#52515827 · 12 Apr 2018, 11:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ნტვ პლიუსი" არის სტანდარტული საკაბელო, აქვს სადღაც 10-მდე კინოარხი, და სპორტი. მათი პაკეტები ისედაც აქვს ყველა ქართულ საკაბელოს. მისი მაყურებელი ძირითადად რუსულენოვანი და რუსულის მცოდნე მოსახლეობაა (+45). სტატისტიკის მიხედვით, ისინი უყურებენ ძირითადად გასართობ კონტენტს - კინოს, სპორტს და არა საინფორმაციოს. თანაც, საქართველოში რა სიგნალიც და შინაარსიც შემოდის, არ არის იდენტური იმ სატელევიზიო პროგრამასთან, რაც რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთი მოქალაქეებისთვის ვრცელდება, მათ შორის არ მოყვება რეკლამები და პროპაგანდისტული ჭრები. საქართველოში 300 000 ოჯახს აქვს ეს ენტევეს თეფშები უკვე, რომელიც ელიავას ბაზრობაზე იყიდეს, ბუნებრივია, არაოფიციალურად. და ეს სავაჭრო ქსელი არასდროს შეუმოწმებია მარეგულირებელს, დიდად არც დარდობს. მაგრამ "ოფიციალურმა ენტევემ" მგონი უნდა იდარდოს., რადგან მაგაზე მეტ ოჯახს არ ექნება ინტერესი და როგორ გაყიდის სერვისს???
|