ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის, საერთაშორისო სამხედრო სამსახურისა და მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის მიზანია ნატო-სთან საქართველოს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის პარტნიორობის მიზნების (PARP PG) განხორციელების განხილვა და განახლება. ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი მასპინძლობს.
უწყების ინფორმაციით, ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფმა დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის პარტნიორობის მიზნების (PARP PG) სამუშაო ვერსია წარმატებით შეაფასა, ხაზი გაუსვა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტით აღებული პარტნიორობის მიზნების შესრულება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს. დოკუმენტი ნატოს შტაბ-ბინაში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცდება.
ვიზიტის ფარგლებში წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...i-imyofeba.htmlიქნებ რამეს მიხვდეთ აქ მპოსტავები და გაითავისოთ,რომ უსაფრთხოების და რისკების ფონზე ეს სქართველოს "ხუშტური" არაა