ტოტალიზატორებმა რა იხეირეს მეინტერესებს ძაან.
ბარსელონას გასვლას ექნებოდა 1.05 კუში.
რო დაგედო 10000 ლარი მოიგებდი 10500 ლარს.
500 ლარის მოსაგებად ვინ დადებდა 10000-ს.
აი რომას გასვლას კი ქონდა 65 და გაიქნია ბევრმა რაღაც მაყუთი და მოიგო საკაიფოდ.
ჩემმა ახლობელმა დღეს მანახა ბილეთი, 20 ლარი ქონდა დადებული და 1300 ლარი მოიგო.
მეც დამავიწუდა, ვაპირებდი რომას გასვლას და 1-0-ს იგებდა უკვე და თუმანში 115 მოვიგე.
ხო და რამდენი იქნებოდა ესე, დიდ კუშებს ბევრი დასდევს იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
და ტოტალიზატორებს ერხევათ.
მაგალითად რაგბიში ახალი ზელანდია - საქართველოზე არავინ დადებს საქართველოზე იმიტომ, რომ მაგ სპორტში 0-ია იმის შანსი მოვუგოთ ზელანდიას.
და ფეხბურთში კი მოვუგეთ ესპანეთს გასვლაზე და ამოვარდა 30 კუში, მეც მოვიგე მაშინ,
მასეთი თამაშები ზუსტადაც ტოტალიზატორს ურტყამს.
არ დებს ხალხი თითქმის 1-თან გათანაბრებულ კუშზე მაყუთს და დიდ კუშებზე კი დებენ, შეიძლება გავარტყათო და ხშირად არტყამენ და აზარალებენ ტოტალიზატორს.
ანუ გუშინდელი რომას 3-0 დარტყმა იყო ტოტალიზატორებისთვის, ისევე როგორც ორი წლის წინ ბარსას გასვლა პსჟ-სთან 0-4-ის მერე.
აგერ იუვეს გასვლას 80 აქვს კუში რეალთან, რეალის გასვლას საერთოდ არ აქვს კუში, იმდენად 100%-იანად მიიჩნევა.
და ეხლა იუვე რო გავიდეს, რას იხეირებენ ტოტალიზატორები მაინტერესებს ძაან.
თუმნის შეგდებას მეც ვაპირებ, თუ დაჯდა, ამოვარდება 800 ლარი.
და ჩემსავით ბევრი გაიქნებს უმნიშვნელო თანხას დიდი მოგების იმედით.
ტოტალიზატორის მტერია ასეთი არაპროგნოზირებადი თამაშები.
შეიძლება იფიქრო რო მაფიაა ტოტალიზატორების გასაპარსად, მაგრამ ტოტალიზატორების ნაჩალიჩარი ვერ იქნება ლოგიკურად.
This post has been edited by Frankens†ein on 11 Apr 2018, 11:52
მიმაგრებული სურათი
Mens sana in corpore sano...