სათაური რომ წავიკითხე მეგონა ის ვაშაძე რომელმაც იუსტიციის სახლები დაარსა თავის დროზე. შემდეგ გავხსენი თემა და ბიოგრაფიის წაკითხვა დავიწყე და მეგონა დაბადების თარიღი იყო შეცდომით რადგან ეს კაცი ასეთი ხანშიშესული არ იქნებოდა. შემდეგ ქვემოთ ჩამოვედი და სურათი რომ დავინახე მივხვდი რომ ეს კაცი სულ სხვა ვინმე ყოფილა. შემდეგ გუგლში მოვძებნე და ის ყოფილა გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე რომ დაესახელებინათ მე მგონი მეტი შანსი ექნებოდა მაგრამ რას გაუგებ ხალხს. მე მგონია რომ "ოცნება" ვისაც დაასახელებს ხალხი მას აირჩევს რადგან არჩევნების წინ ცოტას მოქრთამავენ ხალხს და ცოტასაც გააყალბებენ და აირჩევენ ვინც ამ მთავრობას სურს.