Moorმეზარება ფილიპინების ამბების ძებნა და წესით მტკიცების ტვირთი მტკიცებელზეა.
მიხარია რომ ტაივანზე შევთანხმდით.

მიკერძოებული ხარ. . . .
კომანდორი პერი, რომელმაც იაპონიას საზღვრების გახსნა და "თავისუფალ ვაჭრობაზე" დათანხმება აიძულა არც ესპანელი იყო და არც პორტუგალიელი, ამერიკელი იყო და ნაგასაკიშიც ამერიკული ფლოტი იდგა.
ის კარგია, რომ აღნიშნე, რომ "თავისუფალ ვაჭრობა"-ზე კონტროლი, სწორედაც რომ "გადაიბარა" ამერიკამ და სწორედ იმ იმპერიული ევროპული კოლონიზატორებისგან, რომლებმაც ტავის დროზე დაიპყრეს ნახევარი მსოფლიო და მათ შორის ჩინეთის ტერიტორიებიც.
მარტო პორტუგალია და ესპანეთი არ იყო, ინგლისიც იყო და საფრანგეთიც, ამერიკაც, რუსეთიც. . . .
ეგ "თავისუფალი ვაჭრობა" კიდევ, პირადად ჩინეთისთვის ისტორიულად შეუძლებელია დადებით კონტექსტში განიხილებოდეს. . . .
თავისუფალი ვაჭრობა არ არის, თუ განსხვავებულ პირობებში ჩაგაყენეს, ან უარესი, ემბარგო დაგადეს. . . .
მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ჩინეთს არც ომის დაწყება უღირს და არც რუსეთის მოკავშირეობა, მაგ ვითომ "თავისუფალი ვაჭრობის" პირობებშიც, სამხედრო ოპერაციების გარეშე ახერხებს ეკონომიკური ექსპანსიის პოლიტიკის გატარებას.
ვერც მეექვსე კოლონიას შეუქმნიან.
დემონიზაციასაც ვერ გაუჩალიჩებენ. . . .
არსად ეჩქარება, არსად ომობს, ჩუმად შრომობს და ავითარებს ეკონომიკას.
ნელ-ნელა საგრძნობი ხდება მისი პრეტენზიები ტექნიკურ პროგრესზე.
არა მგონია ეგ ყველაფერი სამხედრო რიტორიკაში და ოპერაციებში გადაიზარდოს, თუ ვცდები და დრო გვიჩვენებს. . . .
ჯერჯერობით მაგის ნიშნებს ვერ ვხედავ.
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/