტერნეტში რუსების ბჟუტურს კი არ ვეყრდნობი (თუმცა შენ იქიდანაც ვერ გამოგაქვს სწორი დასკვნები), არამედ pubmed-ზე მაქვს წვდომა, რაშიდაც საკმაოდ დიდ თანხას ვიხდი ყოველწლიურად...
რუსებს სულ თავისუფლად შეუძლიათ საავტორო უფლებების დაკიდება და გამეორება მაგ მეთოდიკების - უბრალოდ რამდენიმე თვე უნდა ნიუანსების გარკვევას, რაც შეუძლებელი არ უნდა იყოს. უნდა ვილოცოთ რო რუსებს ეგ გამოუვიდეთ - ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი გახდება ფასით..
საქართველოსაგან განსხვავებით იქ კახა ლომაიას არ ჩაუტარებია რეფორმა, როცა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებიდან 90% გაყარეს და ვინც დარჩა, მეცნიერების დაფინანსების გარეშე დატოვეს...
ჯერ მარტო ლერი ქურდაძის გაშვება რა ღირს...
რაც შეეხება Car მოდიფიცირებულ T ლიმფოციტებს, სულ ცოტა ერთი კაცი მაინც ვიცი, ვინც აქ თბილისში გაიმეორებს მაგ მეთოდიკას, ოღონდ მოწყობილი ლაბორატორიის შემთხვევაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირში პირველმა მიიღო ჰიბრიდული უჯრედების კულტურა, 2005-ში უნივერსიტეტიდან გააგდეს, რატო მიშისტი არ ხარო და ახლა არ მინდა დავწერო სად მუშაობს. დაიწყებთ ღლიცინს...
კიდევ ერთმა ბიოფაკიდან გაგდებულმა ერთი ნანომეტრის სიზუსტით რო მოძრობს, ისეთი 3D მანიპულატორი გააკეთა. გაგდების შემდეგ რა თქმა უნდა...
რაც მთავარია - ერთ პაციენტზე მთელმა სამეცნიერო ჯგუფმა უნდა იმუშაოს - ეგ არის პერსონალიზებული მედიცინა, რაც ჯერჯერობით კი არ არის ძვირი, კიდევ დიდხანს იქნება ფინანსურად მიუწვდომელი განვითარებულ ქვეყნებშიც კი...
ფაქტიურად 3 პაციენტისათვის საჭირო თანხა რო დაიხარჯოს მარტო აპარატურის და რეაქტივების შეძენაზე და 10 კაცს ნორმალური ხელფასი მიეცეს, თვეში 10-მდე ადამიანს გადაარჩენენ. კადრები არის, ოღონდ ლომაიას ჩარეცხილებიდან მოგიწევთ დაბრუნება...
sulo შეირგო არა გამოირგო - ყველაფერი ფარდობითია...
ნაცების დროს სომხეთსაც ჩვენზე უკეთესი ზრდის ტემპი ჰქონდა ეკონომიკაში. რეგიონში ყველაზე უარესები ვიყავით. 2012 წლის შემდეგ კი ნავთით სავსე აზერებსაც ვჯობივართ. როცა რეგიონში კრიზისია, მაგ კრიზისს ვერ ასცდები, უბრალოდ ამ ლენჩებს მეტის გაკეთება შეეძლოთ და უტვინობის გამო ვერ შეძლეს...
This post has been edited by makvala on 9 Apr 2018, 22:34
--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო, ვაქცინისტებო D ვიტამინს არ გაეკაროთ! ზოგადად ფიზიოლოგია გოგოებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ, ქალი გაცილებით ფიზიოლოგიური არსებაა ვიდრე მამაკაცი (C) tengo9786
|