kanian_Uალბათ ხუმრობ
აი ეს წაიკითხე, ორგანიზატორები წერენ
"ჩვენო მეტალჰედო ძმებო და დებო! ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა შეიტყო იმის შესახებ რომ Rotting Christ-ის წევრები, კერძოდ Sakis Tolis (გიტარა/ვოკალი) და Themis Tolis (დასარტყამი) დააკავეს საქართველოს აეროპორტში და უკრძალავდნენ ქვეყანაში შემოსვლას, რამაც რისკის ქვეშ დააენა არამარტო მათი კონცერტის ჩატარება საქართველოში არამედ მათი შემდეგი კონცერტებიც სომხეთში და უკრაინაში! 12 აპრილის 04.15 საათზე ჩამოფრენილ მუსიკოსებს ჩამოართვეს პასპორტები და ტელეფონები და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გამოკეტეს კამერაში!
ჩვენი და ჩვენი მეგობრების უდიდესი ძალისხმევის შედეგად დაახლოებით 11 საათის შემდეგ ჩვენ შევძელით მათი ტყვეობიდან დახსნა, და მიუხედავად იმისა რომ ჩვენც და Rotting Christ-ის წევრებსაც მოგვიწია ძალიან დაძაბული, უძილო და გამომფიტავი ღამის გატარება, ჩვენ ერთად მოვახერხეთ ის რომ კონცერტი შედგა! ძნელია იმის აღწერა თუ რამდენად მძიმე იყო ჩვენთვის იმაზე ფიქრი რომ ასეთი იყო ჩვენი სტუმრების პირველი კონტაქტი ჩვენს ქვეყანასთან და მითუმეტეს იმაზე ფიქრი რომ შეიძლება კონცერტი ჩაშლილიყო და თქვენ - ჩვენი მსმენელი, გაწბილებული და გულგატეხილი უნდა დარჩენილიყავით. საბედნიეროდ ჩვენმა შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო! ჯერ კიდევ გარკვევის პროცესში ვართ ვინ მოინდომა კონცერტის საბოტაჟის მოწყობა, ჩვენ ამ ფაქტის უპასუხოდ დატოვებას არ ვაპირებთ!
მნიშვნელოვანია ისიც რომ უკვე მზად იყო მსმენელებისგან შემდგარი მოხალისეების ჯგუფიც, რომელიც საპროტესტო აქციის გასამართად მიემართებოდა აეროპორტისკენ, რისთვისაც უდიდესი მადლობა! ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ქართულ როკ/მეტალ სცენაზე, რომ ერთი ოჯახი ვართ და ერთმანეთის იმედი შეგვიძლია გვქონდეს! და რასაკვირველია უღრმესი მადლობა Rotting Christ-ის წევრებს, რომლებმაც ყველაფრის მიუხედავად არ აიცრუეს გული ჩენს ქვეყანაზე, დარჩნენ ბოლომდე მეგობრული და პოზიტიურები, უარი თქვეს დასვენებაზე და გვაჩუქეს დაუვიწყარი საღამო!
დიდი მადლობა DismoriaL-ს და Psychonaut 4-ს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენეს რომ საქართველოშიც ხდება ნამდვილი მეტალის გამოჭედვა! მადლობა Dj BenZona-ს, რომელმაც მთელი საღამო ერთ უწყვეტ მეტალ მარათონად აქცია! დიდი მადლობა ჩვენ პატარა სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს, რომლებმაც ამ ექსტრემალურ სიტუაციაშიც ხელები არ ჩამოუშვეს და ბოლომდე იმ განწობით გააგრძელეს კონცერტისთვის მზადება რომ კონცერტი უნდა შემდგარიყო! და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ყველას! ვინც მოხვედით, ვინც ნამდვილი საგიჟეთი მოაწყეთ Elektrowerk-ში, ვინც მზად იყავით ჩვენთან ერთად !!ძალით!! გამოგეყვანათ Rotting Christ-ის წევრები ტყვეობიდან ! ! ! ერთად ჩვენ შევძლებთ ყველაფერს! შევხვდებით შემდეგ კონცერტზე!!!

"