#52499847 · 10 Apr 2018, 09:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mtasiqiteli
QUOTE | რომს რაც დაემართა ბევრი მიზეზით დაემართა მათ შორის უმთავრესი არის ის რომ იმპერია (თავისი კლასიკური გაგებით) მიისწრაფვის ტერიტორიული გაფართოებისკენ (შდრ. რუსეთი) რაც პრობლემების მატებასაც ნიშნავს
ხოლო აშუშუ არ მიისწრაფვის ტერიტორიული ზრდისკენ და გაფართოებისკენ 50 შტატია და დამთავრდა! ეკონმიური აღმავლობის პარალელურად, გაიზარდა როგორც საკუთარი ქვეყნის თავდაცვის მოთხოვნილება ისე - სხვა ქვეყნების დაცვისაც (რაც ირიბად ისევ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაა) ეკონომიური სიძლიერე და ტექნლოგიური აღმავლობა აძლევს ამბიციას იყოს დომინანტი სახელწიფო ( სხვა ქვეყნების დანგრევის და ექსპანსიის გარეშე) და ცდილობს ითამაშოს ერთგვარი დამაბალანსებელის როლი. |
რუსეთის ყველაზე დიდი პრობლემა როგორც იმპერიის იყო და არის ის რომ კონტინენტალური ქვეყანაა. გავლენის გაფართოებას ცდილობდა და ცდილობს მოსაზღვრე ტერიტორიების გაფართოების ხარჯზე. მოსაზღვრე ტერიტროიების გაფართოების მცდელობა ყოველთვის იწვევს ომს, ეკონომიკურ დიდი დანახარჯებს და აქვს ერთი დიდი მინუსი. გაუთავებლად ვერ შეძლებ ამ ტერიტორიების დაპყრობას. სადღაც გაიჭედები და ჩაკეტავენ. როდესაც რუსეთი იკეტება მაშინ იწყება უკვე შიდა პრობლემების წინ გამოსვლა , ამ შიდა პრობლემებმა დაშალეს მეფის რუსეთი და საბჭოთა კავშირი. დღესაც რუსეთს უდიდესი შიდა პრობლემები აქვს, ამიტომ ცდილობს გადაფაროს გარე აგრესიით. თუ ამის საშუალებას არ მიცემენ. დაიწყება შიდა პრობლემების წინ გამოსვლა და შეიძლება გადაყვეს ამას რუსეთი. ნუ ეხლა ეკონომიკურ პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ. დაპყრობილი ტერიტორიები რუსეთს დიდი ეკონომიკურ ეფექტს არ აძლევდნენ. პირიქით იქით უწევდათ დიდი თანხების დახარჯვა.
აშშ და ბრიტანეთი, არ არიან კონტინენტალური ქვეყნები '' ასე ვთქვათ'' ატლანტური ცივილიზაციებია, ანუ საზღვაო იმპერიები და გაფართოება და ექსპანსია შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ეკონომიკურად იმდენად ძლიერები არიან რომ დომინანტობას ამ მხრიდან აღწევენ. ნუ რა თქმა უნდა უკან სამხედრო ძალაც უდგათ . მაგრამ ძირითადი ეკონომიკური ფაქტორებია.
არანაირი შანსი რუსეთს ამათ წინააღმდეგ არ აქვთ.
This post has been edited by მაოძედუნი on 10 Apr 2018, 09:41
|