სიუჟეტი იყო გულისამრევი
სიმართლე გითხრათ , არც ეს პარკი მომეწონა
არ ვიცი ეს ხეები რამდენ ხანს გაძლებენ და საერთოდ თუ გამოვა საბოლოოდ პარკი
ბიძინას პოლიტიკიდან გაძევების შემდეგ , ეჭვი მაქვს ეს პარკი უპატრონოდ დარჩება და ნელ ნელა გახმება ეს ხეებიც
პარკის იდეა ყოველთვის კარგია, როცა ამ პარკის გაკეთება არ ხდება, სხვა ბუნებრივი პარკების განადგურების ხარჯზე
ამ ერთი პარკის უკან დგას უამრავი გადათხრილი და აოხრებული პარკები
ასევე ეს არის დიდი დანაშაული, იმ ასწლოვანი ხეების წინაშეც
ხე რომელიც საუკუნეები ერთ ადგილას დგას, ის უბრალო ხის ჯოხი აღარაა
მას იქ აქვს ოჯახი . ეკოსისტემაზე თუ რამე გაგიგიათ?
აუცილებლად მიხვდებით, რომ ბიძინა არის ერთი ტლუ არსება
მისთვის ბუნების და ხეების სიყვარული უცხოა
რაღაც ახირების გამოი, ანადგურებს ბუნებას
რა მხრიდანაც არ უნდა შეხედო ამ პარკის იდეას, ვერანაირად ვერ მოგეწონება ნორმალურ ადამიანს
ასევე იმ კიკუებს , ვინც ბიძინას ხეები მიყიდეს და გახარებულები არიან იმ ფულით რაც აიღეს
ალბათ ოჯახის წევრსაც გაყიდიან ფულზე
ხე რომელიც შენს საკარმიდამოში 100 და მეტი წელი დგას, ის უფრო ღირებულია, ვინემ ის ფული
ის უკვე შენი ცხოვრების და ისტორიის ნაწილია
მჯერა რომ ხეებს გააჩნიათ დიდი დადებითი აურა და ის დაკარგეს
ბუნებამ გაწყრომა იცის და ეშინოდეთ ამ ხეების გამყიდველებსაც და ბიძინასაც
მიკვირს ძალიან იმ ადამიანების, ვისაც ამ პარკის იდეა მოსწონს
და ჯერ სად ხართ? კიდევ ბევრი ხე შეეწირება ამ ერთი პარკის შეკოწიწებას
განა ათასობით ასწლოვანი ხის განადგურება და გაჩეხვად ღირდა , ეს ერთი პარკი?
ცოტა რომ დაფიქრდეთ ვერა?
სოფელში ხალხი ყოველთვის ხის ძირში იკრიბებოდა ხოლმე
ეხლა როცა ზაფხულის პაპანაქებაში დაჯდომა მოუნდებათ, მთელი საქართველო ჩავიდეს ბიძგვინას პარკში
ვინ დადის ნეტა ამ იმ საკონცერტო დარბაზში ან პარკებში?
სულ ისე აქვთ ცხოვრება მოწყობილი და დალხენილი საზოგადოებას, პარკებში დადიან თურმე და თან შეკვეთილში
ზოგმა ოღონდაც ნაცების ჯინაზე რამე გააპრავოს
არანაკლები ჩანჩქერები აქ წამოვიდა
ფორუმის პატარა ჩანჩქერები