#52548612 · 17 Apr 2018, 15:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Eric
| QUOTE | | თუ მაგ კლასტერებიდან გამოცვენილებმა არ გადაბუგეს რუსთაველი და დედა უტირეს ქვეყანას? |
სსრკს დროსაც მორღვეული იყო პრაქტიკულად კლასტერები. მაგრამ 90იანების დასაწყისში ვაბშემც მოირღვა. ისე განსხვავებაა. შეადარე 20 30იანების თაობა 70-80იანების თაობას.
| QUOTE | წესრიგის აღდგენას უნდა ორი კვირიდან ერთ თვემდე. მარა არ უნდათ რატომ არ უნდათ არ ვიცი ალბათ ინახავენ რომელიმე პოლიტიკური ძალის გსამარჯვებლად შემდეგში ყველაზე იაფი პროპაგანდისტული საშუალებაა აბა ხელფასებს ესენი ვერ გაზრდიან და ქვეყნის ეკონომიკას.. |
წესრიგის აღდგენას კი. სამართLიანობის დამყარებას არა. ანუ პროსტო პოლიციას მისცემ შეუზღუდავ ძალაუფლებას და დაამყარებ წესრიგს. მარა მერე პრობლემა გექნება გაბლატავებულ პოლიციასთან. შესაბამისად ყველაზე ოპტიმალური არის დაბალანსებული სისტემა. David_Gale
| QUOTE | | ანუ ზეგავლენას ახდენს ხალხზე და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მორალზე და სტანდარტზე საზოგადოებაში |
კი. ოღონდ როგორც წესი თავის პირით არა.
| QUOTE | | ჩვენთან ელიტად მაშინ გამოდის კრიმინალებიც რომლებიც ზოგი ანაფორით და ზოგიც პირდაპირ აკეთებს იმას რასაც აკეთებს |
რომელი კრიმინალები? ქურდები? ქურდები იყო ელიტის ინსტრუმენტი. და არა ელიტა თვითონ.
| QUOTE | | პასუხიც ნათელი არ არის მაშინ ჩვენი ელიტა sucks და მაგათი კლასტერები საღად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილს არ ჭირდება |
საიდან მოიტანე რო კლასტერები "მაგათია" ან ვინმესია?
| QUOTE | | ს ის ელიტაა კიდე რომელიც არ მოხარშულა, გაზრდილა და რამე შეუქმნია ხალხისთვის და სახემწიფოსთვის, ეს არის კოლონიის ელიტა, დამტაცებელი რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საქვეყნო საქმესთან,თავიანთი სიღორით და ძალაუფლებისთვის ბრძოლისთვის ახდენენ საზოგადოების პოლარიზებას |
ხოდა ელიტა ახდენს საზოგადოების ატომიზებას თქო. მეც ამგას ვწერ. მაგალითად: ნათესავებს რამდენად ხშირად ხვდები? როდის უფრო ხშირად ხვდებოდი ეხლა თუ 90იანებში? მარტივი მაგალითია რა.
| QUOTE | | რ მგონია აშშ-შიც და იაპონიაშიც ასეთი იყოს ელიტა |
ხო მარა იქაც კლასტერული ელიტაა. აი სადაც კლასტერი მორღვეულია (რუსეთში და წილხვედრში) იქ არის კრიმინალი ა კლეპტოკრატი ელიტა.
| QUOTE | | ნაძალადევმა მოდერნიზაციამ კი შეუყენა წყალი ზუსტად მაგ ელიტას და იმიტომ არის ის რაც არის, ჭაობი არის ის ზუსტად ის გადმონაშთი და ცდილობს ეგ კლასტერი შეზღუდოს პროგრესი,პროგრესში იგულისხმება ის გამოწვევები რაც საჭიროა რომ დასავლური ტიპის სახელმწიფოდ გადავიქცეთ ინსტიტუციონალურად თან რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ ბევრი დროა დაკარგული, ცდილობს კიდევ იმიტომ რომ ამ ეპოქას ფეხი ვერ აუბაა, არადა მაგ დედამოღნულებმა მოითხოვეს ზუსტად ეგ ვითომ მოდერნიზაცია. |
არასწორი წარმოდგენა გაქვთ მოდერნიზაციაზე, ევროპულ ფასეულობებზე და ა.შ. რეალურად მოხდა კულტურული მოდერნიზაცია (წიპა ფასადები შეიღება, დენი მოვიდა და იუსტიციის სახლში გასცემენ პირადობას ქრთამის გარეშე) მაგრამ მართვის ოლიგარქიული სისტემა არ შეცვლილა, სასამართლო ისევ ფიქციაა, ჯარი ისევ მიჩმორებულია. შესაბამისად კულტურულ მოდერნიზაციას როცა არ მოყვება სამართLიანი სისტემა მაშინ ხდება წინააღმდეგობის ჩამოყალიბება. ამის საწინაღმდეგოდ ელიტა მაქსიმალურად შლის კლასტერებს და ახდენს საზოგადოების დემოტივირებას და ატომიზებას რო წინააღმდეგობა არ ჰქონდეს.
| QUOTE | | თუ დეკლარირებული გვაქვს დასავლეთის კურსი რაღაც სტანდარტები გადასახედია, ელიტა კი ჩასარეცხი,იმიტომ რომ სხვა ტიპის აზროვნების და მენტალიტეტის ადამიანები არიან რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უტოპიურია, ერთად ვერ გამოვა ეგ ამბავი. თუ არა გეგმა დაიდოს მაშინ არანაძალადები პროგრესით როგორ გავხდეთ ევროპული სახელმწიფო იმ ელიტის და მენტალიტეტის ხალხით რაც ეხლაა. არადა გვეჩქარება იმიტომ რომ ძაან უკან ვართ. |
მენტალიტეტი არაფერ შუასია. დასავლეთშიც არის კორუფცია, დასავლეთშიც არის ცუდი ხალხი. უბრალოდ სისტემა არის იქ სამართლიანი და ისეთი რომ მაქსიმალურად გეზღუდება ცუდი რამე. არც გჭირდება მამენტ. შენს ინტერესშია ქვეყნის ფუნქციონირება. აქ კიდე მოქალაქეს არანაირი ინტერესი არ გააჩნია.
| QUOTE | მიშას ტემპზეა ლაპარაკი? |
მიშა-ბიძოს ტემპზე.
--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
Why carry a gun? Because 1911 > 911.
t90a.sarahah.com
|